“რეცენზია” ქართველთა შესახებ

უწინაც ვთქვი და კიდევ ვიტყვი, ჩვენ ქართველებს, ყველაფერის გადაჭარბება გვიყვარს, სულ ყოველთვის ყველაფერი ზედმეტი მოგვდის ჭამაც, დალევაც, სიმღერაც, ხუმრობაც, ჩხუბიც და მოკლედ ქართული ტრადიციებიც ამ ჩვენი ზედმეტობის სიყვარულზეა აგებული.

ალბათ უფრო ქართველთა პრობლემას დავარქმევდი ე.წ. სტუმართმოყვარეობას რომელიც სინამდვილეში ნიღაბია ჭამა-სმის სიყვარულისა. ჩვენს ქვეყანაში ქეიფი ყოველდღეურობაა, ვჭამთ და ვსვავთ ყველგან სადაც კი მაგიდის დადგმა შეიძლება. საჭმელს არ ვივიწყებთ ოცნებასშიც კი, ჩაატარეთ ექსპერიმენტი და თქვით საზოგადოებაში „რა კარგი იქნებოდა ახლა ტყეში კოცონის გარშემო რომ ვისხდეთ“ ვიღაც აუცილებლად წამოაყრანტალებს, „კოცონი ტყეში და  მწვადი მმმ..“ ხო,  ვერ შეგედავებათ კაცი,  ტყეში „მწვადაობა“ მართლაც ერთი სიამოვნებაა, მაგრამ ეს კონკრეტული მაგალითია, უნდა ვაღიაროთ რომ ქართველთა უმეტესობა ძილშიც კი ქეიფზე ოცნებობს.

ყველასთან  მოგვაქვს თავი ჩვენი სუფრის კულტურით და მაინც რაში მდგომარეობს ეს ყოველივე?  მთავარი ატრიბუტი გახლავთ თამადა, რომელიც წესით უნდა იყოს მჭერმეტყველი, სუფრის ირგვლივ მჯდომნი უნდა უსმენდნენ მას, მოკლედ ის უნდა წარმართავდეს მთელს სუფრას. რეალურად კი სულ სხვა სურათი გვაქვს: თამადა არის არა მჭერმეტყველი – არამედ რაც შეიძლება დიდი ღიპის პატრონი, ზეპირად იცის ოციოდე სადღეგრძელო და ძნელად თვრება. თამადას რეალურად ევალება ჩემოდანივით მოხსნას პირი და რაც შეიძლება მეტი ღვინო გადაუშვას თავის სათუთ ღიპში, თუ ძალიან მაგარია „განსხვავებულსაც“ მოითხოვს რომელიც ან დიდი  ზომის სასმისია ან დიასახლისის ფეხსაცმელი.

ქართული ქორწილი ფენომენალური მოვლენაა, მე მას დავარქმევდი „გამოპრანჭულ ჭამას“ რადგან მთელი პროცესი მიდის სუფრის ფონზე თავისი სადღეგრძელოებით, მაგრამ თამადას არავინ უსმენს.  სტუმრები – ზუზუნებენ და არჩევენ რა აცვია მათ გვერდით მჯდომს, ან როგორ ჭამს გვერდით მაგიდაზე ის მსუქანი ქლბატონი, ვიღაც უკვე გვარიანად გამოთვრა და სახლშია წასაღები, ვიღაცას ცოლი ეჩხუბება „მანქანით ხარ, რაღა მოგივიდა მეტი არ დალიოო“, მოკლედ სუფრაზე სრული ქაოსია. ნეფე-პატარძალი მეჯვარეებთან ერთად ცალკე მაგიდაზე ზის. პატარძალი ნაძალადევად იღიმის, რადგან კორსეტი რომელიც იმ იმედით იყიდა, რომ ორ კვირაში გახდებოდა საშინლად უჭერს და კაბაზეც გამუდმებით ფეხს იდგავს. ნეფეს ერთი სული აქ როდის დასრულდება ყოველივე, რომ ბოლოს და ბოლოს ეს სულელური ჰალსტუხი მოიხსნას. არადა სულ ადვილი იქნებოდა ეს ყველაფერი ალაფუშეტის სტილში გადაეწყვიტათ და ჭამის ნაცვლად ეცეკვათ ან ესაუბრათ, ახლა პირს არ ცალია, სუფრაზე სხედან და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი საჭმელი ნთქან. ჰო და სულ დამავიწყდა ქორწილის ტრიუმფალური მომენტი – მოყვრების ჩხუბი, რომელიც ერთგვარ ტრადიციაში გადაიზარდა და ქორწილს უფრო ეშხიანს და აზარტულს ხდის.

ქართული დატირება და გასვენება კი უფრო ირონიაა ვიდრე რაიმე დრამატული მოვლენა. იმის ნაცვლად რომ მიცვალებულის მიმართ მოწიწება გამოიჩინონ, მის გარშემო სხედან და ეხვეწებიან „ ადექი შენებურად დატრიალდი სტუმრებს დახვდიო“ არა ხალხო, ეს ირონიაშიც არ „გადის“, რაღაც საშინლად დამთრგუნველი პროცესია და პლიუს დამცინავი. ძალიან კარგად იციან ეს აღარაფერს უშველის, მაგრამ აბა ესე რომ არ თქვან, ხალხი რას იტყვის? ხომ იტყვიან არ ყვარებიათ ის საცოდავიო, კივილის ხმაც კი არ გამოდის სახლიდანო?!  რაც უფრო ხმამაღლა ვიკივლებთ და ხმამაღლა დავიტირებთ მით უფრო ძვირფასი ყოფილა ეს ადამიანი, თმები უნდა დავიგლიჯოთ, სახე ჩამოვიხოკოთ და დავსვათ უამრავი შეკითხვა, რომელსაც პასუხი არ აქვს მაგ. : „ სად მიგეჩქარებოდა?“, „რატომ დამიტოვე ბოვშები ოლად?“ და კიდევ სხვა მათნაირები. მიცვალებულთან შესულნი გოდებით შემოუვლიან მას და კარგად ჩაატირებენ, ისე რომ სულ უცნობსაც შეიძლება თვალზე ცრემლი მოადგეს მათი ტანჯვის შემყურეს, იქიდან გამოსულები კი ერთმანეთში გადაილაპარაკებენ „დაინახე იქით ოთახში რა არეულობა იყო?“ ან „ ახალი ფარდები შეამჩნიე?  კარგი მატერია კი იყო, მაგრამ რა ეფარდებოდათ ახლა, მთასავით კაცი წაიქცა.“. გასვენება კი გვირგვინდება ქელეხით , რომელიც ქართველთა ჭამა-სმის სიყვარულს კიდევ ერთხელ  უსვავს ხაზს და გასვენებიდან დაბრუნებული ყვება თუ როგორი ზღაპრული შილა-ფლავი ჭამა და იფ-იფ რა კარგი სუფრა იყო. მე ვფიქრობ, რომ არავითარი სუფრა არაა საჭირო და არც ეს უაზრო დატირება, უფრო კორექტული იქნება Memorial-ის გაკეთება სადაც ტრიბუნასთან ყველა მოიგონებს გარდაცვლილთან რა მოგონებები აკავშირებდა და ამის შემდეგ მოხდება დაკრძალვა.

მთავარი ქართული პრობლემა კი არის გენდერული თანასწორობა რომელიც თეორიულად არსებობს, პრაქტიკულად კი – ოცნებად რჩება. ქართველ კაცებს უნდათ, რომ ქალი მათ საკუთრებას წარმოადგენდეს, რომ ქალმა აკეთის ის რასაც ისინი იტყვიან და რომ „ქალი ვიცი მე კუხნაში“. ქალებიც მათ  ემორჩილებიან, იმიტომ რომ ოჯახს ვერ დაანგრევენ, რადგან მერე „ხალხი რას იტყვის“. ოჯახში ძალადობაც უპასუხოდ რჩება, მხოლოდ იმიტომ რომ „ხალხი რას იტყვის“  ეს კი ჩვენვე ვიხილეთ, როგორ ფატალურ შედეგამდეც შეიძლება მივიდეს. თუ ქვეყანაში გენდერული თანასწორობა მენტალიტეტში არ გაზავდება, შეუძლებელია რამე გვეშველოს, რადგან იმ პრიმიტიული შეხედულებით რომ „მე კაცი ვარ და რასაც მინდა იმას ვიზავ“ და რომ „ მე კაცი ვარ და ამიტომ ჩემი სიტყვა კანონია“ ჩვენ შორს ვერ წავალთ.

 

პ.ს. ეს არის ჩემი აზრი, იმედი მაქვს ჩემს აზრს პატივისცემით მოეკიდებით და მაინც თუ ვინმე გამოხტებით კომენტარით „მარტო ცუდს რატომ ხედავთ ქართველებში?“ მითხარით რა არის კარგი, რომ დავინახო!

Advertisements

8 thoughts on ““რეცენზია” ქართველთა შესახებ

  1. გეთანხმები, აი, საერთოდ ყველაფერში. ქართველები რომ განვითარებისგან შორს ვართ ეს ფაქტია :დ P.S. ბოლო ფრაზა მომეწონა :დდდ ❤

  2. ასეთივე რეცენზიაა ილიას ‘კაცია ადამიანი?!’… არდაზიანის ‘სოლომონ ისაკიჩი’…
    ჭილაძის ‘ყოველმან ჩემმა მპოვნელმან’… ‘გზაზე ერთი კაცი მიდიოდა’..
    “ჩვენისთანა ბედნიერი /და ‘ტრადიციებით მდიდარი/ არის განა სადმე ერი?!”
    P.S..
    ამიტომ წიგნის „იგავნი სოლომონისა“ პირველი ნაწილის დასკვნაში მოცემულია გაფრთხილება: „ღვთისგმობელის [დამცინავის, აქ] დამრიგებელი დამცირებას იხვეჭს, ბოროტეულის მამხილებელი — შეურაცხყოფას; ნუ ამხილებ ღვთისმგმობელს [დამცინავს, აქ], თორემ შეგიძულებს“ (იგავნი 9:7, 8ა)
    .იგავები 9:7, 8
    7 ვინც დამცინავს შეცდომაზე უთითებს, სირცხვილს იხვეჭს, და ვინც ბოროტს შეაგონებს, ნაკლი აქვს. 8 ნუ შეაგონებ დამცინავს, რომ არ შეგიძულოს. შეაგონე ბრძენი და შეგიყვარებს.
    /ბიბლია, აქ/
    w01 5/15 გვ. 28-31 – საგუშაგო კოშკი — 2001
    1 მეფეები 22:8
    8 უთხრა ისრაელის მეფემ იეჰოშაფატს: „არის კიდევ ერთი კაცი, მიქაია, იმლას ვაჟი, რომლის პირითაც შეიძლება დავეკითხოთ იეჰოვას, მაგრამ მძულს იგი, რადგან კარგს არაფერს მეუბნება, ჩემზე სულ ცუდს წინასწარმეტყველებს“. იეჰოშაფატმა კი მიუგო: „ნუ ამბობ ამას, მეფეო“.
    იგავები 15:12
    12 დამცინავს არ უყვარს შემგონებელი, ის ბრძენებთან არ მივა.
    იგავები 23:9
    9 სულელს ნურაფერს ეტყვი, რადგან მაინც არაფრად ჩააგდებს შენს გონივრულ სიტყვებს.
    მათე 7:6
    6 ნურასოდეს მისცემთ წმინდას ძაღლებს, ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით ღორებს, რათა ზედ არ შედგნენ, მერე თქვენ არ შემოგიბრუნდნენ და არ დაგგლიჯონ.
    იგავები 26:4
    4 სულელს მისი უგუნურებისამებრ ნუ უპასუხებ, შენც მისნაირი რომ არ გახდე.
    /ბიბლია, აქ/
    more-www.jw.org

  3. ნინ, ძვირფასო, რო მოტყდე გრა?ურჯისტანიდან არა? შენისთანა საშუალო აიქიუიანი ტიპი თუ მოგვცილდება, არაფერი არ დაგვაკლდება. ასევე, როგორც ყველა გურჯი ქალი შავთმიანი და ყავისფერ თაველაბა ხარ (მეზიზღება ქართველი ქალების გარეგნობა)., მოგვშორდი 🙂

    • da sxvatashoris chemi azris dafiqsirebistvis aranairi ufleba ara gaqvs momixsenio rogorc “საშუალო აიქიუიანი ტიპი”
      mere meore “მეზიზღება ქართველი ქალების გარეგნობა “es fraza arsad ar damiweria )))
      da mesame “არაფერი არ დაგვაკლდება” mase darwmunebulic nu iqnebi ssayvarelo :**

  4. კივილზე იდეა მომივიდა. ხმა ჩაიწერონ და ისე გაუშვან ხმის გამაძლიერებლით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s