Lara’s Notebook (დღე 12)

–დღე მეთორმეტე–

დღევანდელი დღე სასიამოვნოდ დაიწყო, დედამ გამანებივრა, საუზმე საძინებელში მომართვა, ჩაი ბევრი ლიმონით და სხვა გემრიელობები. წამით ისიც კი მეწყინა, რომ ადრე გული არ მიმდიოდა. ახლა კი სახლში ავადმყოფის სტატუსით ვსარგებლობდი და ძალიანაც მომწონდა ყველა ჩემი კაპრიზი გაფიქრებისთანავე, რომ სრულდებოდა.

dear_diary_by_plastickheart-d3dnkig

ჰარიმაც სახლში მომაკითხა, დაბინდებამდე სულ ცოტა იყო დარჩენილი. შემოსვლისას ჯერ მომიკითხა, რომ ვუთხარი უკეთ ვართქო მწვანე თვალები უფრო, გაუმწვანდა, ხელზე ორივე ხელი მომკიდა და მითხრა-სადღაც მინდა წაგიყვანო. ფრაზა ჯერ დამთავრებულიც არ ჰქონდა, რომ უკვე ჩემს ოთახში აღარ ვიყავი.

Continue reading

Advertisements

Lara’s Notebook (დღე 11)

–დღე მეთერთმეტე–

Writing-in-Her-Diary-600x375

ახლა სასტუმრო ოთახში ვარ, პირველად ვწერ ჩემს წიგნაკს აქ, მშობლები შინ არ არიან, დემიენიც მათთანაა და როგორც დედა მეუბნება ხოლმე გავიჯეჯილე. ცენტრს ავუწიე. ცოტა არ იყოს მიჭირს  იმის წარმოდგენა, რომ მაშინ მთელი ერთი დღე გავძელი უწიგაკოთ, ვერ დამიჯერებია, როგორ შევძელი, ჩემი წარსულის სისხლი და ხორცი გახდა, ყოველდღიურად მიძლიერდება სურვილი ვწერო და ვწერო.

Continue reading

Lara’s Notebook (დღე 10)

–დღე მეათე–

მთელი დღე დაკავებული ვიყავი, ცოტა გვიანია, მაგრამ ჩემი წიგნაკისთვის უფრო ადრე ვერ მოვიცალე. გუშინ ფოტოს ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ჯობდა წიგნაკის წერა არ მიმეტოვებინა, და აი ვწერ კიდეც.

dear_diary___by_imaginary_10-d4h825l

დღევანდელი სიურპრიზი არც ისე მოულოდნელი იყო ჩემთვის, რადგან გუშინდელმა დღემ მიმახვედრა ყველაფერი წინ იყო.

დილით უჟმურ ხასიათზე აღარ ვყოფილვარ, ბოლო დღეებისაგან განსხვავებით. დღე ჩვეულებრივ დავიწყე, ჩაი და გემრიეი ორცხობილები მივირთვი, მრომლის გამოცხობაშიც დედას დავეხმარე, ორმაგად მეგემრიელება ხოლმე საჭმელი როცა ვიცი, რომ მომზადებაში წვლილი მაქვს შეტანილი.

Continue reading

Lara’s Notebook (დღე 8-9)

–დღე მერვე–

stock-footage-young-woman-writing-diary-while-sitting-on-the-bed-dolly-shot

–დღე მეცხრე–

ახლა ამას არ უნდა ვწერდე ვიცი, ჩემს თავს დავპირდი, მაგრამ რაღაც გარემოების გამო მხოლოდ ერთი დღე შევძელი, რომ არ გამეტეხა  ჩემი სიტყვა. დღეს შუადღისას დაძინება გადავწყვიტე, სიფხიზლე უფრო და უფრო მეტს მაფიქრებინებდა იმაზე რისი გახსენებაც ნაკლებად მინდოდა, თავიდან გამიჭირდა მაგრამ, ბოლოს როგორც იქნა შევძელი. ეს ყველაფერი ხანმოკლე აღმოჩნდა, ძილში მომესმა, თქოს ვიღაცამ აივნის კარი დახურა თვალები ნახევრად გავახილე, ცოტა სემცივდა და უკმაყოფილოდ შევიშმუშნე, ისევ დაძინება დავაპირე დაშევბრუნდი, მაგრამ დავინახე ჩემს წინ ჩემი წიგნაკი იდო, რომელიც ზუსტად მახსოვს როგორ საგულდაგულოდ დავმალე. მაშინვე წამოვჯექი, და გაცხარებულმა დავიწყე ყვილრილი.

-დემიენ, მოდი აქ, დემიენ, ეი შენ დაყრუვდი?!- “ყველაფერი თუ წაიკითხა რა ვქნა, მშობლებსაც თუ უთხრა… ეჰ.. ლარა, შენგან არაფერი გამოვა უფრო საიმედო ადგილი, რომ მოგეძებნა რა იქნებოდა?” მეჩხუბებოდა ჩემი შინაგანი ხმა.

-მოვდივარ-გაისმა ყრუდ ჩემი ძმის პასუხი, რომელსაც მოჰყვა ფეხის ხმაც.

Continue reading

“46”

სადგურში გამუდმებით ისმის ხალხის ლაპარაკი,  ეტაპურად ამ ხმაურს ერთვის მატარებლის ბორბლების ლიანდაგზე ღრჭიალი და ბორბლების ტრიალისას რიტმული ხმაც, რომელსაც ისევდაისევ მატარებელი გამოსცემს. კარგია სადგურში ყოფნა, ერთი წუთით რომ დადგე და უყურო ამ სურათს ბევრ რამეს გააანალიზებ. რა სწრაფად გადის დრო, როგორ ცვლის ხალხის ერთ ნაკადს – მეორე, მათი სხვადასხვაგვარი და მრავლის მეტყველი სახეები გაწვდიან ინფორმაციას დღევანდელ ყოფაზე.

მიყვარს სადგურში. ბავშვობაში დედას სულ მატარებლით დავყავდით ხოლმე მე და ჩემი და, მიუდხედავად იმისა რომ ეს დიდი ხნის წინ იყო, მატარებელთან ახლოს ყოფნაც კი მიცოცხლებს ძველ მოგონებებს. განსაკუთრებულად მოვუხშირე აქ სიარულს მას შემდეგ, რაც დედა დამეღუპა, მაგრამ დღეს ტყუილად არ მოვსულვარ მინდა გავემგზავრო, არ ვიცი საით, ბედს მივენდობი.

დაე, იყოს ისე, როგორც უნდა ღმერთს, წავალ იქ სადაც ბედი მიმიყვანს.

აი ბილეთიც ავიღე, სანამ მატარებელს მივუახლობდი, ცდუნებას ვერ გავუძელი, რომ ეს ტკიცინა ბილეთი ოდნავ მაინც არ მომეკუჭა.  შესვლისთანავე მივათვალიერ-მოვათვალიერე ყველაფერი, მატარებელი რაღათქმა უნდა, ისეთი არ იყო, როგორიც უწინ მაგრამ მაინც შესვლისთანავე ვიგრძენი, შიგნიდან ჩემი ძველი მოგონებები მიღიტინებდნენ.  მომავალი მეზობლები ძალიან მაინტერესებდა, მე ხომ მათთან ერთად მთელი 10 საათი უნდა მემგზავრა. ცოტა მეუცნაურნენ,  სხვანაირ სიტუაციას მოველოდი, აი ისეთს დედასტან ერთად მგზავრობისას, რომ იყო, მაგრამ დედას გამომცხვარი ორცხობილების გარეშე რა თქმა უნდა, რომლის გემოც არასოდეს მავიწყდება.

როგორც იქნა მივაგენი ჩემს ადგილს, ბილეთზე ძლივსღა ჩანდა ჩემი ადგილის ნომერი “46”, იმდენად დავკუჭე და გავაუბედურე, რას ვიზავთ ჩვევაში მაქვს, სულ რომ არ გამენადგურებინა ჩანთაში ჩავაგდე, ცოტახნიანი ფიქრის შემდეგ გამახსენდა ბოლოს რომ ვიმგზავრე დედასთან ერთად მაშინაც ეს ნომერი მქონდა. უმნიშვნელო დეტალმა ნოსტალგია გამიმძაფრა.

large

Continue reading

Lara’s Notebook (დღე 5-6-7)

–დღე მეხუთე–

უკვე მოსაღამოვდა, ცოტა მოწყენილი ვარ… დილით ადრე გავიღვიძე, მაგრამ ადგომა არ მინდოდა, კარგახანს ვიყავი ჩაფიქრებული, ვფიქრობდი წარსულზე და მომავალზე განსაკუთრებით მაფიქრებდა სიტყვა “ბოლოჯერ”, რომ ადვექი – დაბლა ჩავედი, იქაურობას თვალი მოვავლე, ყველაფერი ძველებურად იყო: დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა და სახლში გემრიელი სურნელი ტრიალებდა, მამა უკვე წასულიყო სამსახურში, დემიენი ვეებერელა დივანზე იჯდა და ფილმს უყურებდა. 3a3f4392d38a

-ლარა ძვირფასო, მოდი ყავა ან ჩაი გაიკეთე და ნამცხვარიც 5 წუთში იქნება.

-ხო? რომელ ნამცხვარს აკეთებ?

-შენ, რომ გიყვარს.-დავიხარე და გაზქურაში შევიხედე.

-ჰმ… რა გემრიელად გამოიყურება.

დიდხანს ლოდინი არც დამჭირვებია, მალე ნამცხვარი მზად იყო, ლიმონიანი ჩაი გავიკეთე, გემრიელად მივირთვი. დედა ცოტა ხანში გავიდა წასვლამდე დამიბარა თუ მალე ვერ დავბრუნდი პიცა გააკეთე, მაცივარში ყველაფერია რაც დაგჭირდებაო… სანამ დემიენს მოშივდა ჩემს ოთახში ვიყავი, რაღაც დრამას ვუყურე და თვალებ ჩაწილებული ჩამოვედი დაბლა, მერე პიცის კეთებას შევუდექი ისე მოსაღამოვდა ვერც გავიგე ახლა წიგნაკს რომ მივუბრუნდი ისევ ჩავფიქრდი, ჰარი მთელი დღე არ გამოჩენილა, ვიცი ბევრი დრო არ გასულა, მაგრამ უკვე საშინლად მენატრება…

დემიენი მეძახის, დღეს ოჯახური კინოსესია გვაქვს, უნდა გავიქცე.

Continue reading

Lara’s Notebook (დღე 4)

–დღე მეოთხე–

უკვე ძალიან გვიანია. ძლივს მოვიცალე ჩემი ჩანაწერებისთვის. ძალიან მინდა წერა , მგონი რაც უფრო დრო გდის, უფრო მიყვარდება ჩემი წიგნაკი.

დღევანდელი დღე არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაც საოცრად მხიარულად დავიწყე, დილიდან ღიღინ-ღიღინით დავდიოდი ოთახიდან, ოთახში. ჩემს ოჯახის წევრებს ეუცნაურათ ეს ამბავი, ღიღინით სიარული არ მჩვევია, თუ არ ვღიღინებდი დავდიოდი და ფიქრებში ვიყავი გართული, გარშემომყოფთ  ყურადრებასაც  არ ვაქცევდი.

ასე მხიარულად მოვიდა შუა დღე. ჩემს ოთახში ავედი, წიგნაკი ავიღე, მინდოდა დეტალურად გამეხსენებინა წინა დღეების შესახებ, უცებ ოთახში ნიავი შემოვიდა, ჩემს თბილ ოცნებებში ვიყავი გართული, არ მოემწონა გრილი სიო და აივნის კარის დასახურად წამოვდექი, უკნიდან ვიღაც მომიახლოვდა და პირზე ხელები ამაფარა…

tumblr_mfpyj6mOcm1rp2sl5o1_500

 

Continue reading

Lara’s Notebook (დღე 3)

–დღე მესამე–

ღამის პირველი საათია, ვზივარ და ვფიქრობ დღევანდელ დღეზე, თან ცალი თვალით ფანჯარაში ვიხედები, საშინლად მინდა ვარსკვლავი მოწყდეს, რომ სურვილი ჩავიფიქრო. ძალიან უცნაური რამ მოხდა, მსგავსს ვერც ვერაფერს წარმოვიდგენდი, ვიცი აღწერა დილიდან უნდა დავიწყო, მაგრამ მთავარი ამბის დაწერა ისე მინდა, რომ ვერ ვითმენ…

girl-looking

დაძინება ვერ მოვახერხე, მზე ჯერ ამოსულიც არ იყო, რომ ფანჯარასთან ვიჯექი და მოწყენილობისგან ვკვდებოდი, თან ვგეგმავდი დღევანდელ დღეს. გადავწყვიტე არსად წავსულიყავი, რადგან სახლში ჯდომით ნაკლებ გიჟს შევხვდებოდი…

საჭმელი ჩემს ოთახში ავიტანე და ხუთ საათამდე ფეხი აღარც გამომიდგამს იქიდან… ვიჯექი სარკის წინ და თმას ვივარცხნიდი, უცნაურია, მაგრამ ეს ნერვებს მიწყნაებს…  ამ დროს ტელეფონმა რეკვა დაიწყო, ხმამ ფიქრებს მომწყვიტა. ცოტა არ იყოს გამიკვირდა, როდესაც ვნახე რომ ზარი დაფარული ნომრიდან შემოდიოდა, მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ ვუპასუხე.

-მიცანი? -მომესმა ხმა, რომელიც უკვე სადღაც გამეგო.”ჰმ.. ნუთუ “ისაა”?”

Continue reading

Lara’s Notebook (დღე 2)

–დღე მეორე–

უკვე შუარამეა, ახლა ოთახში ვარ ჩაკეტილი და ჩემს საყვარელ მუსიკას, როგორც დედა ამბობს ხოლმე – ბოლო ხმაზე ვაგუგუნებ… შვებაა, როცა შენს საწოლზე კოტრიალებ და არაფერი გადარდებს,  ძლივს თავს ძალა დავატანე, ჩემი ყავისფერყდიან წიგნაკს დავწვედი და აი ვწერ…

Nikdy-tě-neopustím-–-4.-část

დღევანდელი დღის მოკლე რეზიუმე უნდა გავაკეთო, მთელი დღე გარეთ ვიხეტიალე, რომ დღევანდელი დღე როგორღაც სხვა დღეებისაგან განსხვავებული ყოფილიყო, მაგრამ შენც არ მომიკვდე…ეჰ, ლარა შენი გამოსწორება არ იქნება, აკი პირობა დადე არ მოვიტყუებიო..

ხო მოხდა რაღაც, მაგრამ ისეთი გაწბილებული დავრჩი მოყოლის სურვილი საერთოდ არ მაქვს…

Continue reading

Lara’s Notebook (დღე 1)

–დღე პირველი–

მზე ისე ანათებდა, როგორც არასდროს… არა, არ მინდა ეს ბანალური შესავალი და თავის მოტყუება, ჯობს მხოლოდ რეალობით შემოვიფარგლო, ეს ხომ ჩემი პირადი ჩანაწერებია არა? მგონი იქ სადაც ფიქრებთან მარტო რჩები, სულაც არაა საჭირო ფაქტების უაზროდ შელამაზება… მზე ისე ანათებდა, როგორც ზაფხულის ყოველ ჩვეულებრივ დღეს ანათებს ხოლმე, არაფერი განსაკუთრებული, ეს დღე იმან გახადა უჩვეულო, რომ მაღაზიაში უშველებელ წიგნაკს მოვკარი თვალი და გამახსენდა, რომ როდესაც 12 წლის ვიყავი დღიურს ვაწარმოებდი, არ ვიცი რამ წამომიარა, მაგრამ ვიყიდე ის წიგნაკი და სახლში პატარა ბავშვივით გახარებული დავბრუნდი… დღიურის წერას არ ვაპირებ უბრალოდ ძალიან მინდა ჩანაწერები გავაკეთო, რომ ჩემი ყოველდღიურობა, რომელიც ასე მოსაბეზრებელად მეჩვენება სადღაც გადავიტანო, ჩემს ფიქრებთან ერთად… ალბათ დრო მოვა და მომინდება წარსულის ამ მოსაბეზრებელი ყოველდღიურობის გაცოცხლება, როგორც დედა ამბობს, ეს ხომ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებია, რომლის დაბრუნებასაც ვეღარასდროს შევძლებ, ჩემი წიგნაკი კი მათ გახსენებაში ყოველთვის დამეხმარება…

tumblr_ltkl2bcA3z1qfye90o1_400

პირველ რიგში, ჩემს წიგნაკს ვპირდები, რომ ვიტყვი სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა, მე შენთან ვიქნები მე, ყოველგვარი ნიღბის გარეშე… “ჰმმ… ნიღბის გარეშე? აზრზეც არ ხარ, რა მალე შემიზიზღებ

Continue reading