-K9 (ნაწილი 7)

მეორე დღეს ეკორდს ადრე გაეღვიძა, ვეებერთელა ჭიქით დალია ლიმონიანი ჩაი და ხრაშუნა ორცხობილა მიაყოლა…მალევე დარეკა ბლექთან და შეხვედრის დრო და ადგილი გაარკვია…

წასასვლელად სწრაფად მოემზადა და სახლიდან გასვლისთანავე თაქსში ჩაჯდა, ბანკის მთავარი ოფისის მისამართი სწრაფად უთხრა მძღოლს, მანაც არ დააყოვნა და ცოტახანში უკვე ადგილზე იყო… ბედნიერი იყო რადგან იცოდა, რომ ამოცანა ამოხსნილი იყო… შესასვლელში დენიელი იკითხა, რამდენიმე კითხვა დაუსვეს ერთი ორგან გადარეკეს და ბატონი ბლექის კაბინეტისკენ გაუძღვნენ დეტექტივს…

-დღე მშვიდობისა… – მიესალმა ბლექი

ქეითმა პასუხის ნიშნად გაუღიმა, შემდეგ კი დაცვა მოიკითხა, რომელიც მეორე ოთახში იცდიდა, ბლექმა გაყოლა მოისურვა, მაგრამ ეკორდმა დაიჟინა მარტო უნდა გავესაუბროო და დენიელი ვერაფერს გახდა…

-კარგს იზავთ თუ პოლიციაში გადარეკავთ ცოტახანში… როჯერი იკითხეთ და მას უთხარით რომ ამ მისამართზე მოვიდეს, ქეით ეკორდის დავალებით…

დეტექტივი ცოტა ანერვიულდა, მაგრამ მალევე დაიმშვიდა თავი, ოთახში შევიდა და დაცვას გაუღიმა…

-გამარჯობათ, თქვენთან გასაუბრება მინდა, იმ დღევანდელ უცნაურ ამბავზე… სად იყავით როცა ძაღლები შემოვიდნენ?

-მე? ბანკში ვიყავი…

-იარაღი, რატომ დადეთ მაგიდაზე რამდენიმე წუთით ადრე…?

დაცვას სახეზე შიშმა გადაურბინა და ცივმა ოფლმა დაასხა….

-მე.. მე… არ ვიცი.. მე… უბრალოდ…

-გიმეორებთ იარაღი რატომ დადეთ მაგიდაზე… რატომ ღელავთ? ხომ არაფერს მალავთ? – თქვა და მაგიდაზე ფრჩხილებით კაკუნი დაიწყო რითაც ანიშნებდა მის წინ მჯდომს, რომ ყველაფერი იცოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა პასუხს მოუთმენლად ელოდა…

-რა გინდათ ჩემგან…

-სიმართლე… და თქვენ ამას არ ამბობთ…

-მე სიმართლეს ვამბობ- აწრიალდა, დაცვა

-კარგით მოდით ვიდეოს ვუყუროთ… -თქვა და საკონფერენციო დარბაზის ბოლოში გავიდა…მალე ეკრანი აინთო და ვიდეოც დაიწყო-ცოტა გადავახვიოთ -ჩაილაპარაკა დეტექტივმა-ჰმმ ნახეთ? აი ამ ძაღლს დააკვირდით, თქვენ რომ დაიყვირეთ, ყურები უკან გადაწია და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა, ეს წაგებულის პოზიციაა, შეტევაზე გადასვლას ჰგავს მაგრამ აშკარა განსხვავებაა კუდის ფორმებს შორის, ამაზე რას იტყვით..

-ამით ვერაფერს იტყვი, ეს ხომ ძაღლია, უჭკუო ცხოველი…

-ძაღლები ძალიან ჭკვიანები არიან, რაღაცას არ ამბობთ, მე ვიცი სიმარეთლე… კარგი იქნება თუ თქვენგანაც მოვისმენ.. გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის იქნებ სასჯელი შეგიმსუბუქონ…

-რა სიმართლე? მე რაც ვიცოდი გითხარით….- თქვა და ცხვირსახოცით შუბლზე ოფლი მოიწმინდა…

-კარგით, მოდით სხვაგვარად დაგისვავთ კითხვას- თქვა ქეით ეკორდმა  მივიდა მის წინ მჯდომთან და მაგიდაზე ხელი დაარტყა- გამოტყდით ვინ დაგეხმარათ? ეს ერთადერთი კითხვაა რაც ამ საქმისგან დარჩა დანარჩენი ყველაფერი ვიცი, და იმედი მაქვს მთელს დანაშაულზე თქვენ არ აპირებთ პასუხის გებას…- თვალები ოდნავ მოჭუტა, მერე უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა…

დაცვა გაჩუმდა, სახე აუწითლდა, ხელებს ისრისავდა, და ხშირ-ხშირად სუნთქავდა- არა, მე, მე არაფერი არ მინდოდა, მე არაფერი დამიშავებია გეფიცებით ეს მისი იდეა იყო…- აღმოხდა როგორც იქნა…

– ვისი?

-ჩემი ძმის ყველაფერი მან დაგეგმა… ეს ყველაფერი მან გააკეთა, გთხოვთ მე არაფერ შუაში არ ვარ…

-სად მუშაობდა მანამდე…

-ძაღლების საწვრთნელ ბაზაზე, მერე დალევა დაიწყო და იქიდან გამოაგდეს… მანვე გაწვრთნა ეს ძაღლები და იმ სულელურ აპარატურაში უამრავი ფული გადაყარა…

* * *

ძმები დაიჭირეს, დროზე მიუსწრეს თორემ მეორე გასაქცევად ემზადებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა..

-დეტექტივო ეკორდ, თქვენ ნამდვილი სასწაული მოახდინეთ… სიმართლე გითხრათ, არც კი მეგონა თუ ქალი დეტექტივი ამდენს შეძლებდა… სიტყვები არ მყოფნის…

-ეს ჩემი მოვალეობაა… – თქვა დეტექტივმა და ჩეკი ჩამოართვა ბლექს…

Advertisements

-K9 (ნაწილი 6)

მცირე ხნით ჩამოჯდა, მერე გულმა აღარ გაუძლო და კომპიუტერს მიუჯდა, ელ- ფოსტაზე წერილი უკვე მისული იყო გახსნა თავი ხელებში ჩარგო და ყურადღებით უყურა თითოეულს… “სამწუხაროა დიდხანს არავინ გაჩერებულა შენობასთან, ქეით დაწყნარდი, ჯერ არაფერი ყოფილა შენ რომ ვერ ამოგეხსნას… იქნებ ძველ ვიდეოში იპოვო რაიმე ხელმოსაჭიდი” თავი ხმამაღლა დაიმშვიდა ქეითმა,  სახლში მარტო იყო გიჟადაც არავინ ჩათვლიდა და საკუთარ თავს ხმამაღლა ფიქრის უფლებაც სწორედ ამიტომ  მისცა…”ვნახოოთ, ვნახოოთ”

პირველად უყურა, მაგრამ უშედეგოდ,ძირითადად ყურსასმენებით და პატარა კამერებით აღჭურვილ ძაღლებს  ადევნებდა თვალს, მეორედ კი უკვე იპოვა ის რაც ყველას უნდა შეემჩნია აქამდე… “რა სულელი ვარ ეს, როგორ ვერ შევნიშნე… ჰაჰააა ქეით გენიოსი ხარ, ვამაყობ შენით” გახარებულმა უთხრა საკუთარ თავს “მოდი ავღნიშნოთ ჩემო თავო” თქვა და სამზარეულოში გადაინაცვლა, კარადიდან ბოთლი გამოირო “ესეც განსაკუთრებული სიტუაციისთვის გადანახული ვისკი, მხოლოდ საუკეთესო შენთვის ქეით” არანორმალურად  იყო გახარებული საკუთარი თავით… ვისკი ჭიქაში ჩამოასხა, ორი ყინული ჩააგდო და ერთი, ორი მოწრუპა, მერე ჭიქა გვერდზე გადადო და დენიელის ნომერი აკრიფა… ხმაზე და საუბარზე სულაც არ ეტყობოდა, რომ ცოტა გადაკრულში იყო…

-დენიელ ბლექს ვესაუბრები?

-დიახ დეტექტივო ეკორდ რამე არის ახალი?

– ხვალ მინდა გავესაუბრო დაცვას, რომელიც ბანკში იმყოფებოდა, მგონი ყველაფერი გავარკვიე … მასთან არაფერი წამოგცდეთ არ მინდა დავაფრთხო…

-ხომ ვერ მეტყვით საქმის ვითარების შესახებ ორი სიტყვით…

– ჯერ ვერაფერს გეტყვით…კარგით, ხვალ დრო და ადგილი დავაზუსტოთ… ხვალამდე…

-K9 (ნაწილი 5)

დრო ფიქრში გაიწელა და ისე ნელა მოსაღამოვდა, რომ აღწერაც რთულია…  ქეითმა ეს დრო, მარტომ გაატარა, კომპიუტერის წინ იჯდა თავისი ბავშვობის დროინდელ ნელ მუსიკას უსმენდა თან ელ ფოსტა ჰქონდა გახსნილი და ბლექის წერილის მოლოდინში ვეებერთელა ჭიქით ცხელ შოკოლადს წრუპავდა… დროდადრო ორივე ხელს მოჰკიდებდა და შოკოლადს თვალს უშტერებდა, ალბათ გაუთავებელი ფიქრის გამო ვინ იცის, მერე გამოერკვევოდა ცოტას ფრთხილად დალევდა და ჭიქას უკან აბრუნებდა, იქვე მარმელადიან თასს გადაწვდებოდა და პირს იტკბარუნებდა… როგორც ჩანს ჩვევად ჰქონდა ნერვიულობისას გემრიელობების ჭამა, მაგრამ მისდა საბედნიეროდ ეს მის ფიგურას სულაც არ ეტყობოდა…

ბოლოს მოვიდა წერილი სადაც მისამართი ეწერა, ასევე ვიდეოც ჰქონდა დართული… ვიდეოს დიდი ინტერესით უყურა, ერთმა ფაქტმა დააეჭვა კიდეც, მაგრამ ადგილის ნახვის გარეშე დასკვნების გამოტანისგან თავი შეიკავა … დეტექტივი ეკორდი მაშინვე წამოდგა და გარდერობისკენ გაემართა, მთელი ოცი წუთი უხამებდა თავის ჩასაცმელს და აქსესუარებს ერთმანეთს, ბოლოს მაინც ღია იისფერი კლასიკური ქვედაბოლო ამჯობინა და  ამავე ფერის კოსტუმიც ჩაიცვა, მზად იყო…

დეტექტივისთვის ჩვეულ და ქალებისთვის უჩვეულო პუნქტუალურობას ბლექისდა გასაოცრად არ უღალატა და წერილში მითითებულ დროზე უვე ადგილზე იყო…

– კიდევ ერთხელ მოგესალმებით დეტექტივო ეკორდ.. ვხედავ პუნქტუალური ყოფილხართ… – აღნიშნა კმაყოფილმა ბლექმა…

-დეტექტივებს გვჩვევია… – განუმარტა ქეითმა და საქმეზე გადავიდა – ანუ ყველაფერი აქ მოხდა? (დენიელმა  თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია)  ჰმ.. საინტერესოა… თქვენს გამოგზავნილ წერილში მხოლოდ ამ ოთახოს ვიდეო იყო… შეგიძლიათ გარეთ არსებული კამერების ჩანაწერებიც გადმომიგზავნოთ?

-რა თქმა უნდა თუ ეს საჭიროა… – თქვა ბლექმა.

-შეიძლება ამან დიდი დახმარება გამიწიოს.-უპასუხა ქეითმა…

მთელი შენობა კარგად დაათვალიერა და სახლში საკუთარი თავით კმაყოფილი დაბრუნდა…

-K9 (ნაწილი 4)

ბლექმა ბოლო წინადადება ძლივს დაასრულა და ღრმად ამოისუნთქა, თითქოს ტვირთი მოეხსნა და იმ წინადადებას გააყოლა, დაძაბულობა საერთოდ აღარ ეტყობოდა…

– შეძლებთ დახმარებას? თანხაზე პრობლემა არ შეგექმნებათ…

ბოლოს ქეითის უემოციო სახე, რომ დაინახა ჰკითხა…

–  თანხას რაც შეეხება ამაზე შემდეგ შევთანხმდეთ ჯერ საქმის ვითარებას მინდა უკეთ გავეცნო…  ვეცდები ყველაფერი გავარკვიო, ისე ჩანაწერს თუ გადმომიგზავნით უფრო გამიადვილდება მუშაობა… აუცილებელი იქნება ადგილის ნახვაც…

-დიახ რა თქმა უნდა… როდისთვის შეძლებთ?

– თუნდაც დღეს საღამოს… იქნებ მისამართი ელექტრონულ ფოსტაზე გადმომიგზავნოთ – უთხრა საქმიანი ტონით და ფურცლის ნაგლეჯზე გრძელი ლამაზი ასოებით დაუწერა ფოსტის მისამართი…

– კარგით… კარგი იქნება თუ საქმის კურსში მამყოფებთ..

თქვა და საჩვენებელ და შუა თითს შორის მოათავსა თეთრი მუყაო , რომელსაც ოქროსფრად ჰქონდა ამოტვიფრული დენიელ ბლექი, მისამართი, ელ ფოსტა და ტელეფონის ნომერი… ქეითმა ჩამოართვა თუ არა, ბლექი წამოდგა…

– ნახვამდის, წარმატებყულ დღეს გისურვებთ..! – კარებში გასვლისას მოკრძალებულად დაემშვიდობა ბანკის მმართველი…

ქეითმა კარები დახურა… მის თავში სრული ქაოსი იყო… თანხის დარდი ვის ჰქონდა დეტექტივის სული სულ სხვაა… იდუმალმა საქმემ ჩაითრია… გამოძიების სურვილი ძალიან ძლიერი იყო… მაგრამ საიდან დაეწყო? “არა ამდენს ნუ ფიქრობ ჯერ ჩანაწერი და ადგილი უნდა ნახო, კვალს მიაგნებ” საკუთარ თავს უმორებდა ქეითი, მაგრამ ამაოდ  ფიქრი თავიდან ვეღარ მოიშორა…

-K9 (ნაწილი 3)

დენიელი ნერვიულად, ჩაფიქრებული სახით სცემდა ოთახში ბოლთას… ვინ იცის დიდი ზარალი აწუხებდა …. ან იქნებ ამ საიდუმლოს ამოხსნის სურვილი არ ასვენებდა… 40 წუთის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, ვერც ვერავინ გაუბედა რაიმეს კითხვა ის მკაცრად დააბიჯებდა… ბოლოს მოწყდა ფიქრებს და ტელეფონი აიღო საატს დახედა 9 იყო დაწყებული… ნომერი სწრაფად აკრიფა და მოუთმენლად ელოდა პასუხს… ბოლოს ძლივს გაისმა ნახევრად მძინარი ადამიანის პასუხი…

რამდენიმე ზარის შემდეგ ფურცელი და პასტა მოიმარჯვა და უხეში ასოებით ჩაწერა რაღაც სანამ გათიშავდა რამდენჯერმე იკითხა “ეკორდი?” ბოლოს დამარცვლითაც რომ გაუმეორა მოსაუბრეს და დასტური მიიღო,  მობილური შეინახა, მერე ბიჭებს მიუბრუნდა და თავით ანიშნა გამომყევითო…

დანიშნულების ადგილზე 40 წუთში მივიდნენ… კარზე რამდენჯერმა გაისმა ზარის ხმა, იგი მალე  გააღო წვრილთვალება ლამაზმა ქალმა…

-ჩვენ დეტექტივ ეკორდს ვეძებთ – სიჩუმე დაარღვია დენიელმა.

– მე ვარ! – თქვა ქალმა…

დენიელს თითქოს რაღაცის კითხვა უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა… მხოლოდ გვარი უთხრეს და შესაბამისად არც იცოდა, თუ სახელგანთქმული დეტექტივი ეკორდი, რომელიც მის მეგობარს დაეხმარა  1 წლის წინ ქალი იქნებოდა, გაოცებული დარჩა… დემოკრატიის მომხრე იყო, მაგრამ დიდი ფემინისტობით ვერ დაიკვეხნიდა ბატონი ბლექი… არ სჯეროდა, რომ ამ გამხდარ, ნაზ არსებას შეეძლო შეჭიდებოდა ასეთ რთულ საქმეს, დეტექტივობა ხომ სახუმარო საქმე არაა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ დიდი რისკია ის რაც ქალების უმრავლესობას აშინებს, მაგრამ როგორც ჩანს უმრავლესობას და არა მას…

– შეიძლება? – მოწიწებით იკითხა დენიელმა..

– ჯერ იქნებ მითხრათ რამ შეგაწუხათ?

– ალბათ როჯერმა გაგაფრთხილათ…

– დიახ, დიახ მობრძანდით… მითხრა საგანგებო შემთხვევააო.. ცოტა არეულობაა ბოდიშს გიხდით..

ოთახში სწრაფი ნაბიჯით შეუძღვა დეტექტივი…

-დაბრძანდით, ხომ არაფერს მიირთმევთ?

– არა გმადლობთ მისის?

– კეითი..

-მისის ქეით…საქმის ვითარებამ ძალიან აღმაშფოთა,  როჯერი იმდენად მადლიერი იყო თქვენს მიერ გაწეული  სამსახურისთვის და ასევე იმიდენად აგახლდათ აღფრთოვანებული თქვენი გამჭრიახობით, რომ საჭიროდ ჩავთვალე თქვენთვის მომემართა, რადგან სხვა არავინ მეგულება ვინც შეძლებს ამ საქმეს ტავი გაართვას… ისეთი დაუჯკერებელი ამბავი მოხდა რომ ვერც წარმოიდგენთ, მე თვითონაც არ მჯერა… იმედი მაქვს, რომ  შეძლებთ ჩემს დახმარებას…- ემოციებით და ინტერესით სავსე დენიელმა სწრაფად მიაყარა სათქმელი ქალბატონს…

– მაინც რაშია საქმე?

ბლექი ღელავდა… ძლივს შეძლო დალაგებულად მოეყოლა ამბავი რომელიც დღეს უკვე ორჯერ მოისმინა… ქეითი კი უემოციოდ ისმენდა მონათხრობს, თითქოს ერთი ჩვეულებრივი ისტორია ყოფილიყოს…

-K9 (ნაწილი 2)

მალე მანქანაში მჯდომთ დაინახეს უზარმაზარი შენობა… მანქანა იქვე შეჩერდა…  ქუჩაში სრული სიჩუმე სუფევდა, ხალხიც არსად ჩანდა… ბლექი ორ თანაშემწესთან ერთად სერიოზული გამომეტყველებით და მკაცრი ნაბიჯებით გაემართა შენობისაკენ …

ბოლოს როგორც იქნა მიაღწიეს კაბინეტს, სადაც გაფითრებული დაცვა ელოდა მათ . დაკუჭული უნიფორმა ეცვა, შეშინებული თვალებით დარბოდა მთელს ოთახში, წინ გამჭირვალე ნახევრად სავსე ჭიქა ედგა, საჩვენებელ და ცერა თითს წრიულად უსვავდა ჭიქის ზედაპირს .. კარების ხმამ ღრმა ფიქრებიდან გამოაფხიზლა…

– საქმის ვითარება მომახსენეს მაგრამ იქნებ უფრო დაწვრილებით მითხრათ რა მოხდა ? –  საქმეზე გადაჭრით გადავიდა ბლექი…

ფორმინმა ჯერ მაგიდას დახედა და მცირე პაუზის შემდეგ ხმა ამოიღო..

– თვითონაც ვერ დამიჯერებია მისტერ დენიელ…  ჩვეულებისამებრ ვმორიგეობდი როცა ფილიალში სამი უზარმაზარი გერმანული ნაგაზი შემოვიდა…  აზრზე მოსვლაც ვერ მოვასწარი, რომ იარარი ამეღო.  ერთმა შემიღრინა მეორემ კი იარაღი პირით ამაცალა მაგიდიდან… მესამემ კი პირით მომაჩეჩა ფურცელლი სადაც დაბეჭდილი იყო “ეს ძარცვაა” ამ დროს ირაღიანი შემოტრიალდა და ზიურგზე გადაკიდებული ჩანთები ჩემსკენ მოაქცია ამ დროს მის ყურთან რაღაც შევნიშნე, შავი ყურსასმენს გავდა სიმართლე გითხრათ დიდად ვერ ვერკვევი ტექნიკაში ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ მგონი მაინც ყურსასმენი უნდა ყოფილიყო … სანამ არ ავდექი მანამდე იღრინებოდნენ, მაგრამ გასაკვირი ისაა, რომ როდესაც თანხა დავტოვე შეტევაზე გადმოვიდნენ ვისი დავალებითაც მოქმედებდნენ ის გარეთ უნდა ყოფილიყო, რომ მათთვის ბრძანება მიეცა… სულ ესაა ბატონო დალიელ, შეგიძლიათ კამერებიცშეამოწმოთ…

-K9 (ნაწილი 1)

დილის ექვსი საათი იყო… ცაზე მზე ამოიწვერა…. ბლექს ჯერ კიდევ ტკბილად ეძინა ამ დროს ტელეფონის რეკვა ატყდა, მალე მას კარებზე ჯერ ზარის რეკვა შემდეგ კი ბრახუნი მოჰყვა რამაც დენიელი ძილს მოწყვიტა…

დენიელ ბლექს მამამისმა ახლახანს გადააბარა ბანკი, იგი 25 წლის ახალგაზრდა გახლდათ საკმაოდ კარგი შესახედაობისა. ის გარკვეული იყო საბანკო საქმიანობაში და კარგადაც უძღვებოდა მამის დანატოვარს…

ზოლიან “პიჟამოებში” გამოწყობილი, გამოუფხიზლებელი, წვერგაპარსული, მაღალი, ყავისფერ თვალება მამაკაცი წამოდგა და თვალების ფშვნეტით მივიდა კართან… მიუხედავად  იმისა, რომ ნახევრად ეძინა მაინც მიხვდა, რომ რაღაც ცუდი ამბავი უნდა ყოფილიყო მისი ასეთი განგაშით გაღვიძების მიზეზი.

კართან ორი ბრგე, შარვალ კოსტუმში გამოწკეპილი  ახალგაზრდა იცდიდა… ერთ-ერთი მოუთმენლობისაგან ერთიანად ცქმუტავდა და ტელეფონს აწვალებდა, მეორე კი შედარებით მშვიდად და მოთმინებით ელოდა დენიელს…

ბლექმა კამერა ჩართო და კარადასთან მდგარი ტელევიზორში ორი თანამშრომელი რომ დაინახა, სასწრაფოდ გააღო კარი.

– ბატონო დენიელ თქვენი შეწუხება არ გვინდოდა, მაგრამ ლოს ანჯელესში ბროდვეის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფილიალში მეტად უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა… წამოგვყევით თუ შეიძლება…-ძლივს ამოღერღა მოუთმენელმა.

– ნიკ იქნებ ამიხსნათ… რა მეტად უცნაური შემთხვევა? რა მოხდა?

– ბატონო დენიელ იჩქარეთ გზაში ყველაფერს აგიხსნით…

– ჩავიცმევ და ახლავე წამოვალ…

ბლექი სახლში შევარდა და სასწრაფოდ დაიწყო ჩაცმა, 10 წუთში უკვე კომპანიის  მანქანით მიემართებოდა მთავარ ოფისში, გზაში ნიკი და ჯონათანი სწრაფად უხსნიდნენ საქმის ვითარებას…