თეთრი მოსასხამი (ნაწილი 3)

დღე ჩვეულებრივ დაიწყო, არაფრით გამორჩეული ლონდონური დღე გათენდა მორტიმერ სტრიტზე. პიტერი ცოტა დაბნეულივით იქცეოდა თითქოსდა ნანობდა გუშინდელ თავის გამოხტომას.

 

სამზარეულოში უხმოდ ფუსფუსებდნენ, ამდენხნიანმა მარტო ცხოვრებამ გემრიელობების დამზადებაში ორივე მათგანი დაახელოვნა. რომ ამბობენ ხოლმე, მამაკაცები უკეთესი კულინარები არიანო, აი მათ შეხედავდი და დარწმუნდებოდი ამ ფრაზის სიმართლეში. მხოლოდ ერთი თვალის შევლებაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ გეთქვა მათ ამ საქმეში კონკურენციას სუსტი სქესი ვერ გაუწევდა.

სულ მალე მაგიდა ორ კაცზე გაშალეს. დასხდნენ მაგრამ ისევ ნისლივით იწვა დუმილი მთელს სახლში. დუმილი ფიქრს ნიშნავდა, ფიქრი კი – ახალ თავის სატკივარს.

სასწავლებელში შესვლისას ტომი და პიტერი უსიტყვოს დაშორდენ ერთმანეთს, მათი პირველი საგანი ერთმანეთს არ ემთხვეოდა. დრო ნელა გადიოდა როგორც იქნა ბოლო საგნის დრო მოვიდა, აი იმ საგნის სარას ტომს და პიტერს ერთად, რომ უნდა ჰქონოდათ…

-სარა არაა? -წარმოთქვა დაუგეგმავად, ისე რომ ამ სიტყვებს თვითონაც არ ელოდა. ზედმეტად ბევრი იფიქრა მის პრობლემაზე, კიდევ უნდოდა მისგან მოესმინა რამე, ამ რამეს უფრო სიმართლე ერქვა.

მასში ცხოვრობდა დეტექტივი, მაგრამ ეს თავადაც არ იცოდა, დიახ მას დეტექტივის ალღომ უკარნახა რომ სიმართლე სარას სიტყვებს მიღმა იმალებოდა, რატომ დამალა? ნუთუ მართლა  ეშინოდა იმის რასაც შემდეგ მასზე იტყოდნენ? ან იქნებ სულ სხვა მიზეზი გახდა ამ ყველაფრის თავი და თავი? ამის თქმა ისევ მხოლოდ მას შეეძლო, მაგრამ ის იქ არ იყო.

ტომის უკან მიმავალმა პიტერმა ხმამაღლა გადაიხარხარა.

-მგონი შენ მაგ გოგომ ზედმეტად გაგიტაცა უთხრა ხმადაბლა.- როცა უკვე ზუსტად მის გვერდით აღმოჩნდა.-მე ხომ იცი ვერ გამომაპარებ.-თქვა და უშედეგოდ სცადა სიცილი შეეკავებინა.

მეგობრის რეპლიკას თავი აარიდა ტომმა და უკანმ აედევნა პიტერს, რომელიც უკვე რამდენიმე ნაბიჯით უსწრებდა.

-დღეს აქ არ ყოფილა? -ჩაეკითხა ის.

-მოგწონს?-თავისი გააგრძელა პიტერმა, ისე თითქოს მეგობრის კითხვა არც გაუგია.

-მიპასუხებ? ეს მნიშვნელოვანია.- კილო შეეცვალა ტომს.

-ანუ კი.-გადაიხარხარა პიტერმა. -არა არ ყოფილა.

ტომმა ისევ წაუყრუა მაგოობარს და მის გვერდით დაჯდა. სასწავლო პროცესი ზუზუნივით ჩაესმოდა ყურში.

საღამოხანს სახლში მისულმა ჩანთა ამოალაგა, იმ იმედით რომ წიგნებზე ადაიტანდა ყურადღებას. წიგნიდან რომელსაც ის ბოლოს კითხულობდა ფურცლის ნაგლეჯი ამოვარდა.

მის დამწერს როგორც ჩანს ძალიან ეჩქარებოდა, გაკრული ხელით მაგრამ არც ისე ულამაზო ასოებით ეწერა “გთხოვ დამეხმარე”.

Advertisements

თეთრი მოსასხამი (ნაწილი 2)

მთელმა კვირამ ჩვეული რიტმით ჩაიარა, არაფერი განსაკუთრებული, ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა, მოსაბეზრებელ ერთფეროვნებაში პატარა ერთი შეხედვით სასაცილო უცნაურობა ყველას მიავიწყდა, აღარავინ საუბრობდა  სარაზე და მოჩვენებაზე.

10531051_723482947707722_1122777788_n

ტომი და პიტერი დიდ დროს ატარებდნენ სასწავლებელში, საღამოსაც რჩებოდნენ, რომ ბიბლიოთეკაში მოეხერხებინათ ყოფნა, გაკვეთილების შემდეგ პირდაპირ სიმყუდროვეს მიაშურებდნენ და იქ ყოფნით ტკბებოდნენ. სასწავლებელი როცა ხალხისგან დაიცლებოდა, უფრო კარგ ადგილს ვერც კი იპოვიდით განათლების მისაღებად, სიმშვიდე საშუალებას იძლეოდა კონცენტრირება სწავლაზე მოეხდინათ.

ბინდდებოდა, როცა მათ ბიბლიოთეკას მიაშურეს, ტომი მეგობარს ჩამორჩა ერთ-ერთ კაბინეტში ჩანაწერები დარჩენოდა, ამიტომ უკან დაბრუნება მოუწია, ის ის იყო კარებს აღებდა როცა ბნელი ოთახიდან ვიღაც გამოვარდა, ტომმა  ძლიერი დარტყმა იგრძნო და დაბლა აღმოჩნდა.

თვალები რამდენჯერმე მაგრად დახუჭა და გაახილა, მის წინ სარა იჯდა, უზარმაზარ წიგნს დაწვდომოდა და უკვე დგებოდა.

-ბოდიში ვერ დაგინახე.-ჩუმად ჩაილაპარაკა გოგონამ.

-ჩემი ბრალია, ჩაფიქრებული მოვდიოდი.- ჩაიბურტყუნა ტომმა, მის ხმაში ოდნავი სიხარული იგრძნობოდა, დიდი ხანია იმ ამბებზე სარასთან სასაუბრო საბაბს ეძებდა და აი ისიც, ტუზი დაეცა.

-არაუშავს, არაფერია. – წაასვლელად მოემზადა სარა.

-შენთან ლაპარაკი მინდოდა.-სიტყვები დაეწიენ უკვე ზურგით მდგარს.

ნელა ზოზინით შემოტრიალდა, ისე თითქოს უკვე მიუხვდა რაზე საუბარიც სურდა ტომს, ვინ არ მიხვდებოდა ტომი და პიტერი ხომ სასწავლებელში შარის მოყვარულთა სიაში გამუდმებით ტოპ 10-ულში დომინირებდნენ. რათქმაუნდა ის უცნაურობა აინტერესებდა, სხვა რა უნდა ყოფილიყო.

-რაზე? – იკითხა იმ იმედით, რომ რასაც ელოდა იმ პასუხს არ მოისმენდა.

-იქნებ ბიბლიოთეკაში ან კაფეტერიაში წავსულიყავით, ცოტა გაგვეწელოს შეიძლება საუბარი და აქ დგომა…

-კარგი.-დათანხმდა გოგონა, აზრი არ ჰქონდა ერთხელ მაინც მოუწევდა ამ თემაზე საუბარი, თანაც ტომი ზუსტად იმ ადამიანად მიაჩნდა ვისაც ამ ამბავს სიხარულით გაუზიარებდა და იმედიც ექნებოდა, რომ ის რამე რეალურ ახსნას მოძებნიდა.

დერეფანს უხმოდ გაუყვნენ მალე უკვე მაგიდასთან ისხდნენ, ბიბლიოთეკაში პიტერმა შეამჩნია ისინი მაგრამ რადგან დაინახა ტომი მარტო არ იყო გადაწყვიტა თვალი შორიდან ედევნებინა და ახლოს არ მისულიყო.

საუბარი არც ისე დიდხანს გაგრძელდა, გოგონა ცდილობდა აეხსნა ტომისთვის, რომ გადაღლილი იყო, და შეიძლება მისი მოჩვენებაც ამან გამოიწვია არ უნდოდა ვინმეს ეფიქრა, რომ მისი მშობლების ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ ფსიქიკა შეერყა, ეს ასე არც იყო.

ტომს ბევრი ვერაფერი მისცა სარას საუბარმა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ მის თავს რაღაც ხდებოდა, თვითონაც არ იცოდა, რატომ უბრალოდ სურვილი ჰქონდა მას დახმარებოდა, ძალიან უნდოდა დაეცვა სუსტი არსება რომელიც მის წინ იჯდა და თვალებით იგივეს ევედრებოდა. გულის სიღრმეში სარას უნდოდა დაეჯერებინა, რომ ეს ჰალუცინაცია იყო, მხოლოდ გადაღლილობისგან გამოწვეული ჰალუცინაცია, მაგრამ ამის თავადაც არ სჯეროდა და ტომს, ხომ საერთოდ ვერ დააჯერებდა.

სახლში ისე დაბრუნდნენ, ტომს პიტერისტვის სიტყვა არ უთქვამს სარასთან საუბრის შესახებ, პიტერიი კი ელოდებოდა მეგობარს როდის წამოიწყებდა თავად საუბარს, მაგრამ ბოლოს მოთმინება გადაეწურა.

-სარას რაზე ელაპარაკებოდი? – იკითხა მან.- თუ საიდუმლო არაა.-დააყოლა ბოლოს გამომწვევი ღიმილით.

-მოჩვენებაზე.

-შენ რა, ამის გჯერა?-თვალები გაკვირვებისგან დაჭყიტა პიტერმა.

-და შენ რა გგონია სარას ჭირდება მოგვატყუოს და თავი გიჟად გამოაცხადოს? – სათვალე შეისწორა ტომმა.

-როგორ ექომაგები. – ჩაიხითხიტა პიტერმა.- შენ რა ხომ არ მოგწონს?-თქვა და კრესლოში სიცილისგან მოიგრიხა. შემდეგ ტომის გასამწარებლად დაიმანჭა და კოცნის ხმები გამოსცა, სასაცილო სანახავი იყო, მაგრამ ტომს სულაც არ ეცინებოდა, მეგობარს გაუყრუა და დასაძინებლად წავიდა.