შენ ჩემთვის უფრო მეტი ხარ.

მკითხველისთვის ყველაფერი ცოტა ადვილი გასაგები რომ გახდეს, მოდით თავიდან დავიწყებ მოყოლას, ეს ამბავი არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა.

ყველაფერი თითქოს ისე უბრალოდ დაიწყო, მაგრამ ასე მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს , რადგან თუ წარსულსაც გადავათვალიერებთ, ურთიერთობის ასაწყობათ მთელი 13 წელი დაგვჭირდა. არ ვიცი ამას, რომ წაიკითხავ შეიძლება არ დამეთანხმო, შეიძლება ამასთან ერთი ორი სალანძღავი მესიჯიც გამომიგზავნო ვინ იცის, მაგრამ მე არ მინდა მკითხველი მოვატყუო და თან რამდენი დროც არ უნდა ყოფილიყო ჩვენს დაახლოვებამდე, ამას არ აქვს  მნიშვნელობა ჩემი აზრით სხვაგვარად შეიძლებოდა სწორედ ამ ასაკის მერე გაყრილიყო ჩვენი გზები, ამიტომ ასე ჯობდა. ცოტა გასაკვირია(თქვენთვის, მაგრამ არა ჩემთვის),  რომ ყველაფერი ისევ ჩემს ნათელ წერტილს – მაიკლ ჯექსონს უკავშირდება, ჩვენ სწორედ მან გაგვაერთიანა, შეიძლება ეს ფაქტი ახლა იმდენად აღარ გეპიტნავებოდეს რამდენადაც მაშინ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, ფაქტი ფაქტად რჩება.

large

Moonwalker-თა საზოგადოებას დიდი ხნის შეერთებული ვიყავი, როდესაც ზაფხულში გნახე, არ ვიცი რით აგიღწერო ჩემი ემოციები, როცა გავიგე, რომ მაიკლს უსმენდი, კარგად მახსოვს დილიდან დაღამებამდე, როგორ დავდიოდით მუსიკის თანხლებით და დაღლასაც კი ვერ ვგრძნობდით, ჩხუბები მახსოვს რომელიც ერთად გადავიტანეთ,(ერთმანეთს არ ვეჩხუბებდით) ცრემლებიც საკმაოდ მკვეთრად დამამახსოვრდა, ხანგრძლივი ტირილის შემდეგ კი ერთმანეთის გასამხნევებლად გამართული კლოუნადაც, მეტსახელებიც, რომლებიც “მათ” გაცხარებულ გულზე შევურჩიეთ. ასეთი იყო პირველი ზაფხული შენთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა სევდიანად ჟღერს მაინც ძალიან კარგად მახსენდება, “მე და შენ” გახდა “ჩვენ”. 

ძლივს მოვითმინე შემდეგ ზაფხულამდე ისე მინდოდა კიდევ ერთხელ მენახე და კიდევ ერთი ჩვენებური ზაფხული გაგვეტარებინა. ბოლოს როგორც იქნა სწავლა დასრულდა და ისევ ჩვენ ერთად ვიყავით, მაგრამ ამჯერად ძალიან სხვანაირი დამხვდი, მე კი დიდად შეცვლილი არ ვიყავი, ან შესაძლოა მე მეჩვენებოდა ასე. შენ მაიკლს აღარ უსმენდი, საერთო ინტერესები თითქოს ნაკლები იყო, მაგრამ ამან ურთიერთობას ხელი ვერ შეუშალა, რადგან შენ ჩემი სულის ნაწილად ქცევა მოახერხე. მეორე ზაფხულის დღის განრიგი კარგად მახსოვს, აუზზე დილაობით მივდიოდით, მერე – სახლებში, ეს პერიოდი გაუსაძლისი იყო უერთმანეთოდ, შემდეგ  მდინარეზე წასვლის დრო დგებოდა, იქიდან კი ჩემთან. სადაც ძირითად დროს ეზოში ვატარებდით, უბრალოდ ვიწექით ბალახში და ვუყურებდით ვარსკვლავებს, ვფიქრობდით, გააზრებულს ერთმანეთს ვუზიარებდით და ვიცინოდით. ამ სიმშვიდეს ხშირად უცაბედი შეძახილები არღვევდა.

-მოწყდა, აი იქ, ხედავ?

-სად?! აა დავინახე…

-ჩავიფიქრე…

-მეც…

-რა ჩაიფიქრე?

-არ გეტყვი..

-არც მე…

მერე სიცილი, აი ეს იყო ყოველდღიურობა, რომელსაც იშვიათად ენაცვლებოდა ღამით ერთად დარჩენა და გათენება, მახსოვს სისულელეებზე სიცილი ხუთი ჭიქა ყავა და დილით ჩაშავებული თვალები. დრო ძალიან მალე გავიდა.

შემდეგი წლები კი ძალიან კრეატიული იყო, ღამე ერთად უფრო ხშირად ვრჩებოდით, მთელი სამი თვის განმავლობაში თითქმის მხოლოდ 10-15 ღამე გვეძინა ხოლმე დარჩენილ დროს ერთად ვატარებდით, ვლაპარაკობდით, ათას სისულელეზე, არაამქვეყნიურ არსებებზე, ვყვებოდით საშიშ ისტორიებს, ვიცინოდით უაზროდ… ეს ყველაფერი ისეთი სასიამოვნო გასახსენებელია, რომ სულიერად ვივსები ახლა როცა ვწერ.

იცი ეს რისთვის დავწერე? მინდა მადლობა გითხრა წარსულის  მოგონებებისთვის და კიდევ იმ მოგონებებისთვის რომლებსაც მომავალში მაჩუქებ, მინდა კიდევ გითხრა, რომ შენ ჩემთვის მეტი ხარ ვიდრე უბრალოდ მეგობარი, დაქალი, ბიძაშვილი შენ მეორე მე ხარ, რომელსაც შემიძლია ყველაფერი დაუფარავად ვუთხრა, შენთან როცა ვარ თავს ისე ვგრძნობ როგორც საკუთარ თავთან და უბრალოდ შენ ჩემთვის საჩუქარი ხარ, ძალიან, ძალიან ძვირფასი საჩუქარი რომელიც ღმერთმა მაჩუქა.

Advertisements

ფილმები…

მგონი მოვიდა დრო შემდეგი ფილმები დავდო. ვიმედოვნებ უკმაყოფილონი არ დარჩებით მათი ხილვით.

The Bucket List 

ფილმი მოგვითხრობს, ორი უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანზე, რომელთაც გადაწყვიტეს ცხოვრების ბოლო დღეები დახარჯონ მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე. მათ ცხოვრების ბოლო პერიოდში უფრო მეტი იცხოვრეს, ვიდერე ადამიანთა უმრავლესობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცხოვრობს.

Bad Boys

უილ სმიტისა და მარტინ ლოურენსის დუეტი, დამნაშავეთა წინააღმდეგ იბრძვის. ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მეგობრები და ამასთან კოლეგები არიან.  ეს კრიმინალური კომედია აუცილებლად გაგამხიარულებთ.

Seven Pounds

კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ფილმი უილ სმიტის მონაწილეობით. ბენმა წარსულში ავარიაში შეიწირა ძვირფასი ადამიანების სიცოცხლე, რის გამოც ცდილობს ყველაფერი  გამოასწოროს და ეხმარება უცნობ ადამიანებს. დრამატული ჟანრის ამ ფილმმა მართლა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ვურჩევ მკითხველს, რომ აუცილებლად ნახოს.

Diary…

tumblr_mbyjh0CWM91rvq250

ძვირფასო მეი! ზედმეტად დიდი პაუზა გამოვიდა არა?! რას ვიზავთ… მგონი თავს  ცუდად არ უნდა გრძნობდე.  დრო ფიქრისთვის საკმარისად მქონდა და ბევრი რამ გადავწყვიტე.

იცი? წარსულს გადავხედე და არც ისე სახარბიელოდ მაქვს საქმე, იმედს ვიტოვებ ამ ფრაზას არასწორად არ გაიგებ, არაფერი “მიმიქარავს”. შეიძლება ვთქვა, რომ ზუსტად ესაა პრობლემა, თავგადასავლები არც ისე ცოტაა, მაგრამ მე არ მყოფნის, ცხოვრება ხომ ისაა, რაც გამახსოვრდება, მე კიდევ მცირეოდენი მახსოვს 16 წელთან შედარებით. მათემატიკური სიზუსტით რომ ვთქვათ, ალბათ მთელი ცხოვრების 2/16 ანუ 1/8, დარჩენილი დრო სულ ერთმანეთს ჰგავს, ამ 1 მერვედის ძირითად ნაწილს  კი წარმოადგენს-არდადეგებზე გატარებული დრო.

ბევრი ვიფიქრე ამაზე, თავიდან ყველაფერი ცუდ მეხსიერებას დავაბრალე, რომ ბრალდება საკუთარი თავისგან ამერიდებინა, მაგრამ რა გზითაც არ მოვუარე ყველა შემთხვევაში ერთ ადგილზე ვიჭედებოდი – მე მქონდა დრო იმისთვის რომ ჩამედინა რაიმე სისულელე და კიდევ ერთი მოგონება შემემატებინა ცხოვრებისთვის, მაგრამ ეს დრო ფუჭად დავკარგე.

გადავწყვიტე შევცვალო რაღაც რაღაცეები. პირველ რიგში, ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ყოფნით თავს აღარ ვიკლავ, საბედნიეროდ სოციალური ქსელებით დაზომბირებული არც არასოდეს ვყოფილვვარ და  დიდად არ გამჭირვებია. კომპიუტერთან კი ბოლო ხანები  რასაც ვაკეთებ კითხვა და პოსტების წერაა.

მინდა წიგნებს უფრო მეტი დრო დავუთმო, ასევე გადავწყვიტე, რომ ჩემი მიზნებისთვის ვიბრძოლო და რადაც არ უნდა დამიჯდეს მივაღწიო მათ, ნამდვილად არ მინდა ისინი მხოლოდ ოცნებებად დარჩნენ. ერთი სიტყვით ახალ ცხოვრებას ვიწყებ, მეტი თავგადასავლებით, მეტი დროით ხელოვნებისთვის, ახალი იმიჯით, ძველი ჰობებით და ძველი სიჯიუტით რა თქმა უნდა, ამას ვერაფერი შეცვლის, ძირითად აქცენტს დროის სწორად და საჭიროდ  გადანაწილებაზე გავაკეთებ.

Books

თემა, რომელზეც შეიძლება წერო დაუსრულებლად, ის შეუძლებელია ამოიწუროს და თქვენს წინაშეა ძვირფასო მკითხველებო პოსტი, რომელიც ეძღვნება კითხვას და წიგნებს.

უნდა გამოგიტყდეთ, რომ ადრე სასტიკად არ მიყვარდა კითხვა, ალბათ ვინმეს, რომ ეთქვა წიგნები შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდებიანო ბევრს დავცინებდი, იმდენად  წარმოუდგენელი იყო ჩემთვის დღევანდელი რეალობა. არ ვიცი როგორ ან რატომ, უბრალოდ თვითონვე საიდანღაც მოვიდა წიგნებთან დაახლოების სურვილი და მან ჩემს სულში კოხტად მოიკალათა, იმის მერე ყველაფერი შეიცვალა.

ცოტა არ იყოს სამწუხაროა, რომ საქართველოში თითქმის არაა ისეთი ბიბლიოთეკა, სადაც შეგიძლია წახვიდე და ადგილზევე იკითხო,  წიგნებით ავსებული თაროებით გარემოცული კომფორტულად მოეწყო და სრულ სიმშვიდეში გადაეშვა წიგნში, არც ისე აუხდენლად ჟღერს, მაგრამ…

Continue reading

Lara’s Notebook (დასასრული)

–5 წლის შემდეგ–

საღამო ხანს ჰარი ქუჩაში დააბოტებდა, მის ირგვლივ ცხოვრება ჩქეფდა, ქუჩაში ათასობით მანქანა მიდი-მოდიოდა, ხალხიც მრავლად იყო. თითქოს არაფერი შეცვლილა ერთის გარდა – მის თვალებს სიმწვანე აკლდათ. იგი ფრიქრებში გართული ვერც კი ამჩნევდა გარშემომყოფთ, ასე ჩაფიქრებული არანორმალურად ჰგავდა ადამიანს. მალევე მიუახლოვდა დანიშნულების ადგილს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხალხი დახვდა მაინც შეეცადა  განმარტოვებულიყო და ლარას წიგნაკი გადაშალა, იმ დღიდან რაც ლარა დაპირდა, რომ წიგნაკს წააკითხებდა უკვე 5 წელზე მეტი იყო გასული, ამიტომ მას უკვე სრული უფლება ჰქონდა წაეკითხა ეს საიდუმლოებებით მოცული დოკუმენტი, რომელიც ლარას ყოველდღიურობას და ფიქრებს ასახავდა. 5 წელი არც ისე მცირე დროა, მაგრამ მიუხედავად ამდენი ლოდინისა ჰარი საკუთარი თავით კმაყოფილი იყო, ვინაიდან კიდევ ერთხელ დაამოწმა საქციელით ლარას პატივისცემა და ნაადრევად არ ნახა ჩანაწერები.

Continue reading

Lara’s Notebook (დღე 14)

ცაზე ვარსკვლავები გამოჩნდნენ, მიყვარს  როცა ღამით ცა უღრუბლოა, ოცნებას მიადვილებს.

დილით არც ისე ადრე ავდექი, მიუხედავად იმისა, რომ პასუხების გასაგებად დედა წასვლას ჩქარობდა, მე ყველაფერს ზოზინით ვაკეთებდი, აზრადაც არ მომსვლია მის ნერვებზე თამაში უბრალოდ ასე გამოვიდა. ვფიქრობდი იმაზე, რომ იქნებ ჯობდა პასუხი ცოტა გვიან გამეგო, სხვას ჩემს ადგილზე ცნობისმოყვარეობა მოკლავდა.

მანქანიდან გადმოსვლისას ისე წავიფორხილე, რომ არ ვიცი რა ძალამ შემაკავა, რომ პირდაპირ ასფალტზე არ გავშხლართულიყავი. დედა კიდევ უფრო განერვიულდა.

ლოდინი საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდა, სანამ ჩვენი რიგი მოვიდოდა, საკმარისი დრო იყო საფიქრად, თან მითუმეტეს, რომ სიჩუმეს არცერთი არ ვარღვევდით. ფიქრი კარგი იყო, მაგრამ ამ უაზროდ გაწელილმა დუმილმა იმდენად დაამძიბა სიტუაცია, რომ იძულებული ვიყავი მხოლოდ  პასუხებზე მეფიქრა.

Continue reading

Lara’s Notebook (დღე 13)

–დღე მეცამეტე–

მეცამეტე? რიცხვი ცამეტი არასოდეს ნიშნავდა ჩემთვის უბედურებას, თუ რაიმე დაუკავშირდებოდა ამ რიცხვს ყოველთვის შემთხვევითობას მივაწერდი, არ ვიცი ახლა მინდა დღევანდელი დღის უიღბლობა ამ რიცხვს გადავაბრალო და თავი გავინთავისუფლო თუ მართლა დავიჯერე ცოტათი ამ ცრურწმენის, მაგრამ ერთი 100 %-იანია დღევანდელმა დღემ ცუდად ჩაიარა.

დილით ძილი მზის სხივებმა დამიფრთხეს, მე კი შევეცადე ისევ დამეძინა, მაგრამ მოვახერხე ეს თუ არა, მაშინვე გამომაფხიზლა რაღაც ნაზმა შეხებამ. თვალები გავახილე და დავინახე, ჩემს გვერდით ლამაზად შეფუთული ვარდი იდო. იმ ადამიანის ვინაობის დადგენა ადვილი იყო, ვინც ის დამიტოვა და როდესაც ბარათს შევხედე უკვე ეჭვიც აღარ შემპარვია. გაკრული ხელით იყო ნაწერი, მაგრამ მიუხედავად ამისა ისეთ გრძელ და ლამაზ ასოებს, როგორსაც ჰარი წერდა, მხოლოდ მუზეუმში შეხვდებოდით, იქ სადაც გასული საუკუნეების დიდგვაროვანთა ხელნაწერები იყო დაცული.

Continue reading