ხევისბერი გოჩას ტრაგედია

“ხევისბერი გოჩას” თითოეული პერსონაჟი ხევის ტრადიციების ერთგულია. მიუხედავად ამისა, ყოველი მათგანი თავისებურად არღვევს თემის კანონს.” წერს ჩვენი წიგნის ავტორი, მინდა დავიწყო იმით, რომ მე მას ვერაფრით დავეთანხმებოდი, ისინი არა ხევის კანონის ერთგულნი, არამედ მისი მსხვერპლნი არიან!

თემის სათაური სულ სხვა რამეს მთხოვს, მაგრამ იმხელა პროტესტი დამიგროვდა ამ ნაწარმოების მიმართ, სად წავიღო აღარ ვიცი, ჰოდა ვიფიქრე აქ დავწერ-თქო. ასე, რომ თუ შენ, მკითხველო ელი “ხევისბერი გოჩას(პერსონაჟის) ტრაგედიას” მინდა გითხრა, რომ ამის წაკითხვა შენთვის დროის კარგვა იქნება და მეტი არაფერი, რადგან მე ახლა ვწერ, “ხევისბერი გოჩას” (როგორც ნაწარმოების) ტრაგედიას.

ვიცი ახლა გამკიცხავთ ამისთვის, რადგან მე ვინ ვგდივარ ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოები დავიწუნო, მაგრამ ნუ აჩქარდებით, მე მთელი ცხოვრება წინ მაქვს და რა იცით იქნებ ვგდივარ კიდეც ისეთი, რომ მის ნაწარმოებს კრიტიკა დავუწყო.

ნაწარმოების ტრაგედია იწყება სრულიად დასაბამიდან, პირველსავე გვერდიდან, ავტორის ენა აქედანვე აშკარაა, რომ მთელი ნაწარმოების განმავლობაში გულს გაგიწვრილებთ. ეგ იქით იყოს და საშინელი პროტესტი გამიჩნდა ნაწარმოებში ძიძიას გამოჩენისთანავე. ვფიქრობ 16 წლის გოგო არ შეიძლება თხოვდებოდეს, ამ დროს მისი პიროვნება  და მისი პიროვნული “მე”-ც კი არაა ჩამოყალიბებული. ავტორი ამასთან საკმაოდ კარგად აღწერს რას გრძნობდა ამ დროს იგი, როგორ აშინებდა მომავალი, თქვენი არ ვიცი და მე დამებადა კითხვა – რატომ? ასე ძნელი იყო უბრალოდ ეკეთებინა ის, რაც უნდოდა და არა ის, რაც მის ირგვლივ მყოფთ უნდოდათ.

ნაწარმოებში შემდგომი მნიშვნელოვანი ეტაპია ხელისმომკიდეს გამოჩენა, მოხუცი ძიძიას აბარებს ონისეს და მისგან ითხოვს რომ დაიცვას იგი, იყოს მისთვის ძმა და ძმაზე მეტი, აქ კი ავტორი იწყებს მკითხველის წინასწარ შემზადებას, ონისესა და ძიძიას გრძნობაზე ერთმანეთის მიმართ. რატოღაც მგონია, რომ ეს ზედმეტად აქვს გაწელილი, ამასთან კიდევ მეორედ ჩნდება კითხვა რატომ, თუ კი მიხვდა, რომ ამ ქალმა ასე დაახვია თავბრუ რაღას ეფიცება ძმობას? მოკლედ რომ ვთქვათ ერთი პერსონაჟის სულელურ ნაბიჯს, მეორე პერსონაჟის სისულელე მოყვება, ამ ნაბიჯებით უკვე ჩანს რომ ავდივართ კლდეზე და ნაწარმოების ბოლოს ვიქნებით ხრამში. აქედან მოყოლებული ალექსანდრე ყაზბეგი აღწერს თუ რა ხდება ონისეს თავს, სიმართლე გითხრათ ესეთი აღწერილობა ცოტა არ იყოს და ბანალურად მეჩვენება, ერთი და იგივე სიტყვების რახა-რუხი რა საჭიროა ვერ გამიგია,  გავიგეთ, რომ ათრთოლდა და თავს ბრუ დაეხვა. ნწ, ნწ საბრალო ონისე!

არ ძალმიძს, არ გამოვყო ავტორისეული ბუნების აღწერა, ამას ალბათ უფრო შევადარებდი  ჯაყ-ჯაყა მატარებელს, რომელიც მიდის, მიდის, მიდის და ამას ბოლო არ უჩანს.

იმედი ბოლოს კვდებაო, ამბობენ, მეც ნაწარმოების ბოლომდე მქონდა რაღაც პატარა იმედი, რომ ამდენი სისულელეის მერე ერთი სულ პაწაწინა საღი აზრი მაინც გაიელვებდა მასში, მაგრამ შენც არ მომიკვდე!

ხევისბერმა გოჩამ მოკლა საკუთარი შვილი, ისე , რომ  ხელიც არ აკანკალებია. პირველი რაც ამაზე შეიძლება ითქვას – ეს აფსურდია ფსიქოლოგიურად დალაგებული ადამიანის მხრიდან, აქ კი ჩემი პატარა თეორია იჩენს თავს ნუთუ ბოლო მომენტში გოჩა გაგიჟდა?! ბოლოს ის ონისეს ეუბნება “მოძმეთ მოღალატე სიცოცხლს ღირსი არ არის!”, აქედან გამომდინარე, მან ხალხში შვილს ბრალი დადო ღალატში, მაგრამ ეს არ იყო ღალატი ერისა, ან მოძმეთა, ეს იყო ღალატი თვითონ გოჩასი. აქ გამოაშკარავდა მისი ეგოიზმი, მან ხალხის აზრი არჩია საკუთარ შვილს, თუ ვივარაუდებთ, რომ იგი შვილის მიერ იმედგაცრუებამ გააგიჟა მაინც ვერ მივალთ ნორმალურ ახსნამდე, რამეთუ მან ონისე მოკლა მხოლოდ იმის გამო რომ სუფთა სინდისით ევლო ხალხში, რომ მას აღარ შეერცხვინა, მოკლედ მკითხველო ბევრი ვიფიქრე და ამის მეტი დასკვნა ვერ გამოვიტანე.

რაც შეეხება დამნაშავეს, მთავარი დამნაშავე აქ ძიძიაა, ჯვრისწერის დროს მას უბრალოდ შეეძლო ეთქვა “არა” ასე დაიხსნიდა თავსაც, გუგუასაც, ონისესაც და გოჩასაც, ანალოგიურად ონისეს შეეძლო ეთქვა თავისი გრძნობების შესახებ და ამით ყველას იხსნიდა, მაგრამ მოცემულ შემთხვევებში ვაწყდებით ერთსა და იმავე დილემას, რომელსაც ხალხის აზრი ჰქვია.

ნაწარმოები ამობს : გადავაყოლოთ ყველაფერი ხალხის აზრს!

Advertisements

One thought on “ხევისბერი გოჩას ტრაგედია

  1. ერთადერთი რაც მჭირდებოდა ეს იყო ის, რომ ჩემი აზრის ადამიანი მეპოვა ამოდენა საზოგადოებაში. თანაკლასელებმა და თვით პედაგოგმა 21-ე საუკუნეში გამაკრიტიკა იმისათვის, თუ როგორ გავაკრიტიკებ ალ. ყაზბეგის ნაწარმოებს. ჩემს ყველა მტკიცებაზე და აზრზე მხოლოდ იმითი მპასუხობდნენ, რომ ხევი და მაშინდელი ცხოვრება მოითხოვდა ასე ყოფილიყო. ფსიქიკურად გაწონასწორებულმა ადამიანმა, ვერ ვიაზრებ, საკუთარი შვილი, საკუთარი სისხლი და ხორცი როგორ უნდა გასწირო. ვინ ხარ რომ ღვთის მოვლენილ არსებას სიცოცხლე მოუსწრაფო… არცერთი ზნეობრივი მორალით არაა ეს გამართლებული… რაც შეეხება ძიძიას, როგორც თქვით, როგორ შეიძლება 16 წლის გოგო გაათხოვო და ავტორმა მას სრულად მოწიფული ახალგაზრდა უწოდო. 16 წლის, ეს ხომ ბავშვია, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი და გარდატეხის ასაკში მყოფი, რომელსაც გონება არეული აქვს,.. ეს აფსურდული ნაწარმოები, ვფიქრობ, ვერაფერს ასწავლის ბავშვებს უზნეობის და სისასტიკის გარდა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s