სევდიანი 21-ე საუკუნე

სათაურიდან გამომდინარე ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ სევდიანი? შევეცდები ნელ-ნელა ავხსნა რაში მდგომარეობს 21-ე საუკუნის სევდა.

პირველი და უმთავრესი ძალიან ბევრი რამ უბრალოდ გაუფერულდა, ნუ იტყვით, რომ  დროის ბრალია, რადგან ეს მხოლოდ პასუხისმგებლობის ჩამოშორება იქნება. ჩვენ გავაუფერულეთ ყველაფერი და იცით როგორ?იმდენად მარტივად , რომ დაჯერებაც მიჭირს. გაუფერულდა იმიტომ, რომ გახშირდა. მაგალითად მოვიყვანოთ ადამიანი რომელსაც უყვარს ფორთოხლის წვენი. ვიცი ცოტა უხეში შედარებაა, მაგრამ კარგად ასახავს პროცესს. თუ ამ ადამიანს ყოველდღე მივცემთ ფორთოხლის წვენს, ის შეეჩვევა, და მისთვის უკვე ის რაოდენობა, რომელსაც ვთავაზობთ უმნიშვნელო გახდება. შემდეგ მოითხოვს მეტს და ბოლოს რაოდენობაც პიკს მიაღწევს, რის შედეგადაც უბრალოდ მისთვის ფორთოხლის წვენი ყოველდღიურობა გახდება და მისი სიყვარულიც გაუფერულდება. როდესაც რაღაცას არ ელოდები და ხედავ, რომ ის ადვილად მისაღწევია, “მუღამს” კარგავ და შენთვის ადრე ფასეული ჩვეულებრივი, უფერული ხდება.

21-ე საუკუნის მატერიალური ღირებულებებიც შეიცვალა. მოდით გადავხედოთ დღევანდელი ხალხის ფიქრებს და მივხვდებით რა არის მნიშვნელოვანი და ერთი შეხედვით ეს მხიარული საზოგადოება რას მალავს გულში.

“ხვალ გადასახადების გადახდის ბოლო დღეა.”გაიფიქრა პენსიონერმა და სიარულს მოუჩქარა.

“მარხვა რომ დავარღვიე? არაუშავს აღსარებაში ვიტყვი”გაუელვა თავში გადაკრასკულ, გადაშპაკლულ ქალს, რომელიც სკამზე იჯდა და რაღაცას ან ვიღაცას ელოდა.

“პაროლი უნდა შევცვალო, თორემ რომ ნახოს, რომ სხვასაც ვწერ…”გაიფიქრა თინეიჯერმა გოგომ და მუსიკას უფრო აუწია.

“სიცილის სმაილებს მივწერ ვითომ სულ არ მანაღვლებს..”ამ ფიქრმა კი კომპიუტერის წინ მჯდარ ახალგაზრდას თავში მოიკალათა.

“ჯობს ისევ წამალი ვიყიდო, ბავშვს ხომ ვერ მოვკლავ?!… კიდევ ერთი დღეც გავძლებ უპუროდ.”გაიფიქრა შუახნის კაცმა, და ხურდების თვლა დაიწყო.

“კიდევ 50 თეთრიც და ვიყიდი წებოს, დღესაც “ვიკაიფებ”  მთავარია ხალხს თავი შევაცოდო, იმ იდიოტმა მარტო ათი თეთრი მომცა.” ამ სულელურმა ფიქრებმა მოიცვეს 7 წლის ბიჭუნას თავი. დახეული ტანსაცმელი შეისწორა და ფული ჯიბეში ჩაიყარა, შემდგომ თავიდან გაიწვდინა ხელი. გამვლელმა სასწრაფოდ დაიწყო ჯიბეში რაღაცის ძებნა და მალე ხელში ხურდა ჩაუგდო.”საწყალი პატარა, ალბათ საჭმლის ფული არ აქვს” გაიფიქრა და გზა გააგრძელა.

“უარი როგორ მითხრა? არაუშავს გადავიყვარებ იმდენი კარგი გოგო დადის.” ამ ფიქრმა კი ახლაგაზრდა ბიჭის ჩაუქროლა.

“ვერასოდეს მიხვდება, როგორ გავაცურებ..”

“დღეს იქნებ ჩემი მშობლების საფლავების ნახვა შევძლო” გაიფიქრა 14 წლის გოგომ.

“მგონი ისევ შეტევა მეწყება.”გაიფიქრა და ორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ დაბლა დაეცა… ხალხის ლაპარაკი ჩაახშო სასყრაფოს გამაყრუებელმა ხმამ…”ვეღარ გადარჩება, მაგრამ რა ახალგაზრდაა. არ უნდა მოკვდეს.”გაიფიქრა ექთანმა.

“ვიცი დავპირდი მაგრამ დღეს ბოლო დღეა მეტს აღარ დავლევ”

დი კიდევ მრავალი მსგავსი, მთელი საუკუნე შეიძლება ვწერო, აი როგორია 21-ე საუკუნის საზოგადოების შენაგანი სამყარო-შესაბრალისი.

თქვენს წინაშეა სევდიანი, დიახ სევდიანი 21-ე საუკუნე, რომელიც ამდენ ტკივილით სავსე და საბრალო ხალხს ზურგით დაგვატარებს, მაგრამ საით? მომავლისკენ.

Advertisements

ეს დღეც გაივლის

ძვირფასო მკითხველო! ვწერ თხოვნით პატარა ნოველას, რომელიც ეძღვნება მთხოვნელს და მისთვის ძვირფას ადამიანს.

თავიდან რომ დავიწყო მოყოლა, საუბარი ძალიან გამიგრძელდება, ყველაფერი უბალოდ მარტივად დაიწყოთქო რომ გითხრათ – მოგატყუებთ, ცოტა ჩახლართული ამბავია, ცოტა რთულად გასაგები და ამ ყველაფერთან ერთად უცნაურიც.

ამიტომ შევეცდები ზედაპირულად ავღწერო მომხდარი, რადგან დაწვრილმანება შორს წამიყვარს. ეს სიყვარულის ისტორია დაჯახებით დაიწყო, მაგრამ ისეთი დაჯახებით არა ფილმებში რომ გინახავთ ეს უფრო გონებრივი დაჯახება იყო, მაშინ ნატას მძიმე პერიოდი ჰქონდა, შეყვარებულთან დაშორებამ დეპრესიაში ჩააგდო, მიუხედავად იმისა რომ არაფერს იმჩნევდა  მე მაინც ვიცოდი როგორ უჭირდა. დღემდე სულ ყოველთვის ასე იქცევა როდესაც თავს ცუდად გრძნობს ყველაფერზე იცინის, გამუდმებით ეძებს გზას, რომ რაღაც მხიარული მოყვეს და მოსაუბრე გაამხიარულოს მერე თვითონაც ერთვება ამ სიცილ-კისკისში და თავს გაჩვენებს, რომ პრობლემა დაივიწყა,  მაგრამ მის სიცილშიც კი ვგრძნობ ისტერიკას, ვიცი ზოგჯერ როგორ უნდა ფიზიკურად ტკიოდეს რაღაც და სანაცვლოდ სულიერი შვება იგრძნოს, ეს მომენტი ყველას ჰქონია, მაგრამ რთულია უყურო და არ შეგეძლოს დახმარება. თავს უსუსურად ვგრძნობდი.

ამ მძიმე მომენტში გამოჩნდა ნიკა და აქ სწორედ დაიწყო ზემოთხსენებული დაჯახებაც. ნატას უჭირდა უბრალოდ ხაზი გადაესვა წარსულისთვის, ნარც ისე ადვილია მოგონებები სადღაც მოისროლო და თან მითუმეტეს  თუ ეს მოგონებები ტკბილად გაგონდება.  მისთვის არ ვიცოდი რა მერჩია, რადგან მესმოდა მისი, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მინდოდა ჩემი მხიარული მეგობარი დამბრუნებოდა, რომელიც ხუმრობის დასრულების შემდეგ ძალით არ გაიცინებდა. საბედნიეროდ აქ ჩემი უმოქმედობა უფრო შედეგიანი გამოდგა, ნიკას თვითონაც ვერ მიხვდა ისე დაუახლოვდა.  უნივეერსიტეტის კაფეტერია მათი საყვარელი ადგილი გახდა, ლექციებს შორის დრო ისე გადიოდა ერთად საუბარში რომ ვერც კი ამჩნევდნენ, მე კი ვამჩნევდი, რომ მათი რეალური ურთიერთობა არ იზრდებოდა სოციალური ქსელების ჩატში, მათ ერთად ყოფნა უფრო მოსწონდათ ვიდრე მესიჯობა. საერთო ინტერესები კი იზრდებოდა. მე კიდევ ჩემი მხიარული მეგობარი ნელ ნელა მიბრუნდებოდა.

სამწუხაროდ კარგი დასაწყისი კარგ გაგრძელებას არ ნიშნავს. მათი ურთიერთობა მეგობრობას გასცდა და რაც უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს უფრო ხშირად ჩხუბობდნენ, ყოველი დილა იწყებოდა ნატას ზარით, ის მირეკავდა და მთხოვდა , რომ მასთან მივსულიყავი. მეც რათქმა უნდა რაც შეიძლება სწრაფად მივდიოდი მასთან კარზე ზარს ვრეკავდი ის კი მიღებდა კარს განადგურებული, ნამტირალევი სახით და მეუბნებოდა, რომ ყველაფერი დამთავრდა და ეს ამბავი სულ არ ადარდებდა. შემდეგ მთავაზობდა კლუბში ან შოპინგზე წასვლას დარდის დასავიწყებლად, მე პატარა ანოტაციას ვუტარებდი იმის შესახებ, რომ ამდენი ნერვიულობა ნერვულ სისტებას დაუნგრევდა, საღამოს ისევ რიგდებოდნენ და ერთმანეთს პირდებოდნენ, რომ სისულელეებზე აღარ იჩხუბებდნენ. დილით კი ისევ იგივე… დღემდე ასეა, მაგრამ ნატა ამბობს, რომ ბედნიერია და მპირდება რომ ნერვებს გაუფრთხილდება.

გათენდება ხვალინდელი დღე, ისევ მოვისმენ წუწუნს, რომ ყველაფერი მორჩა. კიდევ მეტყვის, რომ წარსულს ჩააბარა, მაგრამ მალევე ნახავს, შეურიგდება და სულ სხვანაირად აჭიკჭიკდება.

1 წლის ვართ!

ძვირფასო მკითხველო! სრულიად შემთხვევით შემოვედი wordpress-ზე და Notification-ი ვნახე, ადმინისტრაციის მოლოცვა მოვიდა. ჩვენ უკვე ერთი წელია რაც ერთად ვართ. მთელი თვეა ამ დღეს ველოდები.  ყოველდღე საკუთარ თავს ვახსენებდი რომ არ დამვიწყებოდა და ზუსტად მაშინ როცა როგორც იქნა ეს ნანატრი დღეც დადგა დამავიწყდა. 😦  ჩემნაირ გულმავიწყ ავტორს არ იმსახურებთ.

original_happy_birthday_pink_purple

არ ვიცი რამდენად შეგიყვარდათ, ან რამდენად ხშირად სტუმრობთ ჩემს ბლოგს, მაგრამ მე ძალიან მიყვარს. უკვე საკუთარი თავი ვეღარც კი წარმომიდგენია მის გარეშე, თავიდან ვერც კი ვიფიქრებდი, რომ შეიძლებოდა ასე შემყვარებოდა აქაურობა, არ ვიცი აქამდე როგორ  ვცოცხლობდი მის გარეშე. ❤

იმედი მაქვს სულ  ცოტათი მაინც მოგწონთ Nino Jackson’s Blog და ყოველი წაკითხული პოსტის შემდეგ არ ფიქრობთ, რომ დრო უაზროდ გაფლანგეთ, ასევე იმედი მაქვს მომავალი პოსტებიც მოგეწონებათ და ისევ ჩვენთან ერთად იქნებით. ❤

რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა იმიტომ, რომ დღეს ამ ბლოგის დაბადებიიის დღეაა! ❤ 😀 :3

ვულოცავ ჩემს ბლოგს და ჩემს თავს ❤ !

პ.ს. ეს ჩემი მეასე პოსტია ბლოგზე :3

Letter for Moonwalkers

შეიძლება გამკიცხოთ ამ წერილისთვის, შეიძლება პირიქითაც მოხდეს, მაგრამ ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, უბრალოდ მართლა მომენატრნენ ის Moonwalker-ები რომლებსაც მეორე ოჯახად აღვიქვავდი, ადრე სხვანაირი “სასტავი” ვიყავით, ახლა პატარ-პატარა “კუტოკებად” დანაწევრებულ დიდ ოჯახს ვუყურებ და არ შემიძლია რამე არ ვთქვა, რაღაც არ ვიღონო სიტუაციის გამოსასწორებლად…  ვხედავ Potterhead-ებს, Directioner-ებს, Smiler-ებს და თეთრი შურით მშურს.

იცით ბავშვებო რა მახსენდება? ერთმანეთის გარდა არავინ, რომ არ გვახსოვდა და ერთმანეთით, რომ ვცოცხლობდით. სულ ერთიანი დიდი Fanmilly რომ ვიყავით. ერთი, რომ რამეს მოიფიქრებდა მაშინვე რომ ყველამ იცოდა. სადმე მაიკლზე ზედმეტს, რომ იტყოდნენ ერთდროულად რომ ვესხმოდით თავს. კიდევ მახსოვს ერთმანეთისთვის და მაიკლისთვის ხალხს ცოცხლად რომ ვჭამდით. რაც შეეხბა ჩხუბს… ჩხუბი საერთოდ არ ვიცოდით რა იყო… გახსოვთ ის შეხმატკბილებული ოჯახი? თუ არა ესეიგი ცოტა ხნის წინ გახდით Moonwalker-ი. ვერ გამიგია, რა შეიცვალა? რატომ გაცივდა ჩვენი ურთიერთობა, ჩვენ ხომ მაიკლი გვაერთიანებს? დავიჯერო მხოლოდ მე მენატრება ის დრო? დავიჯერო სხვა ვერ ამჩნევს სხვაობას? ძალიან მომენატრეთ.

გოგონა, რომელსაც პოპის მეფე ძალიან უყვარდა…

თქვენს წინაშეა მკითხველის მიერ მოწოდებული მეოთხე ნაშრომი “გოგონა, რომელსაც პოპის მეფე ძალიან უყვარდა…” ავტორია სალი პატარაია. (Moonwalker)

– გთხოვ, მამა… გემუდარები მიყიდე ბილეთი… გთხოვ… – ხტუნვით და კისრის წევით ეხვეწებოდა მამას კონცერტის ბილეთს.

– არ ვიცი… იქ მარტო როგორ წახვალ? უამრავი ხალხი იქნება… – თავი გააქნია მაღალმა, შუა ხნის კაცმა.

– საკუთარ თავს მივხედავ, უკვე 18 წლის ვარ. თანაც ხომ იცი, ეს ალბათ, მისი ბოლო ტურნე და ჩემი ბოლო შანსია… ამ დღეზე ბავშვობიდან ვვოცნებობ… მამა… – სიტყვები ცრემლებმა გააწყვეტინეს, წაბლისფერი თმა ლოყებზე ჩამოეშალა და ცრემლები თმის ღერებზე დაეკიდა.

– ვიცი, რომ ძალიან გიყვარს… – ამოიოხრა კაცმა. – მაგრამ ის ხომ ჩემზე უფროსია? თანაც თითქმის ოცი წლით… – თვალები გადაატრიალა.

გოგონამ ცრემლებით დასველებული სახე ასწია და მამას წყენით შეხედა.

– ასაკს არ აქვს მნიშვნელობა… – ჩაიბუტბუტა. – მე მინდა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახო… – ისევ ცრემლები წასკდა და ტახტში მოწყვეტით ჩაეშვა.

კაცმა ისევ ამოიოხრა და გვერდით მიუჯდა.

– კარგი… – თმაზე ხელი გადაუსვა და ცრემლები შეუმშრალა. – ნუ ტირი! გიყიდი მაგ ბილეთს…

– მართლა? მართლა მამა? – სიხარულით ფეხზე წამოხტა და მამას ჩაეხუტა.

– მართლა, დღესვე გიყიდი. – მამა სიცილით დაპირდა და მუხლებში ჩაისვა.

– გმადლობ, მამა. – ამჯერად სიხარულისგან ატირდა. – ძალიან მიყვარხარ.

Continue reading

სამოთხის კარიბჭე

თქვენს წინაშეა მკითხველის მიერ მოწოდებული მესამე ნაშრომი “სამოთხის კარიბჭე” ავტორია სალი პატარაია.

ხშირად ვმდგარვარ სულისა და სხეულის გზაგასაყარზე, მაგრამ  ეს გზა არასოდეს ყოფილა ისეთი ნათელი და რეალური, როგორიც ახლა… ცხოვრება რომ ხანმოკლე იყო და სასიამოვნოს არაფერს მიქადდა, ეს უკვე დიდი ხნის წინ მქონდა გააზრებული, მაგრამ ასე ხანმოკლესაც არ ველოდი… და ალბათ სწორედ ამიტომაა ამის კიდევ ერთხელ დამოწმება  ძალიან მტკივნეული… ეჭვიც არ მეპარება, სულ რამდენიმე თვის ან, თუნდაც, კვირის სიცოცხლე დამრჩა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ დამიწყია ცხოვრება. არ დამიწყიაო ვთქვი? მე ახლა 25 წლის ვარ, წესით ჩემი ცხოვრების მესამედზე მეტი უნდა მქონდეს გავლილი, მაგრამ უკეთესი იქნება თუ არსებობას ვიტყვი… რადგან ვერ მოვასწარი გამეგო, რას ნიშნავს ცხოვრობდე… ჩემი დიაგნოზი იოტისოდენა ეჭვსაც კი არ იწვევს, ყველაფერი ნათელია… სიმსივნე ჩემში ფესვებს იდგამს და შიგნიდან მჭამს, მანადგურებს, სიცოცხლის იმ უკანასკნელ ნაგლეჯს მართმევს, რაც უფალმა მომამადლა… ასეთი ყოფილა ჩემი ბედი, მე არაფრის შეცვლა არ შემიძლია, მხოლოდ უაზრო მკურნალობაზე ვამბობ უარს და დარჩენილი არსებობის ნორმალურად გატარებას ვაპირებ…

Continue reading

ვერსად ვერ იგრძნობ თავს მარტოსულად, როგორც ხალხის გარემოცვაში, თუ ეს ხალხი….

თქვენს წინაშეა მკითხველის მიერ მოწოდებული მეორე ნაშრომი “ვერსად ვერ იგრძნობ თავს მარტოსულად, როგორც ხალხის გარემოცვაში, თუ ეს ხალხი…” ავტორია ანი ჩიხრაძე.

მყავს დედა , მეგობრები , ნათესავები , მაგრამ მაინც მარტო ვარ … შეიძლება ამას ვერავინ მიხვდეთ , თუმცა მე მაინც დავწერ იმას რასაც ვფიქრობ … ფიქრი ზოგჯერ კარგია , ხანდახან მთრგუნავს , განსაკუთრებით მაშინ როდესაც ყველა ჩემს წინააღმდეგ არის და მაშინ ვფიქრობ ყველაფერზე, როდესაც მარტო ვრჩემი ჩემს თავთან … ალბათ ყველას გქონიათ მომენტი როცა მართალი ხართ , თუმცა თქვენი არ სჯერათ , როდესაც არავის დანახვა არ გინდათ , რადგან ყველა მტრად მიგაჩნიათ , “როცა ღრუბლებში ფრენა გირჩევნიათ, მიწაზე სიარულს…”

Continue reading

საუკეთესო მეგობარი

თქვენს წინაშეა მკითხველისგან მოწოდებული პირველი ნაშრომი “საუკეთესო მეგობარი”. ავტორი – გიორგი გელაშვილი (Wasp).

ზოგს შეიძლება გიჟი ვეგონო, რადგან სულ რაღაცას ვწერ დღიურში, მაგრამ მიზეზს არავინ კითხულობს… ზოგჯერ მგონია, რომ არა დღიური, შესაძლოა ამდენი ტკივილისთვის ვერ გამეძლო… ძნელია ელაპარაკო სხვებს შენს პრობლემებზე, იმიტომ, რომ მის თვალებში ამ დროს აუცილებლად ამოიკითხავ, რომ ის დაიღალა შენი პრობლემებით, რომ მასაც აწუხებს, მასაც სტკივა და თავისი გასაჭირიც ეყოფა. თანაც ყოველთვის, როცა ადამიანი დადგება არჩევნის წინაშე, რა თქმა უნდა, საკუთარ კეთილდღეობას აირჩევს და დაგტოვებს მარტოს, ეულად შენს პრობლემებთან… სწორედ მაშინ იქნები ძლიერი, თუ ამ პრობლემებს თვალს გაუსწორებ, შეძლებ ყველაფერს გაუძლო. თუმცა ჩვენც ადამიანები ვართ ჩვენი სისუსტეებით და ხშირად ვგრძნობთ, რომ უკვე მეტი აღარ შეგვიძლია…
იცი დღიურო, ხშირად მინდება მოვშორდე ყველას და ყველაფერს, რამე დავამტვრიო, გავაფუჭო, ვიყვირო ან ხმამაღლა ვიტირო. თუმცა ამას გარშემო მყოფნი ხომ ვერ გაიგებენ? შესაძლოა გიჟადაც შეგრაცხონ… იცი, ერთხელ ერთი ამბავი შემემთხვა, დედა მეჩხუბა, გული ძალიან მეტკინა. თითქოს ყელში ბურთულა გამეჭედა და მახრჩობდა… ტირილი მინდოდა. თვალები გამიწყლიანდა…და ჩემდა უნებურად რამოდენიმე ცრემლი გადმომვარდა… სახლიდან გავედი დასაწყნარებლად… არავის ვაქცევდი ყურადღებას. არაფერი მესმოდა, ვფიქრობდი ცხოვრებაზე, დედის ჩხუბზე, ყველაფერი ერთად გამახსენდა. და ისიც კი არ მახსოვს როგორ აღვმოჩნდი ერთ ლამაზ ბაღში. ვიღაცამ გამომაფხიზლა:

Continue reading

To Do List.

ალბათ არც დაგაინტერესებთ ჩემი “To Do List”-ი, მაგრამ რაღაც ამ ბოლო დროს იდეების ნაკლებობას ვუჩივი, ამასთან დიდი ხანია მინდა ვინმეს გავუზიარო ჩემი სამომავლო გეგმები, თუ არ წაიკითხავთ არც ესაა პრობლემა მე ჩემს ჭიას გავიხარებ. 😀

  • აუცილებლად უნდა ჩავაბარო თავისუფალ უნივერსიტეტში.
  • მინდა საცხოვრებლად ლონდონში წავიდე, არ ვიცი რამ გამოიწვია ჩემი ამსეთი სიყვარული ამ ქალაქისადმი შესაძლოა იქ მცხოვრებმა ხალხმა, მე ხომ მოწესრიგებული ადამიანები ძალიან მიყვარს, ან იქნებ შერლოკ ჰოლმსის სიყვარულმა, არ ვიცი რატომ, უბრალოდ ძალიან მინდა ლონდონში ცხოვრება.

  • მინდა წავიდე ამერიკაში. ისე არც იქ ცხოვრებაზე ვიტყოდი უარს.
  • აუცილებლად შევაგროვებ ბევრ, ძალიან ბევრ წიგნს. მინდა მქონდეს წიგნებით სავსე ოთახი სადაც შევძლებ განვიტვირთო. ჩემს წარმოსახვაში ეს ოთახ დიდი ხანია არსებობს, 2 კედელი  მთლიანად წიგნებითაა დაფარული, მესამე კედელი კი მუსიკალური დისკებით, კუთხეში უზარმაზარი დინამიკებია,  ოთახის ცენტრში დაბალი, ოვალური შუშის მაგიდა მის გარშემო ვეებერთელა პუფები, მეოთხე კედელი კი შუშისაა. რომელიმე ჩემი საყვარელი მუსიკის ფონზე ვკითხულობ რაიმე  საინტერესოს გვერდით კი ჩემი ძაღლი ზის… მგონი ძალიან გავიჭერი ოცნებებში…
  • აუცილებლად დავწერ წიგნებს და ვიმედოვნებ ისინი მკითხველს მიღმა არ დარჩებიან.(ალბათ გატუტუცებული ამბიციური გოგონა გგონივართ, მაგრამ მე გულახდილად ვამბობ იმას რასაც ვფიქრობ)

  • მინდა სკოლის დამთავრებისთანავე მქონდეს სამსახური, მხიარული კოლექტივით. სკოლის დასრულების შემდეგ სურვილი მაქვს რაღაც ახალი დაიწყოს ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება ძალიან სულელურად ჟღერს, მაგრამ მგონია, რომ სამსახური მისცემს ცხოვრებას სხვაგვარ ელფერს. არ მინდა ჩემი ცხოვრება სკოლის შემდეგაც მხოლოდ სწავლით შემოიფარგლოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკმაყოფილო ვარ, არა პირიქით უბრალოდ ეს ცხოვრების ერთი ეტაპია და მინდა სხვებისგან განსხვავდებოდეს.
  • ყველანაირად შევეცდები გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი იმისთვის, რომ ვიყო ყოველმხრივ განათლებული. ყველაფერში პროფესორობას არ ვაპირებ უბრალოდ მინდა, რომ ყველაფერზე მქონდეს ზოგადი წარმოდგენა. ვიცი ეს ძალიან რთული იქნება, რადგან ბევრია შესაცნობი, მაგრამ არაერთხელ მითქვამს, რომ მიუწვდომელს ხშირად ვეპოტინები.

ყურადღება Nino Jackson-ის ბლოგზე სიახლეა!

ბლოგის შექმნა თავდაპირველად გადავწყვიტე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი გულის ჭია გამეხარებინა: მეწერა ყველაფერი რაც გაუხარდებოდა სულს და გულს, მერე აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩემს ბლოგს სხვებიც კითხულობენ მიუხედავად იმისა, რომ მისი რეკლამირებით დიდად არ მომიკლავს თავი, ამის შემდეგ კი გადავწყვიტე საკუთარი მკითხველისთვისაც მეკითხა აზრი, რა აინტერესებდათ, რასთან დაკავშირებით უნდოდათ, რომ მეწერა, დავინტერესდი  ჩემს მიერ დაწერილ რა ჟანრის ნოველას წაიკითხავდნენ და აი დღეს ზუსტად 9 მარტს თავში კიდევ ერთმა იდეამ გამიელვა, რა მოხდება თუ მკითხველსაც მივცემ საშუალებას ჩემს ბლოგზე მათი ნაშრომები გამოქვეყნდეს? დიახ სწორად წაიკითხეთ მათი ნაშრომები.

მგონი ჩემი ბლოგი დაიტევს სხვების ნამუშევრებსაც, ასე რომ შევქმნი კატეგონიას “By My Readers” ნამუშევრები კი მომაწოდეთ Facebook-ზე  : Nino Jackson.

ნაშრომს ავტორის სახელს და გვარს დავაწერ, ასე რომ საავტორო უფლებების დარღვევა ჩემი მხრიდან არ მოხდება. იმედი მაქვს ეს იდეა მოგეწონებათ, გელით!

პატივისცემით Nino Jackson!