Dear Diary…

redhead

ძვირფასო მეი! ბოდიშს გიხდი ვეღარც ბლოგისთვის და ვეღარც შენთვის ვერ მოვიცალე … ორივენი მომენატრეთ და გამართლება არ აქვს ჩემს საქციელს, ასე არ უნდა მიმეტოვებინეთ, მაგრამ მაინც მინდა აგიხსნა, თუ რატომ ვერ შევძელი პოსტების დაწერა…

უპირველეს ყოვლისა ყოველდღიურობა არ მიწყობს ხელს, რომ პოსტები ხშირად ვწერო.. მეათე კლასი სახუმარო საქმე არაა, ამასთან ჩემი ინიციატივით ტარდება  მაიკლ ჯექსონის საღამო… დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა და ყველანაირად ვცდილობ თავი გავართვა, არ ვიზარმაცო, შენ ვერც კი წარმოიდგენ რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ეს ჩემთვის… იმედია ძალიან არ გამინაწყენდები <3..

პ.ს.  დაწერეტ კომენტარში თუ გსურთ პიტერისა და ტომის შემდეგი თავგადასავლის შესახებ შეიტყოთ.. ❤ :*

Advertisements

Happy Birthday To You Achi!

აჩი გილოცავ დაბადების დღეს! მრავალს დაესწარი! გისურვებ წარმატებებს, სიზარმაცის დაძლევას (რაც მთავარია xD), და ლამაზ მომავალს! ❤ იიიი..!

original_happy_birthday_p-bubble

პ.ს. ძვირფასო მკითხველო დიდ ბოდიშს გიხდით ამხელა პაუზისთვის… შემდგომ პოსტში მოგიყვებით(თავს გავიმართლებ), რატომაც ვერ მოვახერხე პოსტების ხშირად დაწერა! ❤

Happy Birthday Lana <3

ლანა! გილოცავ დაბადების დღეს… მრავალს დაესწარი ❤ ბევრ სიხარულს გისურვებ, ლამაზ მომავალს და ახდენილ ოცნებებს… ძალიან მიყვარხარ…

original_happy_birthday_crop

გაცნობა და პირველი თავგადასავალი (ნაწილი 6)

ტომს და პიტერს წარმოუდგენელი ეგონათ გამტაცებლების ადგილსამყოფელის დადგენა, მაგრამ ჯეინმა დაუფიქრებლად დაასახელა ადგილი… წასვლა დილით გადაწყდა  ტომმა როგოც კი გოგონას ასეთი სწრაფი პასუხი მოისმინა ეჭვი აღეძრა და პიტერს გააფრთხილა ფრთხილად იყავიო სხვა არაფერი უთქვავმს მთელი საღამო გულჩათხრობილი იჯდა… დასაძინებლად ადრე მოეწყვნენ მანქანაში, რადგან დილით დიდი გზა ელოდათ… ტომი ცდილობდა დაძინებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა., ფიქრები მოსვენებას არ აძლევდნენ…

დილით ადრე გაიღვიძეს და გზას გაუდგნენ  1 საათში უკვე ადგილზე იყვნან და უზარმაზარ შენობას ათვარიელებდნენ… პიტერი გოგონას არ სცილდებოდა და ტომმა პიტერშიც შეიტანა ეჭვი… იგი  ცდილობდა გაერკვია რა იქნებოდა მომდევნო სვლა, რომ თვითონ დაესწრო მოქმედება და თავში უამრავი იდეა უტრიალებდა, როდესაც უკან გაიხედა და დაინახა პიტერი, მის წინ მდგარი ჯეინი და ვიღაც ნიღბიანი რომელიც პიტერს დიდი ჯოხით ეპარებოდა, მაშინვე მიხვდა პიტერი არაფერ შუაში იყო და ინსტიქტურად გაემართა მეგობრისკენ მის გადასარჩენად… გაიმართა ხელჩართული ბრძოლა…. პიტერი როცა მიხვდა რაც მოხდა ნიღბიანი დაბლა ეგდო სისხლის ტბასთან, მაგრამ ეს მისი სისხლი არ იყო ტომს თავი ჰქონდა გატეხილი , ხოლო ჯეინი გაქცევას ცდილობდა მაგრამ ამაოდ პიტერმა იგი დაიჭირა…

მთელი დღე ტომს მეგობარი არ მოშორებია გვერდიდან, როცა იგი გონს მოვიდა ირგვლივ თეთრხალათიანი ექიმები დადიოდნენ, პიტერი კი გვერდით ეჯდა.. სიტყვებით არ შეიძლება გადმოიცეს ის სიხარული პიტერს რომ აესახა სახეზე როცა ტომმა თვალი გაახილა… მალე საავადმყოფოდან გაწერეს კმაყოფილმა ტომმა შსეხედა პიტერს და უთხრა ხომ გახსოვს, რომ გითხარი ფრთხილად იყავითქო… პიტერი დაინტერესდა როგორ მიხვდა საშიშროებას…  ტომმა კი მთელი დროის განმავლობაში რაც ეჭვის საფუძველს წარმოადგენდა მეგობარს გაუზიარა: თუ გოგონას სიკვდილი უნდოდათ ისე არ დატოვებდნენ მანქანაში, რომ არ გადაემოწმებინათ ცოცხალი იყო თუ არა, ამასთან ჯეინმა (თუ ეს მისი ნამდვილი სახელი იყო) დაასახელა ადგილი დაუფიქრებლად და მისივე მონაყოლით იგი იქ მიიყვანეს გონებადაკარგული და ასევე წამოიყვანეს, შესაბამისად თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ მას არ უნდა ცოდნოდა სად იყვნენ მისი გამტაცებლები…