2013 წლის უკანასკნელი პოსტი…

მომილოცეთ, ჩემი ბლოგისთვის ეს პირველი ახალი წელია… მინდა გავაცილო 2013 წელი და დიდი მადლობა გადავუხადო ყველაფერი კარგისთვის…. განსაკუთრებით იმისთვის, რომ მაჩუქე დაუვიწყარი ზაფხული   და მომეცი საშუალება ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან ვყოფილიყავი… მადლობა იმისთვისაც, რომ  ბატონები შემაყარე ამის გარეშე ალბათ ბლოგის გაკეთებას კიდევ გადავდებდი… რავიცი ბევრი კარგი მოხდა, ცუდიც საკმარისად იყო, მაგრამ ალბათ ასე იყო საჭირო, ბევრი ვისწავლე…

მშვიდობით 2013-ო და Hey 2014-ო  😀

ygvg

ესეც ჩემი ნაძვის ხე ❤

სიმართლე გითხრათ, საახალწლო განწყობა  ხან მოდის ხანაც მიდის, დათვრა ალბათ და ვეღარ გაიგო  როდის რა გააკეთოს… “როგორ მოიპარა გრინჩმა შობა”-ს ვუყურებ ცოტა ხანში და განწყობაც დაბრუნდება, თან სახლში საახალწლოდ ფუსფუსებენ და ესეც მეხმარება ….იმედი მაქვს ჩემი 2014 ლამაზი და უდარდელი იქნება… ბევრ კარგ დღეს გავატარებ მათთან ვინც მიყარს, მინდა უკეთესი ზაფხული მქონდეს, ისევ ბევრი ვიწუწაო, გავათენო და ვიგიჟო ჩემს ბიძაშვილებთან ერთად, მინდა ჩემს ბლოგისთვისაც წარმატებული წელი დაიწყოს, რადგან უკვე ძალიან შემაყვარა თავი… ყველას ვინც მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ მინდა ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო, რადგან ისინი ამას იმსახურებენ ❤

Advertisements

რა იქნებოდა….

ცოტა დიდიი თემაა, მაგრამ ძირათადებს გამოვყოფ… მინდა იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდებია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საერთოდაც არ  მეთანხმებოდეთ მე მაინც დავწერ, რადგან მინდა ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ…

რა იქნებოდა, რომ ადამიანებს შეეძლოთ აზრების კითხვა?!… ჰმმ ალბათ ქაოსი, ადამიანები ერთმანეთს შეიძულებდნენ… აბა წარმოიდგინეთ შედიხართ მეზობელთან, ცოტაოდენი მარილის სათხოვნელად ის კი ჩვეულებრივად გამოდის სახზე არაფერი ეტყობა, მაგრამ ფიქრობს “უმარილოდ ვერ ჩახეთქავდი საჭმელს?” ან უცნობს სთხოვთ უბრალო  რაიმეს ის კი ფიქრობს “მორიგი იდიოტი, მე ჩემი საქმე მაქვს ამისთვის მცხელა?” ეს, ხომ ადამიანის ბუნებაა,  ზურგს უკან გაკიცხოს სხვა…

რა იქნებოდა, რომ ჩვენ ყოველი სურილი გვისრულდებოდეს?! ალბათ ბევრჯერ გიოცნებიათ ამაზე არა?! მეც, მაგრამ ერთხელ, რომ დავფიქრდი საშინელება იქნებოდა, აბა წარმოიდგინეთ ზოგჯერ რამდენი სულელური იდეა გაგვიელებს, ან ცხელ გულზე რამდენის მოკვლა შეიძლება მოგვინდეს.. მოკლედ პირდაპირ წარმოუდგენელია რამხელა არეულობას გამოიწვევს ყველა სურვილის ასრულება…

რა იქნებოდა, რომ ვიცოდეთ ყველაფერი მომავლის შესახებ?!… ჰაჰ…ცხოვრებას ხიბლი აღარ ექნებოდა, გაქრებოდა ინტერესი ხვალინდელი დღის მიმართ… აღარ იარსებებდა “ნეტა”, “ალბაათ” “იქნებ”, ოცნებასაც აზრი აღარ ექნებოდა, რადგან ცოტა ძნელია იოცნებო როცა ზუსტად იცი მომავალში რა მოხდება, ჩემი აზრით ეს ცხოვრებას გააუბრალოებდა…

-K9 (ნაწილი 6)

მცირე ხნით ჩამოჯდა, მერე გულმა აღარ გაუძლო და კომპიუტერს მიუჯდა, ელ- ფოსტაზე წერილი უკვე მისული იყო გახსნა თავი ხელებში ჩარგო და ყურადღებით უყურა თითოეულს… “სამწუხაროა დიდხანს არავინ გაჩერებულა შენობასთან, ქეით დაწყნარდი, ჯერ არაფერი ყოფილა შენ რომ ვერ ამოგეხსნას… იქნებ ძველ ვიდეოში იპოვო რაიმე ხელმოსაჭიდი” თავი ხმამაღლა დაიმშვიდა ქეითმა,  სახლში მარტო იყო გიჟადაც არავინ ჩათვლიდა და საკუთარ თავს ხმამაღლა ფიქრის უფლებაც სწორედ ამიტომ  მისცა…”ვნახოოთ, ვნახოოთ”

პირველად უყურა, მაგრამ უშედეგოდ,ძირითადად ყურსასმენებით და პატარა კამერებით აღჭურვილ ძაღლებს  ადევნებდა თვალს, მეორედ კი უკვე იპოვა ის რაც ყველას უნდა შეემჩნია აქამდე… “რა სულელი ვარ ეს, როგორ ვერ შევნიშნე… ჰაჰააა ქეით გენიოსი ხარ, ვამაყობ შენით” გახარებულმა უთხრა საკუთარ თავს “მოდი ავღნიშნოთ ჩემო თავო” თქვა და სამზარეულოში გადაინაცვლა, კარადიდან ბოთლი გამოირო “ესეც განსაკუთრებული სიტუაციისთვის გადანახული ვისკი, მხოლოდ საუკეთესო შენთვის ქეით” არანორმალურად  იყო გახარებული საკუთარი თავით… ვისკი ჭიქაში ჩამოასხა, ორი ყინული ჩააგდო და ერთი, ორი მოწრუპა, მერე ჭიქა გვერდზე გადადო და დენიელის ნომერი აკრიფა… ხმაზე და საუბარზე სულაც არ ეტყობოდა, რომ ცოტა გადაკრულში იყო…

-დენიელ ბლექს ვესაუბრები?

-დიახ დეტექტივო ეკორდ რამე არის ახალი?

– ხვალ მინდა გავესაუბრო დაცვას, რომელიც ბანკში იმყოფებოდა, მგონი ყველაფერი გავარკვიე … მასთან არაფერი წამოგცდეთ არ მინდა დავაფრთხო…

-ხომ ვერ მეტყვით საქმის ვითარების შესახებ ორი სიტყვით…

– ჯერ ვერაფერს გეტყვით…კარგით, ხვალ დრო და ადგილი დავაზუსტოთ… ხვალამდე…

20 things that Girls Must know!

ალბათ ნახეთ პოსტი 20 Things That Guys Must know  გადავწყვიტე მსგავსი გამოკითხვა კიდევ მეწარმოებინა… ამ პოსტში გაიგებთ გოგონების ამა თუ იმ საქციელზე და თვისებებზე ბიჭების აზრს, რა მოსწონთ მათ და რა არა… როგორ უნდა იქცეოდეს მათი აზრით გოგონა… მგონი დაგაინტერესებთ, ახლა კი ბევრი რომ არ ვიყბედო, ჯობს დავიწყოთ…

hjhj

10 things That boys hate about girls.

  • ბიჭებს არ უყვართ უზრდელი გოგონები… ფიქრობენ, რომ მათი შეურაცხყოფაა როცა  გვერდით დგას გოგონა, რომელიც ნაკლებად სახარბიელო სიტყვეის კორიანტელს აფრქვევს…
  • ბიჭებს არ უყვართ ძალიან ცანცარა გოგონები, ამას უნდა ჰქონდეს განსაზღვრული დოზა…
  • ბიჭებს ასევე დიდად არ ეპიტნავებათ ეჭვიანი გოგონები, რომლებიც ყოველ ფეცხის ნაბიჯზე აკონტროლებენ მათ… ეს ხომ ადამიანის პიროვნული უფლების შელახვაა და ამასთან უნდობლობის ნიშანიც… ადამიანი კი რომელიც არ გენდობა დამეთანხმებით რთული ასატანია.
  • ტყუილები არავის უყვარს, ამიტომ მატყუარა ადამიანი ყოველთვის გარიყული დარჩება… მინდა გირჩიოთ, რომ არ მოატყუოთ ბიჭებს თორემ ისინიც არ დაგრჩებიან ვალში…
  • სასიამოვნო სულაც არაა როდესაც შენს გვერდით მყოფმა ადამიანმა ელემენტარული რაღაცეებიც კი არ იცის… მასთან ყოველწამს შებოჭილი ხარ, გეშინია, რომ პირს თუ გააღებს რაიმე გაუგონარ სისულელეს წამოროშავს, ამიტომ დაიმახსოვრეთ  უმჯობესი იქნება  კარგი ზოგადი განათლება გქონდეთ, თორემ გაუნათლებელი გოგონები საერთოდ არ ფასობენ ბიჭების აზრით…
  • ბიჭებს არ უყვართ როდესაც გოგონა უხეშია, კაცივით იქცევა, გოგონები კი ფიქრობენ, რომ ეს პირიქითაა და მინდა ვუთხრა რომ ცდებიან… აბა წარმოიდგინეთ მშვენიერი გოგონა გამოჩნდა გზაზე, ნელ-ნელა ახლოს მიდის, აკვირდები და უფს… კაცის  სიარული აქვს… ან უცებ უხეშად გადაიხარხარებს… ან უარესიიი –>
  • ბიჭებს არ მოსწონთ როდესაც გოგონა სიგარეტს ეწევა…
  • ბიჭები თურმე გოგონას მეტყველებასაც კი აქცევენ ყურადღებას, მათთვის მნიშვნელოვანია იგი სიტყვებს არ ამრგვალებდეს, “ლ” -ს არ ურტყავდეს, არ იტყლარჭებოდეს და დახვეწილად საუბრობდეს…
  • ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ადამიანი რომელთანაც ურთიერთობა გვაქვს თავს უვლიდეს (ამაზე წინა პოსტშიც ვისაუბრე) ამიტომ გოგონებო ეცადეთ მუდამ ფორმაში იყოთ…

  • ბიჭებს არ უყვართ საკუთარ თავში ჩაკეტილი გოგონები…

10 Things That Guys love about girls…

  • ბიჭებისთვის ფასობენ მხიარული გოგონები, რომლებიც გამუდმებით არ წუწუნებენ და ყველას თავს არ ახვევენ თავიანთ პრობლემებს…

  • ბიჭებს მოსწონთ როდესაც გოგონა კომუნიკაბელური, მეგობრული თავისუფალი და გახსნილია… ასეთ ადამიანთან ურთიერთობა ყველას სიამოვნებს, რადგან ისინი  ხშირად ყველაფერთან ერთად კარგი პიროვნებები არიან…
  • ბიჭებს არ  უყვართ როცა მათზე ზურგს უკან ლაპარაკობენ, ამიტომ პირდაპირი, თამამი გოგონები ურჩევნიათ, ჩუმჩუმელებს…
  • ბიჭებისთვის ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გოგონა იყოს დაკვირვებული და ჭკვიანი…
  • საოცრად გამაკვირვა იმან, რომ თურმე დღესაც კი  უყვართ ბიჭებს რომანტიული გოგონები.. მე მეგონა ეს მე-20 საუკუნეს ჩაბარდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ  ვცდებოდი…

  • ბიჭებს უყვართ თბილი გოგონები…

  • ალბათ ყველამ კარგად იცით, მაგრამ მაინც დავწერ, რომ ბიჭებს უფრო სადა გოგონები მოსწონთ, გაიხსენეთ ხოლმე ეს სანამ სახეს გაიშპაკლავთ…
  •  მათ ასევე უყვართ როდესაც გოგონასთან საუბრისას მისგან ბევრი პოზიტივი მოდის…
  • ბიჭები აფასებენ  გოგონებს, რომლებსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვვთ…
  • ბიჭების უყვართ ერთგული გოგონები… ❤

ვიმედოვნებ რამით დაგეხმარეთ ❤

-K9 (ნაწილი 5)

დრო ფიქრში გაიწელა და ისე ნელა მოსაღამოვდა, რომ აღწერაც რთულია…  ქეითმა ეს დრო, მარტომ გაატარა, კომპიუტერის წინ იჯდა თავისი ბავშვობის დროინდელ ნელ მუსიკას უსმენდა თან ელ ფოსტა ჰქონდა გახსნილი და ბლექის წერილის მოლოდინში ვეებერთელა ჭიქით ცხელ შოკოლადს წრუპავდა… დროდადრო ორივე ხელს მოჰკიდებდა და შოკოლადს თვალს უშტერებდა, ალბათ გაუთავებელი ფიქრის გამო ვინ იცის, მერე გამოერკვევოდა ცოტას ფრთხილად დალევდა და ჭიქას უკან აბრუნებდა, იქვე მარმელადიან თასს გადაწვდებოდა და პირს იტკბარუნებდა… როგორც ჩანს ჩვევად ჰქონდა ნერვიულობისას გემრიელობების ჭამა, მაგრამ მისდა საბედნიეროდ ეს მის ფიგურას სულაც არ ეტყობოდა…

ბოლოს მოვიდა წერილი სადაც მისამართი ეწერა, ასევე ვიდეოც ჰქონდა დართული… ვიდეოს დიდი ინტერესით უყურა, ერთმა ფაქტმა დააეჭვა კიდეც, მაგრამ ადგილის ნახვის გარეშე დასკვნების გამოტანისგან თავი შეიკავა … დეტექტივი ეკორდი მაშინვე წამოდგა და გარდერობისკენ გაემართა, მთელი ოცი წუთი უხამებდა თავის ჩასაცმელს და აქსესუარებს ერთმანეთს, ბოლოს მაინც ღია იისფერი კლასიკური ქვედაბოლო ამჯობინა და  ამავე ფერის კოსტუმიც ჩაიცვა, მზად იყო…

დეტექტივისთვის ჩვეულ და ქალებისთვის უჩვეულო პუნქტუალურობას ბლექისდა გასაოცრად არ უღალატა და წერილში მითითებულ დროზე უვე ადგილზე იყო…

– კიდევ ერთხელ მოგესალმებით დეტექტივო ეკორდ.. ვხედავ პუნქტუალური ყოფილხართ… – აღნიშნა კმაყოფილმა ბლექმა…

-დეტექტივებს გვჩვევია… – განუმარტა ქეითმა და საქმეზე გადავიდა – ანუ ყველაფერი აქ მოხდა? (დენიელმა  თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია)  ჰმ.. საინტერესოა… თქვენს გამოგზავნილ წერილში მხოლოდ ამ ოთახოს ვიდეო იყო… შეგიძლიათ გარეთ არსებული კამერების ჩანაწერებიც გადმომიგზავნოთ?

-რა თქმა უნდა თუ ეს საჭიროა… – თქვა ბლექმა.

-შეიძლება ამან დიდი დახმარება გამიწიოს.-უპასუხა ქეითმა…

მთელი შენობა კარგად დაათვალიერა და სახლში საკუთარი თავით კმაყოფილი დაბრუნდა…

Michael Jackson ჭორები Vs. ფაქტები

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერაზე ვფიქრობ, მაგრამ, როგორც წინა პოსტი მაიკლის შესახებ ასევე ესეც ჩემთვის რთული დასაწყები აღმოჩნდა…  ალბათ გახსოვთ, მაშინ დაგპირდით, რომ მომავალში აუცილებლად ვისაუბრებდი პოპის მეფის გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმების შესახებ, და სწორედ ესაა დღევანდელი პოსტის თემაც…  შევეცდები ჭორების და რეალობის დაპირისპირებას, მოვიყვან დასასაბუთებლად ფოტო მასალასაც, და დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ჭორი, რომელისაც  (შესაძლებელია) გჯეროდათ აღმოვფხვრა საზოგადოებიდან… ეს ის მცირედია რისი გაკეთებაც მე შემიძლია მაიკლისთვის… მოდით დავიწყოთ…

ერთ-ერთი  გავრცელებული ჭორი მაიკლის შესახებ არის ის რომ იგი სატანისტი, ილუმინატი იყო…  რისი უარყოფაც ფოტოებისა და ვიდეოების საშუალებით შეიძლება… ის ილუმინატი არასოდეს ყოლფილა პირიქით ებრძოდა მათ და ბოლოს გადაღებულ ვიდეოებში თავს იკავებს მათზე საუბრისას ამბობს, რომ ისინი მას მოკლავენ… დავდებ მხოლოდ ვიდეოს რომელიც დაგარწმუნებთ ჩემს სიმართლეში… როგორც წესი ილუმინატები ხშირად Backword-ებით საუბრობენ (ანუ უკუღმა კითხულობენ) ცნოლიბილი მომღერალი ილუმინატები კი ხშირად თავის სიმღერის Backword-ით მოუწოდებენ მსმენელს სატანის მორჩილებისკენ … მოდით ვნახოთ მაიკლის Backword-ი…

1:28 აუცილებლად შენიშნავდით სიტყვებს “believe in god” რომელსაც ხშირად იმეორებს შემდეგაც…. ეს შეგვიძლია ერთგვარ ირონიად მივიჩნიოთ მაიკლის მხრიდან….

მეორე ფაქტი რომლითაც საერთოდ დაიწყო ეს ჭორი არის მაიკლის ხელი, რომელიც რატომღაც სატანის ნიშანს დაუკავშირეს … შეგიძლიათ ყურადღებით დააკვირდეთ სურათს და თავად შეაფასოთ  ეს სატანის ნიშანია თუ “I Love You”

ახლა კი გადავიდეთ მეორე მნიშვნელოვან საკითხზე… ჭორების თანახმად მაიკლმა უამრავი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა..  ჯერ კანის გათეთრებაზე ვისაუბროთ…  ცოტა არ იყოს გაგიჭირდებათ იმის დაჯერება, რომ მაიკლის მიერ კანის პლასტიკური ქირურგიით გათეთრება სიცრუეა რადგან ამ ჭორით ყველაფერი ისე კარგად იხსნება, ეჭვის შეპარვაც ძნელია…

თავდაპირველად  მინდა მოგითხროთ დაავადების შესახებ, რომელსაც ვიტილიგო ჰქვია… ეს დაავადება ადამიანის ორგანიზმს აცლის პიგმენტებს რის შემდეგაც მისი კანი ფერს კარგავს…

სწორედ ეს დაავადება სჭირდა მაიკლ ჯექსონს, რის შედეგადაც ნელ-ნელა მისი კანის გარკვეული ნაწილი ფერს კარგავდა, დარჩენილ ნაწილს სანამ  ფერს არ დაკარგავდა მაიკლი მაკიაჟით ფარავდა… новый коллажdfgdfg

ფოტოების გარდა შეგვიძლია დავიმოწმოთ მაიკლის სიტყვებიც “მე აფრო ამერიკელი ვარ და ვამაყობ ჩემი რასით, მაგრამ ეს დაავადებაა მე ამას ვერ ვშველი..” “თქვენ მსჯით იმის გამო, რაც მე არ ჩამიდენია და რას იტყვით იმ ადამიანებზე, რომლებიც საათობით იღებენ მზის აბაზანებს იმისთვის, რომ კანის ფერი შეიცვალონ?!”

რაც შეეხება ცხვირის პლასტიკურ ოპერაციას, ჭორების მიხედვით მაიკლს უამრავი ოპერაცია აქვს გაკეთებული… თქვენდა გასაოცრად კი მინდა გითხრათ რომ ცდებით! მაიკლს მხოლოდ ორი პლასტიკური ოპერაცია ჰქონდა გაკეტებული, პირველი ბავშვური კომპლექსის გამო (მამამისი გამუდმებით აკრიტიკებდა მის გარეგნობას), ხოლო მეორე უბედური შემთხვევის გამო, Pepsi-ს რეკლამის გადაღებისას ტექნიკური გაუმართაობის გამო მაიკლს ცეცხლი წაეკიდა, რის გამოც აუცილებელი გახდა მეორე პლასტიკური ოპერაციის გაკეთება…

ამასთან დაკავშირებით კიდე ერთი ჭორია გავრცელებული, რომ თურმა მაიკლს  კონცერტზე ცხვირი მოძვრა… სასაცილოა ხალხო, მეცინება რა ლოგიკა აქვთ იმათ ვისაც ეს ჯერათ არ მესმის, გაუნათლებლობის ეტალონები მიდი და ელაპარაკე რამდენიც გინდა, მაგრამ მაინც კარგი იქნება, თუ დაფიქრდებიან,  და თავადვე გააანალიზებენ რამდენად ილოგიკურია რასაც ამბობენ…

შემდეგი ჭორის თანახმად მაიკლი ნარკომანი იყო, ეს არ შეესაბამება სიმართლეს… მაიკლი არ იღებდა არავითარ ნარკოტიკებს, მაგრამ იგო დიდი რაოდენობით დამამშვიდებლებს სვავდა, რაც გამოწვეული იყო ძირითადად სხვადასხვა ჭორების გამო, რომლებიც მაიკლის პიროვნებას ლახავდნენ…

ერთ-ერთი ჭორის მიხედვით კი მაიკლი არაა თავისი შვილების – პრინცის და პერისის ბიოლოგიური მამა, რისი უარყოფა ერთი ფოტოტოს საშუალებითაც კი შეგვიძლია…პრინცს აქვს მემკვიდრეობით მამის დაავადება – ვიტილიგო…

 უკანასკნელმა ამბავმა სასამართლომდეც მიაღწია, ეს უფრო ბრალდებაა ვიდრე ჭორი… თუ ამ ბრალდებას დავუჯერებთ მაიკლი პედოფილი იყო… მაიკლი რომ გაასამართლეს ეს ყველამ იცის, და რომ არ სცნეს დამნაშავედ ამას უკვე ყურადღებას აღარ აქცევენ  და არც სასამართლოს შემდეგი ფაქტებით ინტერესდებიან… სწორედ ამ ბრალდებამ დააწყებინა მაიკლს დამამშვიდებლების მიღება…

ახლა კი მინდა სასამართლოს შემდგომ ფაქტებზე გავამახვილო ყურადღება პოპის მეფის სიკვდილმა ბავშვზე, რომელმაც მაიკლს ეს ბრალდება წაუყენა ძალიან იმოქმედა და  სინდისმა აიძულა სიმართლე ეთქვა  “მე არასოდეს მინდოდა მომეტყუა, არასოდეს მინდოდა რომ რამე დამეშავებინა ჯექსონისთვის, მამაჩემი მაიძულებდა რომ ყოველთვის მეთქვა ტყუილი, დღეს მე აღარ შემიძლია მაიკლს დაველაპარაკო და ვუთხრა რომ ვწუხვარ ჩემი საქციელის გამო” ასევე არსებობს ჩანაწერი სადაც ბავშვის მამა საუბრობს თავის გეგმაზე და დარწმუნებულია, რომ საქმეს მოიგებს., ასევე გახარებულია იმით რომ ამის შემდეგ მაიკლის კარიერა დაინგრევა…

იმედი მაქვს ამ პოსტმა აზრი შეგაცვლევინათ მაიკლის პიროვნებაზე…

უი და ჰეითერებს საჩუქარი ჩემგან :3

KeepCalmStudio.com-[Crown]-Keep-Calm-And-Hater-

20 things that Guys Must know!

დღეს გადავწყვიტე ცოტა გირჩიოთ და წაგეჭორაოთ ძვირფასო მკითხველებო…  სრულიად შემთხვევით წავიკითხე “20 things that Guys Must know!” ეს სათაური youtube-ზე და გადავწყვიტე პატარა გამოკიტვა მეწარმოებინა… რას ფიქრობენ გოგონები ბიჭების ამა თუ იმ საქციელზე… პოსტში შემოგტავაზებთ 10-10 თვისებას თუ საქციელს რაც მოსწონთ და არ მოსწონთ გოგონებს…. Let’s  Start! ^_^

(სრულყოფილება)

10 Things That Girls Hate about Boys..

  • გოგონებს არ უყვართ, როცა ბიჭი თავს ამეტებს მას, მხოლოდ იმიტომ, რომ ბიჭია… პირიქით გამოხატეთ, რომ გენდერული თანასწორობის მომხრე ხართ და თვლით , რომ ქალებსაც და კაცებსაც ერთნაირი უფლებები აქვთ.
  • გოგონები ვერ იტანენ როცა ბიჭები (თუნდაც სხვა) გოგონას დასცინიან… ეს შეურაცხმყოფელია…
  • ბიჭების მხრიდან აუტანელია როდესაც ცანცარი და ხუმრობა შეურაცხყოფაზე, ან დამცირებაზე გადადის… დაქალებში და ძმაკაცებში ხუმრობით შეურაცხყოფა (დამცირება არა) მოსულა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვასაც აქვს უფლება იგივე გააკეთოს…
  • არავისგან არაა მოსაწონი, როცა ადამიანმა არ იცის როდის და სად რა თქვას და გამუდმებით იგინება (ალბათ დამეთანხმებით) განსაკუთრებით კი მაშინაა გამაღიზიანებელი, როდესაც რაიმე ფაქტის დასამოწმებლად საკუთარ დედას აღარ სცემენ პატივს (ალბათ მიმიხვდით).
  • გოგონებს არ უყვართ როდესაც ბიჭი აფერისტობს, თავს აცოდებს და ასე შემდეგ…
  • აუტანელი და ამაზრზენია, როდესაც ნებისმიერი ადამიანი  თავს არ უვლის, არაჰიგიენურია ან საკუთარ გარეგნობას ყურადღებას არ აქცევს… ამას მხოლოდ ბიჭებზე ვერ ვიტყვით, რა თქმა უნდა… სამწუხაროდ ბევრი ასეთია 21 საუკუნეშიც კი…
  • გოგონებს არ უყვართ, როცა ბიჭი ცხრა გოგოს ერთად “კერავს”,  თუ ეს თქვენმა შეყვარებულმა ( ე.წ. Girlfriend-მა) გაიგო ჩათვალეთ ნდობა დაკაგეთ… ეს პირდაპირ ნიშნავს გოგონას “დაკიდებას”
  • არაა ლამაზი, როცა ბიჭი სიგარეტს აბოლებს ან სხვა რამეს აკეთებს მხოლოდ იმისთვის, რომ “მაგარი” გამოჩნდეს.
  • ნებისმიერი ადამიანისგან მიუღებელია ამბების მიტან-მოტანა, ცხრანაირად გადაკეთება, დამახინჯება და ჭორაობა … ჭორიკანა ბიჭები კი სრული ქაოსია… (გოგონებიც არ აკლებენ ზოგჯერ)
  • ერთერთი უმნიშვნელოვანესი კი გახლავთ ის, რომ ბიჭების დიდი ნაწილი ელოდება გოგონა როდის გადადგავს პირველ ნაბიჯს… ამით ვიცი 1 პუნქტს ვეწინააღმდეგები მაგრამ ეს აქსიომაა-დაუწერელი კანონი… პირველი ნაბიჯი ბიჭმა უნდა გადადგას, კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებთ და რამდენიმე წლის მერე არ გაიგებს გოგონა სრულიად შემთხვევი ყველაფერს…

10 Things That Girls Love about guys.

  • გოგონებს უყვართ ყურადღება… არავითარ შემთხვევაში არ გამოიჩინოთ მათ მიმართ უყურადღებლობა, იცოდეთ ეს ძვირად დაგიჯდებათ…
  • ასევე გოგოენებს უყვართ თბილი ბიჭები…

  • ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია გოგონასტან მეგობრული ურთიერთობა გქონდეთ… არაფერი დაუმალოთ…
  • გოგონებს უყვართ როცა ბიჭი მათ სიტყვას ენდობა… (მაგრამ ეს მარტო ბიჭზე არაა დამოკიდებული)
  • გოგონებს უყვართ მოულოდნელობა, სიურპრიზები… ამიტომ გაუკეთეთ მათ მოულოდნელი საჩუქარი თუ გინდათ, რომ მათი გული გაახაროთ…

  • გოგონებს უყვართ იდუმალი ადამიანები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შუა პაემანზე უეცრად აიღოთ ნივთები და უსიტყვიდ გაიქცეთ…
  • გამოკითხვის შედეგად ასევე გადავაწყდი იმ პუნქტსაც რომლის გამოჩენასაც არ ველოდი… თურმე 21-ე საუკუნეში   გოგოენისთვის განათლებული ბიჭები უფრო ფასობენა, მიტომ მოკიდეთ წიგნს ხელი სანამ დროა..
  • გოგონებს უყვართ ბიჭები, რომლებისთვისაც გარეგნობაზე ზრუნვა სულაც არაა ქალაჩუნობა..
  • გოგონებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ერთგულებაც…
  • ასევე უყვართ, როცა მათთან ყოფნისას თავს არ იბოჭავენ, ეს ნდობის ნიშანია…

ეს ფოტო ისე :დდ მომეწონა ძალიან ჯიგრობაა xDDD

(ეს ფოტო ისე.. მომეწონა ,ჯიგრობაა xD)

-K9 (ნაწილი 4)

ბლექმა ბოლო წინადადება ძლივს დაასრულა და ღრმად ამოისუნთქა, თითქოს ტვირთი მოეხსნა და იმ წინადადებას გააყოლა, დაძაბულობა საერთოდ აღარ ეტყობოდა…

– შეძლებთ დახმარებას? თანხაზე პრობლემა არ შეგექმნებათ…

ბოლოს ქეითის უემოციო სახე, რომ დაინახა ჰკითხა…

–  თანხას რაც შეეხება ამაზე შემდეგ შევთანხმდეთ ჯერ საქმის ვითარებას მინდა უკეთ გავეცნო…  ვეცდები ყველაფერი გავარკვიო, ისე ჩანაწერს თუ გადმომიგზავნით უფრო გამიადვილდება მუშაობა… აუცილებელი იქნება ადგილის ნახვაც…

-დიახ რა თქმა უნდა… როდისთვის შეძლებთ?

– თუნდაც დღეს საღამოს… იქნებ მისამართი ელექტრონულ ფოსტაზე გადმომიგზავნოთ – უთხრა საქმიანი ტონით და ფურცლის ნაგლეჯზე გრძელი ლამაზი ასოებით დაუწერა ფოსტის მისამართი…

– კარგით… კარგი იქნება თუ საქმის კურსში მამყოფებთ..

თქვა და საჩვენებელ და შუა თითს შორის მოათავსა თეთრი მუყაო , რომელსაც ოქროსფრად ჰქონდა ამოტვიფრული დენიელ ბლექი, მისამართი, ელ ფოსტა და ტელეფონის ნომერი… ქეითმა ჩამოართვა თუ არა, ბლექი წამოდგა…

– ნახვამდის, წარმატებყულ დღეს გისურვებთ..! – კარებში გასვლისას მოკრძალებულად დაემშვიდობა ბანკის მმართველი…

ქეითმა კარები დახურა… მის თავში სრული ქაოსი იყო… თანხის დარდი ვის ჰქონდა დეტექტივის სული სულ სხვაა… იდუმალმა საქმემ ჩაითრია… გამოძიების სურვილი ძალიან ძლიერი იყო… მაგრამ საიდან დაეწყო? “არა ამდენს ნუ ფიქრობ ჯერ ჩანაწერი და ადგილი უნდა ნახო, კვალს მიაგნებ” საკუთარ თავს უმორებდა ქეითი, მაგრამ ამაოდ  ფიქრი თავიდან ვეღარ მოიშორა…

-K9 (ნაწილი 3)

დენიელი ნერვიულად, ჩაფიქრებული სახით სცემდა ოთახში ბოლთას… ვინ იცის დიდი ზარალი აწუხებდა …. ან იქნებ ამ საიდუმლოს ამოხსნის სურვილი არ ასვენებდა… 40 წუთის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, ვერც ვერავინ გაუბედა რაიმეს კითხვა ის მკაცრად დააბიჯებდა… ბოლოს მოწყდა ფიქრებს და ტელეფონი აიღო საატს დახედა 9 იყო დაწყებული… ნომერი სწრაფად აკრიფა და მოუთმენლად ელოდა პასუხს… ბოლოს ძლივს გაისმა ნახევრად მძინარი ადამიანის პასუხი…

რამდენიმე ზარის შემდეგ ფურცელი და პასტა მოიმარჯვა და უხეში ასოებით ჩაწერა რაღაც სანამ გათიშავდა რამდენჯერმე იკითხა “ეკორდი?” ბოლოს დამარცვლითაც რომ გაუმეორა მოსაუბრეს და დასტური მიიღო,  მობილური შეინახა, მერე ბიჭებს მიუბრუნდა და თავით ანიშნა გამომყევითო…

დანიშნულების ადგილზე 40 წუთში მივიდნენ… კარზე რამდენჯერმა გაისმა ზარის ხმა, იგი მალე  გააღო წვრილთვალება ლამაზმა ქალმა…

-ჩვენ დეტექტივ ეკორდს ვეძებთ – სიჩუმე დაარღვია დენიელმა.

– მე ვარ! – თქვა ქალმა…

დენიელს თითქოს რაღაცის კითხვა უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა… მხოლოდ გვარი უთხრეს და შესაბამისად არც იცოდა, თუ სახელგანთქმული დეტექტივი ეკორდი, რომელიც მის მეგობარს დაეხმარა  1 წლის წინ ქალი იქნებოდა, გაოცებული დარჩა… დემოკრატიის მომხრე იყო, მაგრამ დიდი ფემინისტობით ვერ დაიკვეხნიდა ბატონი ბლექი… არ სჯეროდა, რომ ამ გამხდარ, ნაზ არსებას შეეძლო შეჭიდებოდა ასეთ რთულ საქმეს, დეტექტივობა ხომ სახუმარო საქმე არაა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ დიდი რისკია ის რაც ქალების უმრავლესობას აშინებს, მაგრამ როგორც ჩანს უმრავლესობას და არა მას…

– შეიძლება? – მოწიწებით იკითხა დენიელმა..

– ჯერ იქნებ მითხრათ რამ შეგაწუხათ?

– ალბათ როჯერმა გაგაფრთხილათ…

– დიახ, დიახ მობრძანდით… მითხრა საგანგებო შემთხვევააო.. ცოტა არეულობაა ბოდიშს გიხდით..

ოთახში სწრაფი ნაბიჯით შეუძღვა დეტექტივი…

-დაბრძანდით, ხომ არაფერს მიირთმევთ?

– არა გმადლობთ მისის?

– კეითი..

-მისის ქეით…საქმის ვითარებამ ძალიან აღმაშფოთა,  როჯერი იმდენად მადლიერი იყო თქვენს მიერ გაწეული  სამსახურისთვის და ასევე იმიდენად აგახლდათ აღფრთოვანებული თქვენი გამჭრიახობით, რომ საჭიროდ ჩავთვალე თქვენთვის მომემართა, რადგან სხვა არავინ მეგულება ვინც შეძლებს ამ საქმეს ტავი გაართვას… ისეთი დაუჯკერებელი ამბავი მოხდა რომ ვერც წარმოიდგენთ, მე თვითონაც არ მჯერა… იმედი მაქვს, რომ  შეძლებთ ჩემს დახმარებას…- ემოციებით და ინტერესით სავსე დენიელმა სწრაფად მიაყარა სათქმელი ქალბატონს…

– მაინც რაშია საქმე?

ბლექი ღელავდა… ძლივს შეძლო დალაგებულად მოეყოლა ამბავი რომელიც დღეს უკვე ორჯერ მოისმინა… ქეითი კი უემოციოდ ისმენდა მონათხრობს, თითქოს ერთი ჩვეულებრივი ისტორია ყოფილიყოს…