სულ, სულ ერთად…

hide-and-seek-1

გახსოვს? მაშინ სულ პატარები ვიყავით… ერთად ვთამაშობდით… ერთად ვიცინოდით…პირველი შეხვედრა გახსოვს? იმ დღეს არც მეგონა თუ შენ გიპოვიდი… იმ დღის მერე გავხდით მეგობრები… ჩვენი პირველი დამალობანა გახსოვს?   მთელი დღე გეძებე…ბოლოს გიპოვე…  მერე შენ ჩამეხუტე და მითხარი…

-სულ, სულ ერთად….!

იმის შემდეგ ყოველთვის ერთმანეთს გაჭყლეტვამდე ვეხუტებოდით და ვჩურჩულებდით “სულ, სულ ერთად”

hugs-with-kids

მაგრამ დრო გავიდა, ჩვენ გავიზარდეთ…

03_Hide and Seek

BLD086503

…..  შენ მოხვედი და მითხარი რომ მიდიოდი… სხვა ქალაქში გადადიოდი… დამაწყნარე… მითხარი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.. მალე მნახავდი… მაშინ არ მინდოდა გენერვიულა და დაგეთანხმე…წასვლისას გთხოვე ჩამხუტებოდი… ეს იყო ჩვენი ბოლო ჩახუტება… გაქრა “სულ, სულ ერთად” მარტო დარჩენილმა ბევრი ვიტირე…. ღამე ვერ დავიძინე… დავინახე როგორ გავიდა დილით თქვენი მანქანა… მაგრამ არ გამოვედი…ან იქნებ ვერ გამოვედი…. ვიცოდი, გამომშვიდობება სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა….დავრჩით მე და მცრემლები… სულ, სულ მარტო… მენატრები…

black-and-white-cry-girl-Favim.com-159674 (1)

Advertisements

მოდი სიგიჟე ჩავიდინოთ….

xasxda

….ახლა ადექი… ლოგინი არ დაალაგე…”მერე დავალაგებ” გიკარნახა ქვეცნობიერმა… ჰმმ, როგორც ყოველთვის კომპიუტერს მიუჯექი… Facebook-ზე არავინაა online როგორც ყოველთვის… ეძებ რამეს საინტერესოს და სამწუხაროდ ვერ პოულიბ – როგორც ყოველთვის….ყავას აკეთებ როგორც ყოველთვის… გეზარება მაგრამ მაინც… ყოველთვის ასეა… და ისევ ყველაფერი ისეა  როგორც ყოველთვის…. 

ამდენი მრავალფეროვნება არ მოგბეზრდაა? ხო… შენ ახლა მოჰყვები ისტორიას როგორ სცადე გაგეხალისებინა ცხოვრება მაგრამ ვერ შეძელი …. რომ ცხოვრება ნაცრისფერია და ამას შენ ვერ შეცვლი…. ვერ ვხვდები იციი? რატომ არ გინდა ნაცრისფერ ცხოვრებას ფერადი თვალებით შეხედო ?  არაა, ასე არ გამოვაა ადექი…! ადექი მეთქი.. ! დღევანდელი დღე სხვანაირი იქნება…. ჩაიცვი, მე და შენ გარეთ მივდივართ… წამო, სიგიჟე ჩავიდინოთ…!

ძლივს შენ ადექი და გააკთე ის რაც გთხოვე ახლა გარეთ გავდივართ…… ირგვლივ ყველაერი მზიანია…  გაიხედე, გამოიხედე რა ლამაზია…

-ცა რაფერია?

-ნაცრისფერი და მოღრუბლული….

-არა, შეხედე ახლა და შენს თავს უთხარი რომ ლურჯია და მზიანი…  😉 ცოტა წაიფანტაზიორე…

-ხო, მგონი ცოტა შეიცვალა….

-რა გინდა ახლა ირგვლივ იყოს ?

-ბევრი ყვავილები….

-წარმოიდგინე…. მოდი ვნახოთ როგორი ფანტაზიორი ხარ….

blue_sky_flowers_hm014_350a

-ლამაზია….

კარგი ამაზე მოვრჩით წამოდი ახლა რამე ისეთი გავაკეთოთ რასაც ნორმალური არ გააკეთებს… მოდი გავაჩაღოთ ნაყინების ომი… ვირბინოთ მთელი დღე… ვიცინოთ ბოლო ხმაზე….  მერე საღამოს ხელები გავშალოთ თითქოს დავფრინავთ… და მოვწყვიტოთ ციდან ვარსკვლავი…. ყველაფერი გავაკეთოთ რასაც ჩვენი ფანტაზია გასწვდება… მოდი სიგიჟე ჩავიდინოთ …. ❤ ^_^

city-girl-lights-night-street-Favim.com-96330

ფარდებს იქით….

…..ფარდები ჰყოფს სცენას და მაყურებელს ისე როგორც ჰორიზონტის ხაზი ცას და მიწას…მაგრამ რა ხდება იქ? სცენა სამყაროა სადაც ვცხოვრობთ …მაყურებელი საზოგადოებაა ჩვენს გარშემო… კულისებში ვირგებთ ნიღაბს რომლითაც გვინდა წარვუდგინოთ ჩვენი თავი სამყაროს…ვმალავთ ნამდვილ “მე”-ს ყველასგან… საკუთარ თავისგანაც კი … რატომ? არ ვიცი..ალბათ გავურბვართ საზოგადოების აზრს კრიტიკას…ერთ ჭკვიან ადამიანს უთქვამს ” ადამიანი მხოლოდ ძილშია ნიღბის გარეშეო..”

1233343292d7eeA0

მინდა გითხრათ მეც ვიმალები…. ადრე სხვანაირი ვიყავი… მერე გადავწყვიტე, რომ ასე არაფერი გამოვიდოდა და დავიწყე ახალი პერსონაჟის შექმნა… გამოვიდა ძლიერი, მხიარული გოგო რომლის ნიღაბსაც ამოვეფარე…. დღემდე მის უკან ვიმალები…ახლა ყველა ასეთს მიცნობს… ჩემს გარშემო ტრიალებენ არა ჩემს გამო არამედ იმ ნიღბის გამო რომელიც მალავს “მე”-ს … მათ ესეთი ნინო უყვართ… მხიარული… სულ მომცინარი…ისე შევეჩვიე , უკვე ჩემს თავსაც ვემალები ….მარტო როცა ვარ მაშინაც არ ვიშორებ ნიღაბს…აღარ მახსოვს სად დავტოვე ნამდვილი “მე”… ამდენ სიცილში ტირილი დამავიწყდა… ოცნება აღარ მახსოვს… დახმარება მჭირდება ვეძებ  ნამდვილ “მე”-ს… რატომ დავტოვე წარსულში თვითონაც არ ვიცი… ორივესთვის მქონდა ადგილი, ორივე “მე”სთვის მაგრამ ის რატომღაც მოვისროლე … ახლა კიდევ სიცარიელეს ვგრძნობ ძველი “მე” მჭირდება, რომ მარტო არ ვიყო…

Diary…

გაგიმხელთ, რომ დღიური არასოდეს მქონია… არ მიყვარს “კვალის დატოვება” , დღიური კი ყოველთვის წერილობითი საბუთია, ამიტომ მის გარეშე ყოფნას ვამჯობინებდი ხოლმე …დღეს რატომომღაც გადავწყვიტე აქ გამეკეთებინა დღიური … მოდით დავიწყოთ…

diary

ძვირფასო დღიურო!.. დღეიდან ჩვენ მეგობრები ვქნებით…შენ მაღალი, წითური გოგონა ხარ… ჭორფლიანი, საყვარელი , დიიიდი მწვანე თვალებით… გიყვარს ყავა…კიდევ მეოცნებე ხარ..და ჩემნაირი გემოვნება გაქვს… და ლამაზი წკრიალა ხმა… გიყვრს სიმღერა… მე შენ მეის დაგარქმევ… არ ვიცი ეს სახელი საიდან მოვიდა, მაგრამ მინდა ასე დაგარქვა…  შენ სულ ჩემთან იქნები…ჩემში იცხოვრებ…

იცი რა მინდა….? ჩემი პატარა სამყარო ….. როგორიი? არ ვიცი…. ორი ქილა ღრუბლები რომ იყოს ერთი ქილა ვარსკვლავები…. სამი კოვზი ბედნიერება…  ოთხი მზე რომ ამოდიოდეს ერთად… ბევრი, ბევრი ოცნება და მწვანე ბალახები….. შენსავით წითური ყვავილები რომ იყვნენ ირგვლივ… ცისარტყელა რომ ყოველ დღე იყოს…. წვიმაც რომ იყოს, ხოლმე… მე რომ მიყვარრს, ისეთი ^_^.. შემოდგომა რომ შენსავით ჟღალთმიანი იყოს… კიდევ ჩემს სამყაროში წავიღებ ერთ ტომარა ხატვას… ორს ცეკვას და ძალიან, ძალიან ბევრ მუსიკას… შენც ჩემს სამყაროში იცხოვრებ ჩემო მეი… ყველა იქ იქნება ვინც მე მიყვარს… იქ არავინ მოკვდება და არავინ დაბერდება…

-შენ … ხომ არ გაქრები ? არაა…. მთავარია მე მჯეროდეს…. უკვალოდ არაფერი ქრება… თუ რწმენა გაქრება მოგონებები მაინც ხომ დამრჩება 🙂 …. კარგი, დღეს პირველი დღეა თავს არ მოგაბეზრებ ბევრი ლაპარაკით… მალე შევხვდებით…

beautifulgirl,redhead,girl,hair,auburn,freckled,face-e5a7be74e51c414e5367059b83f49951_h

აფიშები მოხეტიალე სულები…

images

ღამე იყო.. ბნელი… სუსხიანი…. სიშავეში ლამპიონები ციცინათელებივით მოჩანდნენ… მე მივდიოდი ოცნებებში გზა აბნეული… უცებ შევჩერდი …. რაღაც მეძახდა…

-სად მიდიხარ? უკან დაბრუნდი…

მე ხმას გავყევი და ძველ შენობასთან აღმოვჩნდი… უღიმღამო  შენობას მხოლოდ ერთი რამ ახალლისებდა… ეს ძველი გახუნებული აფიშა იყო…

-მე ვიყავი..გეძახდი…

მომესმა უკვე კარგად ნაცნობი ხმა… წამით ისიც კი გავიფიქრე, რომ რომელირაც მოხეტიალე სული მელაპარაკებოდა..

-წამიკითხე

გავიგე ისევ…  აფიშა მიხმობდა..ის რაც წუთის წინ მოხეტიალე სული მეგონა აფიშა აღმოჩნდა…. თუ დავფიქრდებით არც შევმცდარვარ ძველ აფიშასთან აღარავინ მიდის… მას გადაადგილება არ შეუძლია, მაგრამ მაინც მოხეტიალე სულია რომელიც დღემდე ეძებს მკითხველს….

მე…

მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ… ვცხოვრობ საქართველოში კერძოდ – თბილისში… მიყვარს ცეკვა, ხატვა, ოცნება, წერა, ცხოველები, მათემატიკა, ფიზიკა და რაც ყველაზე მთავარია მუსიკაა ! (აქვე გეტყვით რომ ვარ Michael Jackson-ის ფანი ^_^ ) მაწუხებს გიჟური აზრები.. ❤ …. არ ვიცი რა გამოვა ამ ბლოგიდან, ჯერ ვერაფერს დაგპირდებით მაგრამ იმედია მოგეწონებათ!! ❤ და კიდევ შემოგთავაზებთ ვიდეო პოსტებსაც!  😉

toestandface