Michael Jackson ჭორები Vs. ფაქტები

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერაზე ვფიქრობ, მაგრამ, როგორც წინა პოსტი მაიკლის შესახებ ასევე ესეც ჩემთვის რთული დასაწყები აღმოჩნდა…  ალბათ გახსოვთ, მაშინ დაგპირდით, რომ მომავალში აუცილებლად ვისაუბრებდი პოპის მეფის გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმების შესახებ, და სწორედ ესაა დღევანდელი პოსტის თემაც…  შევეცდები ჭორების და რეალობის დაპირისპირებას, მოვიყვან დასასაბუთებლად ფოტო მასალასაც, და დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ჭორი, რომელისაც  (შესაძლებელია) გჯეროდათ აღმოვფხვრა საზოგადოებიდან… ეს ის მცირედია რისი გაკეთებაც მე შემიძლია მაიკლისთვის… მოდით დავიწყოთ…

ერთ-ერთი  გავრცელებული ჭორი მაიკლის შესახებ არის ის რომ იგი სატანისტი, ილუმინატი იყო…  რისი უარყოფაც ფოტოებისა და ვიდეოების საშუალებით შეიძლება… ის ილუმინატი არასოდეს ყოლფილა პირიქით ებრძოდა მათ და ბოლოს გადაღებულ ვიდეოებში თავს იკავებს მათზე საუბრისას ამბობს, რომ ისინი მას მოკლავენ… დავდებ მხოლოდ ვიდეოს რომელიც დაგარწმუნებთ ჩემს სიმართლეში… როგორც წესი ილუმინატები ხშირად Backword-ებით საუბრობენ (ანუ უკუღმა კითხულობენ) ცნოლიბილი მომღერალი ილუმინატები კი ხშირად თავის სიმღერის Backword-ით მოუწოდებენ მსმენელს სატანის მორჩილებისკენ … მოდით ვნახოთ მაიკლის Backword-ი…

1:28 აუცილებლად შენიშნავდით სიტყვებს “believe in god” რომელსაც ხშირად იმეორებს შემდეგაც…. ეს შეგვიძლია ერთგვარ ირონიად მივიჩნიოთ მაიკლის მხრიდან….

მეორე ფაქტი რომლითაც საერთოდ დაიწყო ეს ჭორი არის მაიკლის ხელი, რომელიც რატომღაც სატანის ნიშანს დაუკავშირეს … შეგიძლიათ ყურადღებით დააკვირდეთ სურათს და თავად შეაფასოთ  ეს სატანის ნიშანია თუ “I Love You”

ახლა კი გადავიდეთ მეორე მნიშვნელოვან საკითხზე… ჭორების თანახმად მაიკლმა უამრავი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა..  ჯერ კანის გათეთრებაზე ვისაუბროთ…  ცოტა არ იყოს გაგიჭირდებათ იმის დაჯერება, რომ მაიკლის მიერ კანის პლასტიკური ქირურგიით გათეთრება სიცრუეა რადგან ამ ჭორით ყველაფერი ისე კარგად იხსნება, ეჭვის შეპარვაც ძნელია…

თავდაპირველად  მინდა მოგითხროთ დაავადების შესახებ, რომელსაც ვიტილიგო ჰქვია… ეს დაავადება ადამიანის ორგანიზმს აცლის პიგმენტებს რის შემდეგაც მისი კანი ფერს კარგავს…

სწორედ ეს დაავადება სჭირდა მაიკლ ჯექსონს, რის შედეგადაც ნელ-ნელა მისი კანის გარკვეული ნაწილი ფერს კარგავდა, დარჩენილ ნაწილს სანამ  ფერს არ დაკარგავდა მაიკლი მაკიაჟით ფარავდა… новый коллажdfgdfg

ფოტოების გარდა შეგვიძლია დავიმოწმოთ მაიკლის სიტყვებიც “მე აფრო ამერიკელი ვარ და ვამაყობ ჩემი რასით, მაგრამ ეს დაავადებაა მე ამას ვერ ვშველი..” “თქვენ მსჯით იმის გამო, რაც მე არ ჩამიდენია და რას იტყვით იმ ადამიანებზე, რომლებიც საათობით იღებენ მზის აბაზანებს იმისთვის, რომ კანის ფერი შეიცვალონ?!”

რაც შეეხება ცხვირის პლასტიკურ ოპერაციას, ჭორების მიხედვით მაიკლს უამრავი ოპერაცია აქვს გაკეთებული… თქვენდა გასაოცრად კი მინდა გითხრათ რომ ცდებით! მაიკლს მხოლოდ ორი პლასტიკური ოპერაცია ჰქონდა გაკეტებული, პირველი ბავშვური კომპლექსის გამო (მამამისი გამუდმებით აკრიტიკებდა მის გარეგნობას), ხოლო მეორე უბედური შემთხვევის გამო, Pepsi-ს რეკლამის გადაღებისას ტექნიკური გაუმართაობის გამო მაიკლს ცეცხლი წაეკიდა, რის გამოც აუცილებელი გახდა მეორე პლასტიკური ოპერაციის გაკეთება…

ამასთან დაკავშირებით კიდე ერთი ჭორია გავრცელებული, რომ თურმა მაიკლს  კონცერტზე ცხვირი მოძვრა… სასაცილოა ხალხო, მეცინება რა ლოგიკა აქვთ იმათ ვისაც ეს ჯერათ არ მესმის, გაუნათლებლობის ეტალონები მიდი და ელაპარაკე რამდენიც გინდა, მაგრამ მაინც კარგი იქნება, თუ დაფიქრდებიან,  და თავადვე გააანალიზებენ რამდენად ილოგიკურია რასაც ამბობენ…

შემდეგი ჭორის თანახმად მაიკლი ნარკომანი იყო, ეს არ შეესაბამება სიმართლეს… მაიკლი არ იღებდა არავითარ ნარკოტიკებს, მაგრამ იგო დიდი რაოდენობით დამამშვიდებლებს სვავდა, რაც გამოწვეული იყო ძირითადად სხვადასხვა ჭორების გამო, რომლებიც მაიკლის პიროვნებას ლახავდნენ…

ერთ-ერთი ჭორის მიხედვით კი მაიკლი არაა თავისი შვილების – პრინცის და პერისის ბიოლოგიური მამა, რისი უარყოფა ერთი ფოტოტოს საშუალებითაც კი შეგვიძლია…პრინცს აქვს მემკვიდრეობით მამის დაავადება – ვიტილიგო…

 უკანასკნელმა ამბავმა სასამართლომდეც მიაღწია, ეს უფრო ბრალდებაა ვიდრე ჭორი… თუ ამ ბრალდებას დავუჯერებთ მაიკლი პედოფილი იყო… მაიკლი რომ გაასამართლეს ეს ყველამ იცის, და რომ არ სცნეს დამნაშავედ ამას უკვე ყურადღებას აღარ აქცევენ  და არც სასამართლოს შემდეგი ფაქტებით ინტერესდებიან… სწორედ ამ ბრალდებამ დააწყებინა მაიკლს დამამშვიდებლების მიღება…

ახლა კი მინდა სასამართლოს შემდგომ ფაქტებზე გავამახვილო ყურადღება პოპის მეფის სიკვდილმა ბავშვზე, რომელმაც მაიკლს ეს ბრალდება წაუყენა ძალიან იმოქმედა და  სინდისმა აიძულა სიმართლე ეთქვა  “მე არასოდეს მინდოდა მომეტყუა, არასოდეს მინდოდა რომ რამე დამეშავებინა ჯექსონისთვის, მამაჩემი მაიძულებდა რომ ყოველთვის მეთქვა ტყუილი, დღეს მე აღარ შემიძლია მაიკლს დაველაპარაკო და ვუთხრა რომ ვწუხვარ ჩემი საქციელის გამო” ასევე არსებობს ჩანაწერი სადაც ბავშვის მამა საუბრობს თავის გეგმაზე და დარწმუნებულია, რომ საქმეს მოიგებს., ასევე გახარებულია იმით რომ ამის შემდეგ მაიკლის კარიერა დაინგრევა…

იმედი მაქვს ამ პოსტმა აზრი შეგაცვლევინათ მაიკლის პიროვნებაზე…

უი და ჰეითერებს საჩუქარი ჩემგან :3

KeepCalmStudio.com-[Crown]-Keep-Calm-And-Hater-

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s