გოგონა, რომელსაც პოპის მეფე ძალიან უყვარდა…

თქვენს წინაშეა მკითხველის მიერ მოწოდებული მეოთხე ნაშრომი “გოგონა, რომელსაც პოპის მეფე ძალიან უყვარდა…” ავტორია სალი პატარაია. (Moonwalker)

– გთხოვ, მამა… გემუდარები მიყიდე ბილეთი… გთხოვ… – ხტუნვით და კისრის წევით ეხვეწებოდა მამას კონცერტის ბილეთს.

– არ ვიცი… იქ მარტო როგორ წახვალ? უამრავი ხალხი იქნება… – თავი გააქნია მაღალმა, შუა ხნის კაცმა.

– საკუთარ თავს მივხედავ, უკვე 18 წლის ვარ. თანაც ხომ იცი, ეს ალბათ, მისი ბოლო ტურნე და ჩემი ბოლო შანსია… ამ დღეზე ბავშვობიდან ვვოცნებობ… მამა… – სიტყვები ცრემლებმა გააწყვეტინეს, წაბლისფერი თმა ლოყებზე ჩამოეშალა და ცრემლები თმის ღერებზე დაეკიდა.

– ვიცი, რომ ძალიან გიყვარს… – ამოიოხრა კაცმა. – მაგრამ ის ხომ ჩემზე უფროსია? თანაც თითქმის ოცი წლით… – თვალები გადაატრიალა.

გოგონამ ცრემლებით დასველებული სახე ასწია და მამას წყენით შეხედა.

– ასაკს არ აქვს მნიშვნელობა… – ჩაიბუტბუტა. – მე მინდა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახო… – ისევ ცრემლები წასკდა და ტახტში მოწყვეტით ჩაეშვა.

კაცმა ისევ ამოიოხრა და გვერდით მიუჯდა.

– კარგი… – თმაზე ხელი გადაუსვა და ცრემლები შეუმშრალა. – ნუ ტირი! გიყიდი მაგ ბილეთს…

– მართლა? მართლა მამა? – სიხარულით ფეხზე წამოხტა და მამას ჩაეხუტა.

– მართლა, დღესვე გიყიდი. – მამა სიცილით დაპირდა და მუხლებში ჩაისვა.

– გმადლობ, მამა. – ამჯერად სიხარულისგან ატირდა. – ძალიან მიყვარხარ.

Continue reading

Advertisements

სამოთხის კარიბჭე

თქვენს წინაშეა მკითხველის მიერ მოწოდებული მესამე ნაშრომი “სამოთხის კარიბჭე” ავტორია სალი პატარაია.

ხშირად ვმდგარვარ სულისა და სხეულის გზაგასაყარზე, მაგრამ  ეს გზა არასოდეს ყოფილა ისეთი ნათელი და რეალური, როგორიც ახლა… ცხოვრება რომ ხანმოკლე იყო და სასიამოვნოს არაფერს მიქადდა, ეს უკვე დიდი ხნის წინ მქონდა გააზრებული, მაგრამ ასე ხანმოკლესაც არ ველოდი… და ალბათ სწორედ ამიტომაა ამის კიდევ ერთხელ დამოწმება  ძალიან მტკივნეული… ეჭვიც არ მეპარება, სულ რამდენიმე თვის ან, თუნდაც, კვირის სიცოცხლე დამრჩა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ დამიწყია ცხოვრება. არ დამიწყიაო ვთქვი? მე ახლა 25 წლის ვარ, წესით ჩემი ცხოვრების მესამედზე მეტი უნდა მქონდეს გავლილი, მაგრამ უკეთესი იქნება თუ არსებობას ვიტყვი… რადგან ვერ მოვასწარი გამეგო, რას ნიშნავს ცხოვრობდე… ჩემი დიაგნოზი იოტისოდენა ეჭვსაც კი არ იწვევს, ყველაფერი ნათელია… სიმსივნე ჩემში ფესვებს იდგამს და შიგნიდან მჭამს, მანადგურებს, სიცოცხლის იმ უკანასკნელ ნაგლეჯს მართმევს, რაც უფალმა მომამადლა… ასეთი ყოფილა ჩემი ბედი, მე არაფრის შეცვლა არ შემიძლია, მხოლოდ უაზრო მკურნალობაზე ვამბობ უარს და დარჩენილი არსებობის ნორმალურად გატარებას ვაპირებ…

Continue reading

ვერსად ვერ იგრძნობ თავს მარტოსულად, როგორც ხალხის გარემოცვაში, თუ ეს ხალხი….

თქვენს წინაშეა მკითხველის მიერ მოწოდებული მეორე ნაშრომი “ვერსად ვერ იგრძნობ თავს მარტოსულად, როგორც ხალხის გარემოცვაში, თუ ეს ხალხი…” ავტორია ანი ჩიხრაძე.

მყავს დედა , მეგობრები , ნათესავები , მაგრამ მაინც მარტო ვარ … შეიძლება ამას ვერავინ მიხვდეთ , თუმცა მე მაინც დავწერ იმას რასაც ვფიქრობ … ფიქრი ზოგჯერ კარგია , ხანდახან მთრგუნავს , განსაკუთრებით მაშინ როდესაც ყველა ჩემს წინააღმდეგ არის და მაშინ ვფიქრობ ყველაფერზე, როდესაც მარტო ვრჩემი ჩემს თავთან … ალბათ ყველას გქონიათ მომენტი როცა მართალი ხართ , თუმცა თქვენი არ სჯერათ , როდესაც არავის დანახვა არ გინდათ , რადგან ყველა მტრად მიგაჩნიათ , “როცა ღრუბლებში ფრენა გირჩევნიათ, მიწაზე სიარულს…”

Continue reading

საუკეთესო მეგობარი

თქვენს წინაშეა მკითხველისგან მოწოდებული პირველი ნაშრომი “საუკეთესო მეგობარი”. ავტორი – გიორგი გელაშვილი (Wasp).

ზოგს შეიძლება გიჟი ვეგონო, რადგან სულ რაღაცას ვწერ დღიურში, მაგრამ მიზეზს არავინ კითხულობს… ზოგჯერ მგონია, რომ არა დღიური, შესაძლოა ამდენი ტკივილისთვის ვერ გამეძლო… ძნელია ელაპარაკო სხვებს შენს პრობლემებზე, იმიტომ, რომ მის თვალებში ამ დროს აუცილებლად ამოიკითხავ, რომ ის დაიღალა შენი პრობლემებით, რომ მასაც აწუხებს, მასაც სტკივა და თავისი გასაჭირიც ეყოფა. თანაც ყოველთვის, როცა ადამიანი დადგება არჩევნის წინაშე, რა თქმა უნდა, საკუთარ კეთილდღეობას აირჩევს და დაგტოვებს მარტოს, ეულად შენს პრობლემებთან… სწორედ მაშინ იქნები ძლიერი, თუ ამ პრობლემებს თვალს გაუსწორებ, შეძლებ ყველაფერს გაუძლო. თუმცა ჩვენც ადამიანები ვართ ჩვენი სისუსტეებით და ხშირად ვგრძნობთ, რომ უკვე მეტი აღარ შეგვიძლია…
იცი დღიურო, ხშირად მინდება მოვშორდე ყველას და ყველაფერს, რამე დავამტვრიო, გავაფუჭო, ვიყვირო ან ხმამაღლა ვიტირო. თუმცა ამას გარშემო მყოფნი ხომ ვერ გაიგებენ? შესაძლოა გიჟადაც შეგრაცხონ… იცი, ერთხელ ერთი ამბავი შემემთხვა, დედა მეჩხუბა, გული ძალიან მეტკინა. თითქოს ყელში ბურთულა გამეჭედა და მახრჩობდა… ტირილი მინდოდა. თვალები გამიწყლიანდა…და ჩემდა უნებურად რამოდენიმე ცრემლი გადმომვარდა… სახლიდან გავედი დასაწყნარებლად… არავის ვაქცევდი ყურადღებას. არაფერი მესმოდა, ვფიქრობდი ცხოვრებაზე, დედის ჩხუბზე, ყველაფერი ერთად გამახსენდა. და ისიც კი არ მახსოვს როგორ აღვმოჩნდი ერთ ლამაზ ბაღში. ვიღაცამ გამომაფხიზლა:

Continue reading

ყურადღება Nino Jackson-ის ბლოგზე სიახლეა!

ბლოგის შექმნა თავდაპირველად გადავწყვიტე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი გულის ჭია გამეხარებინა: მეწერა ყველაფერი რაც გაუხარდებოდა სულს და გულს, მერე აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩემს ბლოგს სხვებიც კითხულობენ მიუხედავად იმისა, რომ მისი რეკლამირებით დიდად არ მომიკლავს თავი, ამის შემდეგ კი გადავწყვიტე საკუთარი მკითხველისთვისაც მეკითხა აზრი, რა აინტერესებდათ, რასთან დაკავშირებით უნდოდათ, რომ მეწერა, დავინტერესდი  ჩემს მიერ დაწერილ რა ჟანრის ნოველას წაიკითხავდნენ და აი დღეს ზუსტად 9 მარტს თავში კიდევ ერთმა იდეამ გამიელვა, რა მოხდება თუ მკითხველსაც მივცემ საშუალებას ჩემს ბლოგზე მათი ნაშრომები გამოქვეყნდეს? დიახ სწორად წაიკითხეთ მათი ნაშრომები.

მგონი ჩემი ბლოგი დაიტევს სხვების ნამუშევრებსაც, ასე რომ შევქმნი კატეგონიას “By My Readers” ნამუშევრები კი მომაწოდეთ Facebook-ზე  : Nino Jackson.

ნაშრომს ავტორის სახელს და გვარს დავაწერ, ასე რომ საავტორო უფლებების დარღვევა ჩემი მხრიდან არ მოხდება. იმედი მაქვს ეს იდეა მოგეწონებათ, გელით!

პატივისცემით Nino Jackson!