გაცნობა და პირველი თავგადასავალი (ნაწილი 5)

ამ ლაპარაკში შუა დღეც მოვიდა… ცოტა რთული მოსასმენი იყო გოგონას ისტორია, მტკივნეულიც, და ეს ყველაფერი დუმილში გადაიზარდა, დუმილი – ფიქრში, როგორც ხდება ხოლმე… ამინდიც დამძიმდა და გაწვიმდა..

ტომი და პიტერი ცდილობდნენ გაერკვიათ რა მოხდა ჯეინის თავს, ორივეს უნდოდა ეთქვა რამიე, მაგრამ სიჩუმე უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ბოლოს ტომმა მოიკრიფა ძალა,  დაარღვია დუმილი და საკუთარი მოსაზრება გაუზიარა მეგობრებს, ამას შემდეგ  ჰიპოთეზა მოჰყვა…

აზრები ერთმანეთს ჰგავდა და სურათი შემდეგნაირი იყო : ჯეინი დაჭერილი ჰყავდათ, რადგან წამალი შეემოწმებინათ, ეს კი არ იყო კანონიერი… იბადებოდა კითხვა ვის მოუვიდა აზრად ადამიანებზე ცდების ჩატარება? ან რა იყო ცდების მიზანი? მედიკამენტზე ასეთი გასაიდუმლოებული და უკანონო კვლევა ვის გაუგია… პასუხი ნათელი იყო მედიკამენტთან არ ჰქონდათ საქმე, აქ სიბინძურის სუნი ტრიალებდა…

საბოლოოდ მათი  ჰიპოთეზებიდან შედგა გეგმა, თუ როგორ უნდა ეპოვათ ჯეინის გამტაცებლები… გოგონა გაჯიუტდა არ უნდოდა საქმის გაქექვა. პიტერს და ტომს კი ინტერესის ნაპერწკლები უელავდათ თვალებში… შეწინააღმდეგება  უშედეგო გამოდგა, გოგონა დაითანხმეს…

Advertisements

online მეგობრები

დიდი ხანია ვფიქრობ ამ პოსტის დაწერაზე…. ბევრი მიზეზიც მქონდა ჯერ ერთი ძალიან ბევრი მეუბნება, რომ არ შეიძლება ენდო online-ში გაცნობილ ადამიანს, ჰო ნაწილობრივ მართლებიც არიან, თავადაც გადავაწყდი რამდენიმე მსგავს მაგალითს, მაგრამ ხომ არსებობენ გამონაკლისებიც, ყველა ერთნაირი ხომ არაა…. ჰმმ ახლა კი მეორე საკითხი – მინდა ამ პოსტით თავად ჩემს online მეგობრებს ვუთხრა რასაც ნიშნავენ ჩემთვის….

images

ჩემი online მეგობრების უმრავლესობა, უფრო სწორედ 99% Michael-ის ფანები არიან და ჩემი მათდამი ამდენი სიყვარულიც ერთის მხრივ სწორედ ამით აიხსნება, ეს ის საზოგადოებაა სადაც ვიცი ყველას ვუყვარვარ და მეც ყველა მიყვარს ამასთან ერთმანეთს გაჭრილი ვაშლებივით ვგავართ (ინტერესებით) და ეს გვიადვილებს, რომ ერთმანეთს გავუგოთ… ერთმანეთის გატანა შეგვიძლია მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ პოპის მეფე გვაერთიანებს და ამავე მიზეზით ყველაფერზე წავალთ ერთმანეთისთვის (ნუ პირველ რიგში Michael-ისთვის, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა) …

ალბათ ხვდებით უკვე, რატომ ვიწყებ ადვილად online-ში გაცნობილ ადამიანებთან მეგობრობას და ნელ-ნელა ეს მეგობრობა უფრო ძლიერდება, ნდობაც იმატებს და რამდენიმე საუკეთესო მეგობარიც შევიძინე რომლებსაც შემიძლია ყველაფერში ვენდო… ალბათ, რომ არა ისინი შეიძლება გავგიჟებულიყავი, ახლა ყოველწამს ვიცი, რომ მყავს ადამიანები ვისაც შემიძლია გავუზიარო მცირედი ემოცია (ცუდიც და კარგიც)

 

გაცნობა და პირველი თავგადასავალი (ნაწილი 4)

შეშინებული თვალები გასაქცევ გზას ეძებდნენ…. გოგონა პიტერს და ტომს ზიზღით უყურებდა და როცა ისინი ნაბიჯს გადადგავდნენ მისკენ უკან-უკან იხევდა და სწორედ ამ დროს ტომმა შენიშნა მის ხელზე ნანემსურები და პიტერს გადაუჩურჩულა… ეტყობოდა გოგონას რაღაც ძალიან ცუდი გადახდა, ისეთი შეშინებული იყო,  მისი გადამრჩენების მიმართაც უნდობლობას იჩენდა, რომ არა ისინი ნაჭერზე არსებული ნივთიერება მალე ალბათ გაისტუმრებდა იმ ქვეყნად… ბოლოს როგორც იქნა დაამშვიდეს და დაარწმუნეს, რომ მისთვის ზიანის მიყენება არ სურდათ, ცოტა წყალი დაალევინეს და გაუმასპინძლდნენ, მაგრამ მათი ცნობისმოყვარეობა იმდენად იყო გამძაფრებული, ჭამაც არ აცადეს და შეიტყვეს მის თავს გადახდენილი უბედურება… სულ დამავიწყდა მეთქვა გოგონას სახელი – ჯეინი…

იგი ყვებოდა როგორ მიდიოდა ქუჩაში როდესაც ვიღაცამ სახეზე ხელი ააფარა და გონება დაკარგა, როდესაც გამოფხიზლდა უკვე შენობაში იყო, იქ რამოდენიმე კვირა დაჰყო ხელ-ფეხ შეკრულმა, თავდაპირველად ყვიროდა და თავის დაღწევას ცდილობდა მერე მიხვდა, რომ იქიდან გასვლა მხოლოდ კარგი გეგმით შეიძლებოდა… ყოვედღე ერთი და იგივე მეორდებოდა ვიღაც მიდიოდა და მცირეოდდენ საჭმელს აჭმევდა ,იმდენს, რომ ეცოცხლა რის შემდეგაც ნემსს უკეთებდნენ რომლითაც სუსტდებოდა, და სავარაუდოდ ანალიზებისთვის სისხლს უღებდნენ… ჯეინს მახვილი თვალი ჰქონდა შენიშნა პატარა ტატუ – მგლის თავი, თეთრ ხალათიანი კაცის ხელზე რომელლიც ნემსის გასაკეთებლად მიდიოდა და იმასაც დააკვირდა, რომ დოზა  ერთიდაიგივე არ იყო ხან იზრდებოდა ხანაც მცირდებოდა… ხშირად ესმოდა კამათი სხვა ოთახიდან ჩხუბობდნენ იმაზე, რომ დოზის გაზრდა შემცირებას არავითარი შედეგი არ ჰქონდა ეს და კონცენტრაცია არაფრად ვარგოდა ან რაიმე მსგავსი … გაიგონა ბავშვის ყვირილიც რომელიც შველას ითხოვდა.. ერთხელაც გადაწყვიტა, რომ უნდა გაეღწია ჯოჯოხეთიდან და როდესაც შეძლო ოთახიდან გასულიყო ძლიერი დარტყმა იგრძნო… აქ შეწყდა მისი მონათხრობი…

ვიცხოვრო მინდა….

იცხოვრო და იარსებო სხვადასხვა რამაა…. მე ცხოვრება მინდა…  შეიძლება ადრე შევხვდი რამდენიმე ცუდ ადამიანს მაგრამ კარგი მხარე ისაა, რომ მე ვისწავლე ცუდის და კარგის გარჩევა და ადამიანებში უკვე იშვიათად ვცდები… მინდა ყველაფერში ვხედავდე კარგ მხარეს ბოლოს და ბოლოს ერთხელ ვცხოვრობთ ამ ქვეყნად და მთელი ცხოვრება თუ ჩვენივე უჟმურობით ჩავიმწარეთ რაღა აზრი ექნება ასეთ ყოფას…

270959_476761192402959_200143482_n

მინდა მზის ჩასვლისას ჰორიზონტზე გავეკიდო მზეს რომ დავეწიო და დღე გავიხანგრძლივო….

TheCroods-1

firefly-hunt-night-image

მინდა ტყეში ღამე მგლების ყმუილმა დააყრუოს მთვარე, მე კი   ქილით ხელში დავდევდე ციცინათელებს ქვეყნის დასალიერამდე სანამ ნათებას შეწყვეტს უკანასკნელი მათგანი….

tangled-lanterns

მინდა ათასობით ღამის მანათობელი გავუშვა და დავტკბე მათი ყურებით…

tumblr_m6qtgqFGgY1rprr5vo1_1280

მინდა მეგობრებთან ერთად კოცონის წინ გავათენო …

მინდა ბუხრის წინ კითხვაში დავაღამო როცა გარეთ ზამთარის სუსხი იხეტიალებს…

მინდა ვინმეს გული გავუთბო ჩემი პოსტებით….

იცხოვრო და იარსებო სხვადასხვა რამაა, მე ცხოვრება მინდა…. ❤

Lizz Ani Happy Birthday To You <3

ძვირფასო მკითხველო, დღეს ჩემთვის ორი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის დაბადების დღეა… მინდა პატარა საჩუქარი გავუკეთო მათ ამ პოსტის სახით (ეს უკვე ტრადიციად მექცა)

original_happy_birthday_tag

Lizz  Ani   გილოცავთ დაბადების დღეს… ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ ჯერ იმიტომ, რომ Michael-ი გიყვართ და მერე იმიტომ, რომ ძალიან კარგი მეგობრები ხართ… შემიძლია საათობით გელაპარაკოთ ყოველთვის გამოიძებნება თქვენთან რაიმე თემა, ან თემა რად გვინდა  Michael-ზე ლაპარაკი ფანებს არასოდეს გვბეზრდება… მინდა ყველაფერი კარგი გისურვოთ ❤ :*

გაცნობა და პირველი თავგადასავალი (ნაწილი 3)

საშინელ არეულობაში ძნელი იყო ღამე რამე გაგერჩია, მაგრამ მათ მაშინვე შენიშნეს პატარა გოგონა… საშინელი სანახავი იყო გამხდარი, ჭუჭყიანი, გაფითრებული უსიცოცხლოდ ეგდო დაბლა, პირზე რაღაც ნაჭერი ჰქონდა აკრული… ტომმა სათვალე შეისწორა იმ იიმედით, რომ სიბნელეში რამეს დაინახავდა, მაგრამ სანახაობით დიდად კმაყოფილი ვერ დარჩა და საჩქაროდ უკან დაიხია გოგონას გასინჯვა პიტერს მოუწია და  გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა როცა ის ცოცხალი აღმოჩნდა, მაგრამ თუ არაფერს იღონებდნენ მალე ხელიდან გამოეცლებოდათ, პულსი ძალიან სუსტი იყო… სასწრაფოდ მოაშორეს პირზე აფარებული ნაჭერი, და უშედეგოდ ცდილობდნენ მის გამოფხიზლებას… ნაჭრის მოშორებისთანავე პულსი  თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც ძლიერდებოდა…  თითქმის საათ ნახევრის შემდეგ ყველაფერი ნორმაში ჩადგა, მაგრამ გოგონა გონზე მაინც ვერ მოვიდა, პიტერი და ტომი მიხვდნენ, რომ გზის გაგრძელება სისულელე იქნებოდა და იქვე ჩამოსხდნენ და ელოდებოდნენ, როდის გამოფხიზლდებოდა გოგონა… დუმილის ხმა  სიტუაციას უფრო ამძაფრებდა..

ირიჟრაჟა… გოგონა გამოფხიზლდა, არ ვიცი მზის სხივმა მოიყვანა გონს თუ ტომის ფეხის ხმამ, ბოლთას რომ სცემდა… მეგობრები უკვე რამდენიმე საათი ელოდნენ ამ მომენტს და მათი რეაქციაც შესაბამისი იყო …მიცვივდნენ მასთან და კითხვები მიაყარეს,  ძალიან მისუსტებული იყო, პასუხის გაცემის თავიც არ ჰქონდა და რომც ჰქონოდა ალბათ არ უპასუხებდა რადგან  ისიც არ იცოდა სად იყო და იქ რა უნდოდა…

sheshinebuli

Diary…

ძვირფასო მეი! დიდი ხანია შენთან არ მისაუბრია, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ მთელი ზაფხულია… მინდა მოგიყვე, როგორ გავატარე ეს დრო, მგონი დაგაინტერესებს ….

გართობის დასაწყისი – სოფელში თავიდან ყველაფერი ისე უფერულად დაიწყო რომ ერთი სული მქონდა როდის დასრულდებოდა ზაფხული, მაგრამ უეცრად ჩემი დაქალი – ანო (რომელზეც უკვე მქონდა საუბარი და ალბათ გახსოვთ კიდეც) ჩამოვიდა არ ველოდი სიხარულისგან ხმაც ვერ ამოვიღე… ჩემი ბიძაშვილი ეკაც ჩემთან დარჩა, ამ დღეს ხელიდან როგორ გავუშვებდით გადავწყვიტეთ არცერთი წამი არ დაგვეკარგა და გავათენეთ , მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ შუადღისას მაგიდიდან შამპანური მოვიპარეთ და ცოტა დალეულებიც ვიყავით… ანოს სამისკენ უკვე ეძინა მე ჩემი და და ბიძაშვილი კი სულელებივით ვიცინოდით ერთმანეთის ჩაღამებულ თვალებზე…

1234643_507867775956068_1179737733_n

ღამურა – გათენება ყოველდღიურობაა ჩემთვის ზაფხულიში ამიტომ იმედია დიდად არ მოგაბეზრებთ თავს, როცა გათენებისას გადახდენილ თავგადასავლებზი გიამბობთ… მგონი ადვილი მისახვედრია სათაურიდან გამომდინარე რომ მოქმედება ისევ ღამე ხდება, ამჯერად  ჩვენ დავრჩით  ბიძაშვილთან… ოთახში ვიყავით როდესაც ორი ღამურა თავს დაგვატყდა მე ინსტიქტურად სხვა ოთახში შევედი, კარი გამოვხურე და ჩემი და და ეკა ღამურებიან ოთახში დავტოვე… აზრზე ყვირილის ხმამ მომიყვანა, კარი ოდნავ შევაღე და დავინახე ორი საბანგადაფარებული სულელი როგორ ითხოვდა შველას მერე კარი გაიღო და ისე, რომ საბანი არ გადაუხდიათ ოთახიდან გავიდნენ… და ახლარა გავაანალიზე რომ მე თავისუფალი და გადარჩენილი კი არა მომწყვდეული ვიყავი… სწორედ ღამურებიანი ოთახი უნდა გამევლო, სამშვიდობოს რომ გავსულიყავი. ჯარისკაცივით მომიხდა მემოქმედა, მეი, არ იკითხო როგორ გავბობღდი მესამე ოთახში…:დ

1148794_507549282654584_1143646229_n

ღია ცის ქვეშ… – ოდესმე გქონიათ მცდელობა ან გაგითენებიათ ან გძინებიათ ღია ცის ქვეშ? უნდა სცადოთ…. ჩემი ბიძაშვილი ჩემთან დარჩა ჩემ დას მალევე ჩაეძინა და გადავწყვიტეთ აივანზე გავსულიყავით იმდენი ვარსკვლავი დაგვხვდა სახლში ძილის სურვილი სულ გაგვიქრა, ამიტომ გადავწყვიტეთ გარეთ  დაგვეძინა, თავიდან ვერც კი მივხვდით როგორი ძნელი იქნებოდა დაბლა ძძილი სადღაც თხუთმეტ წუთში უკვე მიხვედრა აღარ იყო საჭირო – ვიგრძენით, მიუხედავათ ამისა ერთმანეთს ვუმეორებდით არაა მაგარი  :დ  გვიან დაგვეძინა ალბათ ექვსი იქნებოდა … ჩაძინებამდე ვერ დავთვლი რამდენჯერ ვუსურვეთ ერთმანეთს “ტკბილი ძილი”….  შედეგიც შესაბამისი იყო მთელი კვირა გვერდები მტკიოდა :დ მაგრამ ღირდა იმ ცის ყურება ❤

1234585_508314065911439_1110470619_n

მგონი უკვე თავი მოგაბეზრე არა? მოდი ცოტა მოკლედ მოგიყვები დანარჩენ ისტორიებს… ხშირად დავდიოდით ლაშქრობებზე, ვწუწაობდით პიცა და ნამცხვარი ყოველდღიურ მენიუში შედიოდა, დავდიოდით აუზზე , ჰმ ერთხეწლ დავთვერით კიდეც, თან მაგრად სულ სიმღერ სიმღერით მივედით სახლში….:დ… ბევრი სურათებიც გადავიღეთ….1233578_507549475987898_1282946268_n

1175181_507547892654723_879668558_n