ცხელი შოკოლადი

ძვირფასო მკითხველო! მგონი ცოტა დიდი პაუზა გამომივიდა, არა? გამოცდებისთვის ვემზადები ხოლმე, მერე ვცეკვავ და ვვარჯიშობ, ერთი სიტყვით ვეღარ მოვიცალე… იმედია არ გამინაწყენდები! ❤ ^_^

zamtari

დღეს თბილ საწოლში ვიწექი, არ ვდგებოდი… გუშინ მთელი ღამე ითოვა და არ მინდოდა ზამთრის სუსხი შემეგრძნო… მთელი დღე იქ ხომ ვერ ვიქნებოდი?! თან მაღვიძარაც არ ჩუმდებოდა…მართალია კვირა დღე იყო, არსად მეჩქარებოდა, მაგრამ მაინც ვეღარ მოვისვენე, და ავდექი… სავარძელში მოვიკალათე და დავიწყე ფიქრი როგორ გამეტარებინა ეს კვირა დღე… გარეთ ციოდა,  გადავწყვიტე არსად გავსულიყავი და სახლში მეპოვა რაიმე კარგი გასართობი… მერე გემრიელი ცხელი შოკილადი მომინდა, ისეთი ცოტა ხნით ზამთრის სუსხს რომ დამავიწყებდა… ნეტავ ვინმე მომართმევდეს გავიფიქრე და მერე მივხვდი ეს ერთადერთი ვინმე მხოლოდ მე შეიძლებოდა ვყოფილიყავი….

Hot_chocolate

სწრაფად მოვიმზადე ნანატრი სასმელი და ჩემს სავარძელში დავბრუნდი, ჩაფიქრებული ვიჯექი ფანჯარასთან, წიგნით ხელში. ჰაერში ირეოდა ცხელი შოკოლადის სუნი და ორთქლი. მინები ორთქლიტ იყო დაფარული… გარეთ ყველას ციოდა…  მე კი არა… თბილად ვიყავი ჩემს ცხელ შოკოლსთან ერთად  და   ვხვდებოდი, რომ შესაძლებელია იპოვო ბედნიერება მცირედში… ❤ :* ^_^ ალბათ ყველა ადამიანი, ვისაც შეუძლია იპოვოს ბედნიერება მცირედში იღბლანია.

Advertisements

Happy Birthday!

il_fullxfull.321865175

უპირველეს ყოვლისა მინდა ყველას მოგილოცოთ 26 მაისი – დამოუკიდებლობის დღე!

ილია გილოცავ დაბადების დღეს! საამაყოა, რომ Michael-ს შენნაირი ფანი ყავს,  რომ ხარ ძალიან მაგარი ბლოგერი და მოცეკვავე  ^_^… წარმატებებს გისურვებ …!

დათო,  გილოცავ! მრავალს დაესწარი! გამოცდების ჩაბარებას და სურვილების ასრულებას გისურვებ….!!! ^_^

Let’s Dance

Michael-Jackson-video-Hollywood-Tonight-morelia-michoacan-20112011031020110310

ცეკვა — ტანის რიტმული მოძრაობა ან მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივ მუსიკის თანხლებით სრულდება. საცეკვაო ხელოვნება ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი უძველესი გამოვლინებაა. ბლა… ბლა… ბლაა… ესეც Wikipedia-ს  განმარტება ცეკვის შესახებ…  ცეკვა ხომ ხელოვნებაა, რატომ ვცდილობთ განვმარტოთ ისე, როგორც რაიმე სხვა – ჩვეულებრივი…?! ასე ხომ არასწორ წარმოდგენას ვქმნით მასზე…

ცეკვის ჩემეული ხედვა განსხვავებილია ჩემი აზრით ის ცურვას ჰგავს, მაგრამ ერთი განსხვავებაა ტალღების ნაცვლად ამ შემთხვევაში ერთადერთ რამეს – მუსიკას უნდა გაჰყვე… როგორც Michael Jackson-ი ამბობს უნდა იქცე “რიტმის მონად”  და უბრალოდ დაუფიქრებლად გამოხატო როგორ გძნობ თავს…

Diary…

beautiful-girl-grass-hair-ipod-music-Favim.com-99990

ძვირფასო მეი! მოვედი… დღეს 2012 წლის ზაფხულის შესახებ მინდა მოგიყვე… შევეცდები არაფერი მნიშვნელოვანი არ გამომრჩეს და ბევრი დროც არ წაგართვა 🙂 …

ზაფხულის უმეტესი ნაწილი, როგორც ყოველთვის სოფელში გავატარეთ მე ჩემმა და-ძმამ და ბძაშვილებმა, ერთად… სისულელის ჩადენის არცერთი შესაძლებლობა არ გაგვიხალტურებია მთელი ზაფხული მზად ვიყავით და სიამაყით ვიდექით სისულელეების სამსახურში (სხვა რა საქმე გვქონდა)… ^_^

ekonino1

თუთა Party – ამას არც ერთი ჭკუათმყოფელი არ იზავდა ^^ …ერთ დღეს გადავწყვიტეთ რაიმე უცნაური გაგვეკეთებინა და შესანიშნავი იდეა მოგვივიდა თავში რომელსაც  “თუთა Party” ერქვა. შავი თუთა ავიღეთ და ომი გავაჩაღეთ, სულ გავისვარეთ, ერთმანეთს დავდევდით მთელი დღე… როდესაც დავრწმუნდით, რომ უკვე ყველა გასვრილი იყო ახალი გასართობი – წუწაობა წამოვიწყეთ… ცოტა გიჟური და რაღაცნაირი დღე იყო, მაგრამ არ დამავიწყდება…

29 აგვისტო — Michael Jackson-ის დაბადების დღეა… ამ დღეს სულ მინდა რაიმე განსაკუთრებული გავაკეთო… 2012 წელს მისივე მუსიკის ფონზე სანთლებით გული დავანთეთ…  უხმოდ ვიჯექით…ზუსტად რომ ვთქვათ სათქმელიც არაფერი იყო…I Just Heared Words In My Head… “I Miss you” “I Love You” “I Need You”

29agvisto(აი ფოტოც)

არეული ფიქრები…

blogger-fashion-girl-grey-hair-hunter-boots-Favim.com-92002

სულ, გამუდმებით ვფიქრობ… ათას წვრილმანზე, და რაც უფრო ვწვრილმანდები ვამჩნევ, რომ ცუდი და არასასიამოვნო ჩემს გარშემო იმატებს… ამ დასკვნის გამოტანის შემდეგ ახალი საფიქრალიც გამოჩნდა ჩემს თავში… საერთოდ რატომ არსებობს ცუდი? რატომ არსებობს ბოროტი? უამრავი მსგავსი კითხვა დავუსვი ჩემს თავს და თვითონვე გავეცი პასუხები…

როგორც ამბობენ: ” მსოფლიოს ორი მამოძრავებელი ძალაა სიკეთე და ბოროტება” და მაინც რატომ ეს ორი ერთმანეთის საპირისპირო რამ? ჩემი აზრით, რომ არ არსებობდეს ბოროტი ვერ გავიგებდით სიკეთის ფასს… შავის გარეშე თეთრს ვერ აღვიქვავდით… მას ვისაც არ გაუსინჯავს მარილი შაქრის სიტკბოს ვერ შეიგრძნობს, რომ არ იყოს ცუდი არ გვეცოდინებოდა, რომ კარგი კარგია…ტკივილის, უბედურებს გარეშე ვერ გავიგებდით ბედნიერების არსს…სიკვდილი, რომ არ იყოს სიცოცხლეს არ ექნებოდა ხიბლი, მაგრამ სიკვდილი ერთხელ ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში სწორედ ამიტომაა, რომ სიცოცხლეს ვერ ვაფასებთ შესაბამისად, ვერც ახლობლებს ან შეიძლება ძალიან ვაფასებდეთ, მაგრამ  დაკარგვის შემდგომი ტკივილი იძულებულს გვხდის უფრო დავაფასოთ… და დასკვნა? არ ვიცი… მეტნაკლებად ალბათ ყველაფერი აუცილებელია მიუხედავად იმისა რა მოაქვს ამას ჩვენთვის. . .

Diary….

images (1)

ძვირფასო მეი! როგორ ხარ?  ახლა ვუსმენდი Sugababes-Follow Me Home-ს და 2012 წლის მაისის წამები დამიდგა თვალწინ, მაშინ ხომ სულ ამ მუსიკას ვუსმენდით მე და ანო… და იცი? გამახსენდა, რომ შენთვის ანოზე ჯერ არაფერი მითქვამს… ახლა ყველაფერს ვერ მოგიყვები იმხელა ისტორიაა შეიძლება რომანი დაიწეროს, ამიტომ ერთი პატარა ამბით შემოვიფარგლები თვი, რომ არ მოგაბეზრო ❤

თავდაპირველად გეტყვი, რომ მე და ანო ვართ საუკეთესო მეგობრები, რომლებიც გამუდმებით კინკლაობენ, ამავე დროს კლასელები და მეზობლები.

ninoanobest

*  *  *

სკოლის შემდეგ ანო ჩემთან ამოვიდა, პოპ-კორნი გავაკეთეთ და ოთახში შევედით. ჩავრთეთ მუსიკა და ჩავირთეთ ჩვენც. ალბათ წარმოგიდგენიათ ორი დაქალის საუბარი-პირადული და პირადულზე პირადული, ხშირად უაზროც მაგრამ უფრო ხშირად საინტერესო, მაგალითად ჩვენს შემთხვევაში უაზრობებზე დიდად დროის კარგვა არ გვიყვარს, ვარჩევთ სხვადასხვა საჭირ-ბოროტო თემებს, მაგრამ იმ დღეს ჩვენი საუბარი მხოლოდ სისულელეებით შემოიფარგლებოდა.~

Ano – Blindfold როგორ თარგმნეს კლასში? (მთარგმნელის სახელს და გვარს არ დავასახელებ მაინც…)

Nino – ბლენდერი- ვუთხარი და თვალწინ დამიდგა იმ ბავშვის გაოცებული სახე, როდესაც მასწავლებელმა უთხრა, რომ Blindfold ბლენდერს არ ნისნავდა.

ორივემ ერთდროულად ჩავიხითხითეთ. ანო მოულოდნელად გაჩერდა და გაკვირვებულმა, სერიოზული სახით შემომხედა.

Ano – აბა რა არის?

ეს უკვე ბოლო წვეთი იყო ისტერიულ სიცილამდე მივედი… როდესაც ერთად ვართ სულ ასე ხდება… უფრო ხშირად ერთმანეთს მაშინ ვაცინებთ როდესაც რამეს ვსვავთ… :დ ძალიან ბევრი  კურიოზული ისტორიები  გადახდაგვხდენია ერთად…  სახლში მარტო დასატოვებლები არ ვართ, რა თქმა უნდა თუ არ გინდათ უკან დაბრუნებული ჩაებათ ომში პოპ-კორნთან, რომელიც ტაფიდან ფეიერვერკივით იყრება,  გაიკვალოთ გზა კვამლში, დაგჭირდეთ სახანძრო ან საერთოდ ახალი სახლი.

Happy Birthday Noko ^^

Happy-Birthday-.001

ვიცი ცოტა ადრეა, 14 მაისამდე კიდევ არის დრო და არ გიყვარს წინასწარ მოლოცვები…. მაგრამ უნდა დამეწერა ეს პოსტი… შენ ცოტა გვიან ნახავ, მაგრამ არაუშავს :*

იცი? მეამაყება რომ მაიკლის ფანი ხარ ! ალბათ უფრო იმიტომ, რომ მეც  Moonwalk-ერი ვარ..  ^^

გილოცავ… ❤ ოცნებების ასრულებას გისურვებ :*

 

Happy Birthday Mommy

images

ვიცი, რომ ჩემს პოსტებს სულ კითხულობ…  ვერაფერი მოვიფიქრე უკეთესი და გადავწყვიტე უცნაური საჩუქარი გამეკეთებინა…დღეს 13 მაისია ანუ შენი დაბიდუბი… არ მინდა შაბლონური, ტრადიციული სიტყვები დავახროვო ერთად.. უბრალოდ გილოცავ დე…Miyvarxar…<3

მოდი დუმილით ვილაპარაკოთ…

silence1

1…2…3…უსმინეთ…! გესმით? სიჩუმის ხმა… სიწყნარეა… კარგია არა?
მაგრამ მაინც, ადამიანებს ყბედობა გვირჩევნია… რატომ?
არ ვიცი…

სიჩუმე ხომ სიძლიერეა, საიდუმლოა, სიბრძნეა, სხვა სამყაროა, სიმშვიდეა…

დუმილით თითქოს რჩები მარტო  და ესაუბრები საკუთარ მეს… შენი ხმა გესმის თავში, რომელსაც შეგიძლია უთხრა ყველაფერი, იცი რომ არავის ეტყვის…შეგიძლია გაუმხილო ყველა შენი იდეა… ის დაგეხმარება პრობლემის გადაჭრაში… აგიშენებს ოცნების კოშკებს… გაჩუქებს ფრთებს, რომ გაფრინდე ოცნებებში… დაგიხატავს სამომავლო გეგმებს… შეგიდგენს დღის განრიგს…და უბრალოდ იქნება შენი მეგობარი, რომელიც არ გიღალატებს…

მოდი შევიძინოთ მეგობარი…მოდი დუმილით ვილაპარაკოთ…