Diary…

ძვირფასო მეი! რა ხანია არ გვისაუბრია თითქოს მომენატრესავით. ბოლო დროს გული დავუდე დღიურის წერას… რატომ? არ ვიცი, იქნებ იმიტომ რომ შენ ჩემს ყველა სისულელეს დიდი გულისყურით ისმენ?!  ჰმმ… ალბათ..

tumblr_l7f1x3VJk51qaox60o1_500_large

იცი დღეს უფრო მომეძალა სურვილი ჩემს სამყაროში გაქცევის…  უბრალოდ, ყოველგვარ მიზეზგარეშე მომინდა… იქ იცი რას ვიზამდიი?

cute-girl-lying-with-her-guitar-on-grass-cool-timeline-covers

მთელი დღე ვირბენდი პეპლებთან ერთად … მერე დაღლილი გავწვებოდი ყვავილებში და ავხედავდი ცას…  იქ ოთხი მზე იციმციმებდა… ბალახი მიმღერებდა ჩემს საყვარელ რომელიმე სიმღერას.. ჩუმათ ისე რომ სხვას არავის გაეგო, მერე მეც წავიღიღინებდი გულში ჩემი სულის მუსიკას….

flower-girl-grass-blow

ცას კარგად რომ შევათვარიელებდი , წამოვდგებოდი და იქვე ბაბუაწვერას მოვწყვეტდი… სულს შევუბერავდი , თან ჩემს ოცნებას გავატანდი… იმ იმედით, რომ ამისრულებდა… თვალებს დავხუჭავდი და წავიდოდი ოცნებებში…^_^

Advertisements

ცოტა რამ ჩემს შესახებ <3

იშვიათად, მაგრამ მაიც დავამატებ ხოლმე პოსტებს ჩემს შესახებ შევეცდები დიდად არ მოგაბეზროთ თავი… ❤

549928_422890757787104_7923651sfaf39_n

1. ვარ Michael Jackson-ის ფანი (ვიცი ადრეც ვთქვი მაგრამ არ შემიძლია არ გავიმეორო ყოველწამს….  ეს სიტყვები მჭირდება… მავსებს ❤ )

531576_392202180875084_15965047_n

2.  მგონი ცოტა უცნაურია, მაგრამ მიყვარს მულტფილმები… ^_^

06caroline_600

3. მიყვარს ცხოველები (მყავს ძაღლი ❤ )

4. წვიმაში ყოველთვის “Stranger In Moscow” მახსენდება…

5. მიყვარს წვიმიანი ამინდი მზე და თოვლი. ქარი არ მიყვარს, მაგრამ  ყველაფერი კარგია ზომიერად, თავის დროზე… ❤ თუმცა რაც გიყვარს არასოდესაა ზედმეტი… ^_^

6. მიყვარს ჰარი პოტერი (მულტფილმების შემდეგ არ გაგიკვირდებათ)

7. მიყვარს ფილმების ყურება (არ მაქვს გამორჩეული ჟანრი ერთადერთი სერიალებს ვერ ვუყურებ )

8. მიყვარს ტომ ჰენქსი, ჯიმ ქერი, ჯონი დეპი, მეგ რაიანი, დენიელ რედკლიფი…

9. მიყვარს დეტექტივიური ჟანრის ნაწარმოებები

10. ძალიან მიყვარს ხატვა და ცეკვა (ვცეკვავ  Michael Jackson Style-ს)

First Post In English :3

This is my first post in English. I Have many Followers On WordPress from Different Countries So I Decided To Write Some Posts In English. I Think It’s not Bad Idea ^_^

I’m Nervous a little bit So I  Don’t Know What To Say… Hmm… May Be say Somethig About World? 🙂
I wrote a poem about life in the world .. I Hope You’ll like it ^_^

image

* * *
So Many Children Are Suffering
Why Do you Avoid To Realise
Bad Things That are Happening
That Is What World look Likes

So You Must Open Your Eyes
See The World Without Lies
Become Much More Wise
Look At Life And Realise

Love Will Save World From Wars
There’s a Sun In The Sky
When You Want To cry
That Will Make You To Smile

By Nino Jackson

What Do You Think?? It’s My First Poem LOL 😛

Michael Jackson

527764_288829041212916_1001107746_n

ბევმა მკითხა, რატომ არ ვწერდი მაიკლ ჯექსონზე… მინდოდა, მთელი გულით მინდოდა დამეწერა , მაგრამ არ ვიცოდი ადამიანი რომელიც მსოფლიომ ვერ დაიტია როგორ დამეტია ერთ პოსტში? … ძალიან მინდა ხალხმა გაიგოს ვინ იყო მაიკლი როგორც ვარსკვლავი და როგორც ჩვეულებრივი ადამინი… ასევე მინდა ბოლო მოვუღო უსაფუძვლო ჭორებს, ამიტომ გადავწყვიტე დამემატებინდა კატეგორია “Micahel Jackson” რომელიც მთლიანად მიეძღვნება “პოპის მეფეს” დასაწყისისთვის მის ბიოგრაფიას შემოგთავაზებთ…

528936_265556870206993_1729840132_n

ამერიკელი, მომღერალი, მოცეკვავე და სიმღერების ავტორი დაიბადა 1958 წლის 29 აგვისტოს, ინდიანას შტატში, კერძოდ ქალაქ გარში. იგი ცხრა შვილიდან 7 იყო. მაიკლი 6 წლის ასაკიდან უკვე კარგად ცეკვავდა და მღეროდა.. კეტრინს (მაიკლის დედას) არ უყვარდა შვილების ქება, მაგრამ მაიკლი გამონაკლისი იყო…

8 წლის ასაკში მან დაწერა პირველი სიმღერა “I’m a Big Boy”  11 წლის ასაკში კი უკვე ხდება “Jackson 5”-ის იგივე “The Jacksons”-ის სოლისტი . ჯგუფი თანამშრომლობდა ხმის ჩამწერ სტუდიასთან “Motown”

1971 წელს მაიკლმა 13 წლის ასაკში ჩაწერა საუკეთესო ალბომმები: “Got To Be There” “Rockin’ Robin” “Ben”…

A0Vt6C-CcAAgK76

1978 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფილმში “The Wiz” და გაიცნო ქუინს ჯოუნსი რომელიც შემდეგ მისი პროდიუსერი გახდა.

ალბომი “Off The Wall” მსოფლიომ მაიკლი გაიცნო როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა. “Don’t Stop Till You Don’t Get Enough” და  “Rock with You” ჩარტებში მაშინვე საუკეთესო ადგილებზე მოხვდა…

1982 წელს გაიმართა “Thriller” – ის პრეზენტაცია, რომელმაც შოუ ბიზნესი ტავდაყირა დააყენა და სამუდამოდ შეცვალა. აქამდე არავის შეექმნა კლიპი, რომელსაც ექნებოდა შინაარსობრივი დატვირთვა “Thriller” – იყო პირველი. ალბომში 7 ჰიტი შედიოდა : “The Girl Is Mine” “Beat It” “Wanna be startin’ Somethin’ “P.Y.T” (Pretty Young thing) “Human Nature” “Thriller” და უკვდავი “Bellie Jean”

A37_j8JCYAACE3g

1983 წელს , ხმის ჩამწერი სტუდიის 25 წლის იუბილეზე მაიკლმა მსოფლიოს აჩვენა 14 წუთიანი ვიდეო რგოლი. მისი შემოქმედება მიმზიდველი იყო ახლად გახსნილი “MTV” სთვის “Thriller” იყო პირველი აფრო-ამერიკელის მიერ შესრულებული სიმღერა რომელიც “MTV” – ზე გამოჩნდა. მაიკლმა : “Thriller”-ისთვის ერთ ღამეში აიღო 8 “Gremmy” და 7 “AMA”(American Music Awards”) 1985 წელს ზემოთ ხსენებული ალბომი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, გაყიული ეგზემპლარი . 2001 წლის ივლისამდე ამერიკაში ალბომის 26 ხოლო, მთელს მსოფლლიოში 51 მილიონი ეგზემპლიარი გაიყიდა.

A6MjiebCYAENZY-

1984 წელს მაიკლმა ძმებთან ერთად ალბომი “Victory” გამოუშვა და ტურნე მოაწყო.

1987 წელს გამოშვებულმა ალბომმა 7 ჰიტი აჩუქა მსოფლიოს რომლებიც ლიდერობდნენ ჰიტპარადში: “I Just Can’t Stop Loving You” “Bad” “The Way You Make Me Feel” “Man In The Mirror” და  “Dirty Diana”

BAD25-5

მაიკლი თავისი დროის უმეტეს ნაწილს ნებვერლენდის რანჩოში ატარედა.

1991 წელს გამოდის ახალი ალბომი “Dangerous” 1995 წელს კი “History:Past Present and Future” რომელიც იყოფა 2 ნაწილად … მომღერალმა სადებიუტო სინგლი “Scream” დასთან ჯენეტთან ერთად ჩაწერა… ამ უკანასკნელის კლიპი 7 000 000 დოლარზე მეტი დაჯდა.

BD40prOCEAAn3wy

1994 წელს მაიკლი ელვის პრესლის შვილზე ლიზა მარია პრესლიზე დაქორწინდა მაგრამ ეს ქორწინება 2 წელიწადში დასრულდა.მეორე ქორწინება დები როუსთან 1996 წელს უფრო წარმატებული გამოდგა . მათ შეეძინათ ბიჭი Prince და გოგონა Paris. 1999 წელს ისინი დაშორდნენ. მაიკლს მესამე შვილი Blanket სუროგატი დედისგან ჰყავს რომლის ვინაობაც გასაიდუმლოებულია.

A9R4MoNCAAEWUWv

2001 წელს გამოვიდა ალბომი “Invicible” რომელიც გაიყიდა 6 მილიონ ეგზემპლიარად. 2004 წელს 16 ნოემბერს ჩაწერა მაიკლმა ალბომი “Michael Jackson : Ultimate Collection’ Box Set” რომელშიც შედიოდა 5 დისკი  სადაც 57 სიმღერა და 13 ძველი კონცერტის ჩანაწერი და 1992 წლის DVD ვერსია იყო გაერთიანებული.

2008 წელს გამოვიდა ალბომი “Thriller 25″

2009 წელს This Is It”

2009 წლის 25 ივნისს პოპის მეფე თავისივე საცხოვრებელში გარდაიცვალა… 😥

2010 გამოდის ალბომი”Michael” ხოლო 2012 წლის 18 სექტემბერს   “Bad 25”.

პოპის მეფის ცხოვრება სავსე იყო ჭორებით და სულელური ბრალდებებით რომლებზეც შემდგომში აუცილებლად ვისაუბრებთ.

პ.ს. მე არ ვიქნებოდი მე, რომ არა მაიკლი… მან შეცვალა ჩემი ცხოვრება… ❤

proxyCA0Z829V

მე მჯერა!…

dreaming girl_act 4

მჯერა რომ ოცნებით შორს წავალ, ამიტომ მიყვარს ოცნება და ხშირადაც ვოცნებობ… განსაკუთრებით მიყვარს, როდესსაც ვფანტაზიორობ და თან ვარსკვლავებს ვუყურებ… ოცნებებით ბევრი საქმე და სისულელე  გამიკეთებია… მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცი ოცნებაში ყველაფერი შეიძლება, ჯადოქრობაც არსებობს თუ გულის სიღრმეში გჯერა…!

RainbowBridgebgd

ოცნების დაწყებისას  ჯერ უნდა გაიარო ცისარტყელას გზაზე (მე ასე წარმომიდგენია ეს ეტაპი 🙂 )… და მიხვალ შენს ფიქრთა ხეივანში… შემდეგ ყველაფერი შენს ხელთაა!

მე გამივლია მთვარეზე ^_^  (MoonWalk)…  გადმოვმხტარვარ ეიფელის კოშკიდან… ინტერვიუ ამიღია ცხოველებისგან… მთვარე და ყველაზე დიიდი ვარსკვლავი მომიპარავს ციდან… მე მაქვს ჯადოსნური ჯოხი… მე და ჰარის (პოტერი) ერთად გვისწავლია Hogwards -ში ^_^ … მე ჰოლივუდის ვარსკვლავი ვყოფილვარ…ამიღია ნობელის არაერთი პერემია.. მე მიმოგზაურია Neverland-ში, პიტერთან და წკრიალასთან ერთად…  ვყოფილვარ ალისას სამყაროში…

ვიცი ფიქრობთ, რომ ეს ვიღაც არანორმალურის დაწერილია… არა! უბრალოდ შეხედეთ სამყაროს ცოტა ბავშვური თვალით დამიჯერეთ ასე უფრო ლამაზია !! 🙂 ^_^

imagenescuentopeterpan1

Blind…

tumblr_m3yjudGKId1rvsmgjo1_400

გათენდა… აღარ ვიცი მერამდენე ალიონს ვეგებები ასე… ბნელა… ბუნდოვნად შემომრჩა მეხსიერებაში დილა… მზის ამოსვლა … მახსოვს როგორი იყო ფერები… სინათლეც მახსოვს დილით ადრიანად მაღვიძებდა ხოლმე, ახლა, მაღვიძარა ერთადერთია რაც გათენებას მატყობინებს… ვარსკვლავები მომენატრენ, საათობით ვუცქერდით ხოლმე მე და დედა, სულ მეუბნებოდა როცა მოწყვეტილ ვარსკვლავს დავინახავდი სურვილი ჩაიფიქრეო, მეც მაშინვე ვიფიქრებდი და საგულდაგულოდ ვინახავდი გონებაში იმის მოლოდინში რომ ამისრულდებოდა, მე ნათელ მომავალს ვნატრობდი სამწუხაროდ ყველაფერი საპირისპიროდ ახდა, რას ვიზავთ? მახსოვს დედას ღიმილი სახეზე, როცა ერთად ვიყავით მე მას ვაბედნიერებდი ის კი მე… ნეტავ კიდევ მანახა, ერთხელ მაინც გაღიმებული… რას არ დავთმობდი, მაგრამ სხვა მხრივ თუ შევხედავთ დადებითი მხარეც შეიძლება იპოვოს კაცმა, მე ვერ ვნახე მისი სიბერე, დამჭკნარი სახე, მისი ცრემლები როცა ჩემზე შეიტყო, მისი უსულო გაფითრებული სხეული, გონებაში მისი ახალგაზრდა ბედნიერი სახე აღიბეჭდა და სამუდამოდ ასეთადვე დარჩა.

20080722_smiling_baby

შავი დღე დაიწყო. მომიწევს მთელი გზა ხელებით და ჯოხით ვიკვლიო. კარგია, რომ ვერ ვხედავ სიბრალულით აღსავსე თვალებს ჩემს გარშემო, არ მინდა ვინმეს ვებრალებოდა, მე საკმაოდ ძლიერი ვარ იმისთვის, რომ ჩემს ხვედრს გავუმკლავდე. უკვე შევეჩვიე, ოცი წელი დიდი დროა ადაპტაციისთვის, შესაძლოა არც ისე მრავალფეროვნად ვცხოვრობ, რადგან ამ სიშაავეში ეს თითქმის შეუძლებელიაა, მე შევეგუე ასერთ ყოფას. 8 წლის ვიყავი როცა დავბრმავდი. მას შემდეგ სულ ღამეა, სულ ბნელა. სანამ დავბრმავდებოდი ამას ვერც კი წარმოვიდგენდი, მე ხომ სიბნელის საშინლად მეშინოდა, მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა როგორ უნდა გავმკლავებოდი ამ ფობიას, თანაც მწარედ მასწავლა, ისე რომ უკან დასახევი გზა არც დამიტოვა. ვხედავ მხოლოდ წარმოსახვაში… სიზმარში. ვცდილობ გარშემო აღვიქვა ყველაფერი ხმებით და შეხებით.. თუ ვინმეს გავიცნობ ვიწყებ შემდგომ ჩემს გონებაში მისი პორტრეტის ხატვას… რთულია… მიჭირს… ირგვლივ იმდენი კარგი რამააა იმდენი ლამაზი… მე ვერ ვხედავ… არ შემიძლია დავტკბე მზის ჩასვლით… ვარსკვლავებით… მინდა შემეძლოს…
აი ახლა ვერ ვითმენ ისე მინდა, რომ დავიძინო, დიახ დავიძინო, ბანალურად ჟღერს, ახლა ხომ ყველას ენატრება ძილი, ყველა დაღლილია ყველას დასვენება უნდა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს არაფერ შუაშია, უბრალოდ მინდა სიზმარი ვნახო, სიზმარი რომელშიც მკვეთრად დავინახავ გამოსახულებებს, რომელშიც ვნახავ მომღიმარ დედას, რომელშიც იქნება ათასი ფერი… სიამოვნებით ვიძინებდი დიდხანს, ვიცხოვრებდი სიზმარში და ბედნიერი ვიქნებოდი იმ ილუზიით (თუ შეიძლება ასე ვუწოდო სიზმარს) რომელსაც ტვინი შექმნიდა, მაგრამ სამწუხაროდ დრო გადის, დილით ისევ მზის სხივის ნაცვლად გამაღვიძებს მაღვიძარა და ყველაფერი ისევ ტავიდან დაიწყება, ჩაებმება იმ დიდ ფერხულში, რომელსაც ცხოვრება ან უფრო არსებობდა ჰქვია…

პ.ს უფალს ყოველდღე უთხარით მადლობა, რადგან მოგცათ საშუალება დაინახოთ სამყარო!  ის ხომ მშვენიერია..

Dolphin-Sunset

early-morning-on-the-beach12

sunrise09022007.sized

Morning_Dew_2_by_nemesis158

Coffin…

Favim.com-7195

თეთრი კაბა ეცვა… პატარა, სიფრიფანა გოგო იყო… ფერიას ჰგავდა… სწორი, კურნოსა ცხვირი… ოდნავ შევარდისფერებული ტუჩები… დიდი თვალები.. გრძელი ხშირი წამწამები.. სწორი თმა…გაყინულ სახეზე თბილი კეთილი ღიმილი ეფინა… იწვა სარეცელზე… ირგვლივ ტკივილი, ტირილი და მდუმარება სუფევდა…

ბოლოს მიუჩინეს სამუდამო განსასვენებელი…

.      .      .

გოგონამ თვალები გაახილა… ვერ გაარკვია სად იყო, რა უნდოდა ამ პატარა კოლოფში… სუნთქვა ყოველ წამს უძნელდებოდა… “აქედან უნდა გააღწიო” კარნახობდა შინაგანი ხმა… მაგრამ როგორ? უჟანგბადობამ ძალა სულ გამოაცალა…

– უფალო შემინდე… (ჩურჩულებდა განუწყვეტლივ)

ეს ბოლო წუთები იყო.. ბოლო სიტყვები, მისი ხანმოკლე ცხოვრებბის დასასრული.

გაახსენდა ძილის წინ დედა ზღაპაროს როგორ უკითხავდა ხოლმე, მერე შუბლზე აკოცებდა და ტკბილ ძილს უსურვებდა…ძილი მოერია უჟანგბადობისგან…

ჩაეძინა…

… მაგრამ ისე არა როგორც იძინებდა ხოლმე, ეს ცოტა ხანგრძლივი ძილი იყო… სამუდამო……

ჩემი მეგობარი…

beautiful-best-friends-chat-cute-friends-Favim.com-329129

არ ვიცი ამ პოსტს წაიკითხავ თუ არა, ან მიხვდები თუ არა რატომ დავწერე,  მაგრამ მაინც მინდა დავწერო შენზე (ანუ ჩემს მეგობარზე)…  ახლა შენს შემოქმედებას ვუსმენ და ძველი დრო გამახსენდა…  თავიდანვე მოვახერხეთ კარგი ურთიერთობის აწყობა და გავხდით კარგი მეგობრები… სწორად რომ ვთქვათ – ძალიან კარგი მეგობრები… ერთმანეთს ვენდობოდით , რჩევებს ვაძლევდით, ვეხმარებოდით, მაგრამ მერე ყვეაფერი შეიცვალა… გადავიდა ცარიელ, ცივ, არაფრისმთქმელ სიტყვებში:

-როგორ ხარ?

-რავი კარგად შენ?

-რავი ვარ რა…

– რას შვები?

-არაფერს შენ?

– არც მე…

და, რა დარჩა..? არაფერი…  ან იქნებ დარჩა რამე? ვინ იცის?!…

Diary

teachers-diary-uso42d

ძვირფასო მეი….  დღეს არ ვიცი რატომ, მაგრამ შენთან მომინდა ლაპარაკი.  ჯერ არანაირი იდეა და თემა არ მაქვს მოფიქრებული… იმედია ნელ-ნელა მოვიფიქრებ…

ჰმმ…  ზაფხულის ბოლო იყო როდესაც გავიგე, რომ ლეკვს მჩუქნიდნენ…  ჯერ დაბადებული არ იყო, რომ უკვე ძალიან შემიყვარდა… არც კი ვიცოდი რა ჯიში იქნებოდა…  არ დავინტერესებულვარ ალბათ იმიტომ, რომ არ ქონდა მნიშვნელობა, ყველა ცხოველი ძალიან მიყვარს…   ნელ-ნელა დრო გადიოდა და სტყვას ლეკვზე აღარავინ ძრავდა… სექტემბერში დაიწყო ფუსფუსი და ერთი აურზაური… სწავლა იწყებოდა … ვიღას ახსოვდა შენი ლეკვი… იმედიც აღარ მქონდა…

ერთ დღეს… დედაჩემი სახლში ლეკვთან ერთად დაბრუნდა ჩემდა გასაოცრად …ისეთი საყვარელი იყო, დორბლიანი, პატარა… უფრო სწორად მე მეჩვენებოდა  პატარა… 2 თვის ლეკვის კვალობაზე უზარმაზარი იყო.. კარგი, ომახიანი ყეფაც იცოდა.. მოკლედ რომ ვთქვათ მეზობლები ტერორში ყავდა თავიდანვე… სახელზე ბევრი დავა იყო სახლში ნაწილი კუპრას არქმევდა, ნაწილიც ჯერის… საბოლოოდ მოვრიგდით, სიშავის გამო და წიგნის პატივსაცემად “კუპრა” დავარქვით…

kupraa (ესეც პირველ დღეს გადაღებული სურათი)

თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა … ყველაფერზე კბილებს იფხანდა ერთი პერიოდი… პირი სადღეღაამისო მაღაზიასავით ღია ჰქონდა გამუდმებით , აღარ იცოდა რა დაეღრღნა… ძალიან ეშმაკი მყავს… და საყვარელი… საქმე არაფერი  აქვს.. მთელი დღე ძინავს და ჭამს…

2012-11-04 17.52.43

თუ რაიმე დააშავა შემოგხედავს საკურთხის მამალლივით, საყვარლად…  როცა ეჩხუბები დარცხვენილი გიყურებს, თან საწყალ სახეს იღებს, მერე ბურთს მოგიტანს შესარიგებლად და მაინც თუ არ შეურიგდი ტირილ-წკმუტუნს გააბავს…

2013-01-17 12.44.24

ძალიან მიყვარს ჩემი ცუგო… ვერ წარმომიდგენია მის გარეშე როგორი უნდა იყოს დღე… ჩემი ცხოვრების ნაწილია… შევეჩვიე…

2013-01-17 12.47.25

Diary

Dear_Diary_by_Iza87-Copy

… რა ხანია არაფერი დამიწერია არადა მინდა, ძალიან მინდა რამე დავწეროო … რამე აზრიანი, საინტერესო…. მაგრამ თავში არაფერი მომდის… შემოქმედებითი კრიზისი მაწუხებს…

ისევ შენთან მოვედი ძვირფასო დღიურო …მეი იქნებ რამე მირჩიო… აზრი მომაწოდო…  სისულელეა არა? ჩემივე გამომონილ პერსონჟს ვთხოვ დახმარებას… ჩემს ფანტაზიის ნაყოფს  …  იქნებ ვინმემ მითხრათ – რა მჭირს?! რაღაც ხდება… რაღაც არაა წესრიგში… მაგრამ რა?..  ფანტაზიორობა ხომ არ დამავიწყდა?.. თუ სიზარმაცის მორიგი შემოტევაა?.. არ ვიცი…

girl-red-hair-hair-smile-color-Favim.com-506480