თეთრი მოსასხამი (ნაწილი 1)

ჩემო ძვირფასო მკითხველო დაპირებისამებრ ვწერ პიტერისა და ტომის გაგრძელებას, ვიცი ძალიან ბევრი დრო გავიდა მისი ბოლო ნაწილის დასრულებიდან, მაგრამ მინდა გითხრათ რომ არ დამვიწყებია, შეიძლება ითქვას პაუზა ავიღე. ეს ნაწილი ეძღვნება ჩემს მეგობარს, რომელიც სულ ცდილობს ხიფათისგან დამიცვას. იმედი მაქვს მოგეწონებათ.

პიტერმა და ტომმა ლონდონში ჩასვლისთანავე დაიწყეს საცხოვრებლის ძებნა, მალე მორტიმერ სტრიტსზე იქირავეს პატარა სახლი. ერთად ცხოვრების დაწყებიდან პირველივე დღეებში აღმოაჩინეს, რომ იმაზე ბევრად მეტი საერთო ჰქონდათ ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. სასწავლებელში სიარულის დაწყებიდან, მათ დიდი აღტაცებით შეხვდნენ, მათი ამბავი ყველას მოედო, აინტერესებდათ რა და როგორ მოხდა სინამდვილეში, იგებდნენ თავის შესახებ უამრავ ახალ ისტორიას რომელიც ახლოსაც არ იყო სიმართლესთან. ხალხს არწმუნებდნენ, რომ ეს ერთადერთი იყო რაც მათ შეემთხვათ და სხვა მსგავსი ისტორიები მათ შესახებ უბრალოდ აბსურდი იყო, მათ ხომ სწორედ მაშინ გაიცნეს ერთმანეთი.

დაახლოებით ერთი თვის თავზე პომისა და პიტერის შესახებ ყველას ყველაფერი დაავიწყდა. ისინი უბრალოდ ახალი ხილი იყვნენ, რომელიც მერე ყველას მობეზრდა, თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. ტომს და პიტერს ეს ამბავი ახარებდათ, რადგან ზოგი აფსურდული კითხვის დასმისას სიცილის შეკავება აღარ მოუწევდათ.

-ახალი ამბავი გაიგე? -ჰკითხა ერთხელ ჩურჩულით  პიტერმა ტომს, ბიბლიოთეკაში.

-რა ახალი ამბავი? გამოცდებზე? -ჩაეკითხა პიტერი ისე რომ წიგნისთვის თვალი არ მოუშორებია.

-სარა ამტკიცებს, რომ გუშინ აქ ვიღაც თეთრებში ჩაცმული კაცი ნახა, სახე კაპიუშონში ჰქონიდა ჩამალულიო ამბობს.-სხაპასხუპით უპასუხა პიტერმა და ჩუმათ ჩაიცინა.

-აქ? როდის?-სწრაფად წამოყო ტავი ტომმა თან ცხვირზე სათვალე შეისწორა.

-რა შენ გჯერა?-გაოცებული მზერა სტყორცნა პიტერმა.

-და შენ არა? რაში სჭირდება მოტყუება?-გაოცდა ტომი.

-აბათ გამოცდების ციებ-ცხელება სჭირს, რას გაიგებ? -ჩაიფრუტუნა პიტერმა.-მიკვირს რომ არ გაგიგია, მთელი სკოლა ამაზე ლაპარაკობს.

-რაღაც მსგავსს მოვკარი ყური, გოგონები ჭორაობდნენ, მაგრამ მაგათსას ხომ ვერაფერს დაიჯერებს კაცი, ყურაღება არ გავამახვილე.-დაიჩურჩულა ტომმა და წიგნს ჩააშტერდა.

მეტი აღარ ულაპარაკიათ, ბიბლიოთეკარის მტკიცე მზერა არ აძლევდათ უფლებას. მოხუცი გამხდარი  ქალი, მზერით კლავდა იქ მსხდომთ, მზერას მის სიმკაცრეს შეყრილი წარბები და წვრილი მართკუხედის ფორმის შუშიანი სათვალე უფრო ამძაფრებდა.

სახლში მისულებს უამრავი საქმე ჰქონდათ. სახლში ორი ბიჭი ხომ ნამდვილი ქაოსია, თანაც არავინ ჰყავდათ ისეთი ვინც ცოტას მაინც მიხედავდა სახლის დასუფთავებას და სხვა საქმეებს, ამიტომ საფიქრად არ ეცლალათ მექანიკურად აკეთებდნენ საქმეს.

 

Advertisements

მე – მუსიკის მოყვარული

დიდი ხანია ჩემზე არაფერი დამიპოსტავს დღეს რაღაცნაირად მომინდა ჩემი მუსიკალური გემოვნება გამეცნო თქვენთვის, არ ვიცი რამდენად დაგაინტერესებთ მაგრამ მე მთელი სულით და გულით დავწერ, რადგან ეს ჩემი სამყაროა. ალბათ თქვენთვის სულელურად გაიჟღერებს ეს სიტყვები, რადგან სიმღერით არ ვარ გატაცებული, უფრო რომ დავკონკრეტდე სამწუხაროდ ხმა არ მიწყობს ხელს, მაგრამ ალბათ ასეცაა საჭირო, სხვა შემთხვევაში ინდური ფილმივის სასიმღერო ნომერივით, რომ ჩავირთვებოდი რაღა გამაჩერებდა?!

შემოგთავაზებთ მომღერლებსა და ბენდებს რომლებსაც ვაფასებ და მიყვარს. სიმართლე გითხრათ ძალიან გამიჭირდა მათი დალაგება გარკვეული ნუმერაციით, ამიტომ ხშირად ნახავთ ორ ან სამ მომღერალს/ბენდს ერთად.

#10 ბევრი ვიფიქრე ვის შეიძლებოდა დაეკავებინა მეათე ადგილი ბოლოს გადავწყვიტე, რომ ის დაიმსახურა: Marilyn Manson-მა, Katie Melua-მ. ვერ ვიტყვი რომ მენსონის მსმენელი ვარ, მაგრამ არის ის იშვიათი მომენტები, როცა უბრალოდ მინდება მოუსმინო მის სიმღერას მიუხედავად იმისა, რომ ეს იშვიათია მაინც მან დაიმსახურა 10-ე პოზიცია, რაც შეეხება ქეთი მელუას მინდა ვთქვა, რომ ვთვლი ის საუკეთესოა ქართველ მომღერლებს შორის და ერთადერთია ვისაც პირადად ვუსმენ, ამასთან ვამაყობ, რომ ქართველია.

#9 ალბათ ამ პოზიციას Vanessa Mae დაიკვებს, რომელიც ზღაპრულად უკრავს ვიოლინოზე, არასოდეს მბეზრდება მისი მოსმენა, მიუხედავად იმისა, რომ ვიოლინო ჩემი საყვარელი მუსიკალური ინსტრუმენტი არასოდეს ყოფილა. მასთან ერთად მეცხრე ადგილზე დავაყენებდი Bob Marley-ს.

#8 მერვე ადგილს იმსახურებს bei Maejor-ი და  Deepside იგივე (Git Fresh), ვერ ვიტყვი რომ მათ შემოქმედებას სრულიად ვიცნობ, მაგრამ თიტოეულის შემოქმედებიდან მიყვარს ერთი სიმღერა რომელიც უკვე რა ხანია არ მბეზრდება.

 

#7 მეშვიდე პოზიცის განაწილბა კი ცოტა ბევრს მოუწევს : Celine Dion, Lykke Li, Lana Del Ray, whitney Houston, shakira.  სელინ დიონსა და შაკირაზე ბავშვობიდან ვგიჟდებოდი,  რაც შეეხება Whitney Houston-ს Lykke Li-სა და  Lana Del Ray-ს მათი მუსიკა ძალიან პოზიტიურად მოქმედებს ჩემზე.

#6 Elvis Presley, Aerosmith, The Beatles, Queen – მუსიკოსები რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ დაფასებას.

#5 მეხუთე ადგილს მივანიჭებდი  Placebo-ს, მათ აღმოჩენას ჩემს ბიძაშვილს უნდა ვუმადლოვდე, ვერ ვიტყვი, რომ მათ გამუდმებით ვუსმენ, მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ სოლისტის უცნაური ხმა, სიმღერებს თავისებურ ხიბლს სძენს. ამ ჯგუფთან ერთად დავაყენებდი Guns N’ Roses, რომელიც ძალიან მიყვარს.

#4 მეოთხე ადგილი კი ეკუთვნის Jessie J-ს, ადამიანი რომლსაც უხდება ყველაფერი რასაც აკეთებს, მის სიმღერებს შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში ამავსონ პოზიტივით და საცეკვაოდ განმაწყონ. მასთან ერთად Bruno Mars-იც გაიზიარებს მეოთხე ადგილს, თავისი მხიარული სიმღერებისათვის.

#3 და მესამე ადგილის ჯერიც დადგა, იგი დაიკავა  Beyonce-მ და Ciara-მ ვგიჟდები მათ სტილზე, ორი არაჩვეულებრივი მომღერალი, უბრალოდ მოუსმინეთ და დატკბით.

#2 მეორე ადგილს იკავებს ჯგუფი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ვიპოვე და უკვე მათით აღფრთოვანებული ვარ, მინდა სიამაყით  წარმოგიდგენოთ ჩემი ახალი აღმოჩენა –  Hanson, უკვე წლებია რაც ჯგუფია არსებობს, მათი ყველაზე ცნობილი სინგლია Mmmbop რომელიც 1997 წელში ჩაიწერა. .  მაშინ ისინი პატარები იყვნენ სიმღერამ კი მალევე მოუტანათ დიდი წარმატება. ჯგუფი ძირითადად მღერის პოპ-როკს, მის სემადგენლობაში კი არიან ძმები ტეილორ, ისააკ და ზაკ ჰენსონები.

dfadfdf

#1 ალბათ დაფიქრებაც არაა საჭირო, იმის გამოსაცნობათ თუ ვის ერგო პირველი ადგილი, რა თქმა უნდა ყველა დროის ყველაზე დიდ ვარსკვლავს – Michael Jackson-ს, მისი სიმღერები რომ არა არ ვიცი რით უნდა მეცოცხლა, ალბათ გავნადგურდებდი, მილიარდჯერ გავიმეორებ , რომ ჩემთვის ყველაფერში ნომერი პირველია, მე არ ვაფასებ მას მხოლოდ როგორც მუსიკოსს, მე მიყვარს მისი პიროვნება, ადამიანი რომელმაც შეცვალა სამყარო და ჩემი ცხოვრება, ის პირველ ადგილზე ბევრად მეტს იმსახურებს.

michael-michael-jackson-25237761-827-1047.jpg

მის მუსიკასთან სიტყვები ზედმეტია, უბრალოდ დატკბით.

პ.ს მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს ჩემთვის მუსიკა, რომელიც ბერდება, ძალიან მიყვარს ძველი ჰიტები და ხსირადაც ვუსმენ.