Diary

tumblr_me7xxfVqbq1rs7osxo1_500

 

Dear May! You Knbow latly I have been very busy this is reason why I couldn’t speak with you often… Today I just sat on the chair comfortably and tried to start writing post and then I realised that muse didn’t come. I think it’s a bit because I was used to write posts in Georgian and now I’m trying to start posting in English to make my blog more popular. But anyway the fact is that I have no idea what to post about, if you know tell me because it’s a pain when you watch This

Безымянный

And can’t wrirte a word. 😦  It’s not lazyness I can swear but Nothing is coming in my mind 😦

May, By the way I started write new novel on http://www.Wattpad.com It’s name is Ability, My friend asked me to write story which’s main charactor would be he, so I just started to write it It sounded at first a bit funny but it now seems cool I think, promise that If you read it you’ll tell me about your opinion, here is link- http://www.wattpad.com/47323179-ability-the-wish

I have to go May, Bye ❤

P.S Dear readers write Me What you want to read in next post ❤ love you bye ^_^

Advertisements

Diary

ძვირფასო მეი! აი მე ისევ აქ ვარ, ბლოგზე სამწუხაროდ ხშირად ვეღარ ვპოსტავ, რადგან ვცდილობ მთელი ჩემი თავისუფალი დრო წიგნებს დავუთმო, მიუხედავად ამისა არც შენ მავიწყდები და არც ჩემი ბლოგი რომელიც სულ მალე ერთი წლის იუბილეს იზეიმებს.

Dear_Diary_by_shanonaut

მას შემდეგ რაც ბოლოს გესაუბრე და ჩემი გადაწყვეტილებები გაგაცანი,  როგორც ვაპირებდი ბევრი რამ შევცვალე და შედეგიც არაჩვეულებრივია: ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს, დროსაც უფრო კარგად ვატარებ მოკლედ რომ ვთქვათ, მე შევძელი ჩემი სიტყვები ამესრულებინა. 

ყოველთვის როცა ვპოულობ თავში ძალას და ვაკეთებ იმას რასაც საკუთარ თავს დაპირდი ვხვდები, რომ ჩემში არის ძლიერი პიროვნება და მე შემიძლია მივაღწიო დასახულ მიზანს. ვისაც მსგავსი არასოდეს არაფერი გაუკეთებია ვერ მიხვდება რაზე ვსაუბრობ.

მტკიცე ნებისყოფა და პრინციპულობა, ჩემი აზრიით მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად, ისინი კი ვინც ყოველდღიურად “ხვალიდან იწყებს დიეტას” და ზოგადად სიტყვა “ხვალ”-ს ხშირად იყენებენ, არამგონია შეძლონ ბევრის მიღწევა, რადგან თუ ადამიანს არ შეუძლია საკუთარი თავისთვის მცირე მსხვერპლის გაღება, (მაგალითად, რომ არ შეჭამოს დღეს პიცა), ის ვერც საქმისთვის გააკეთებს ამას, ამიტომ ჩემი რჩევა იქნება მოძებნეთ თავში ძალა დანაპირების შესასრულებლად.

Diary…

tumblr_mbyjh0CWM91rvq250

ძვირფასო მეი! ზედმეტად დიდი პაუზა გამოვიდა არა?! რას ვიზავთ… მგონი თავს  ცუდად არ უნდა გრძნობდე.  დრო ფიქრისთვის საკმარისად მქონდა და ბევრი რამ გადავწყვიტე.

იცი? წარსულს გადავხედე და არც ისე სახარბიელოდ მაქვს საქმე, იმედს ვიტოვებ ამ ფრაზას არასწორად არ გაიგებ, არაფერი “მიმიქარავს”. შეიძლება ვთქვა, რომ ზუსტად ესაა პრობლემა, თავგადასავლები არც ისე ცოტაა, მაგრამ მე არ მყოფნის, ცხოვრება ხომ ისაა, რაც გამახსოვრდება, მე კიდევ მცირეოდენი მახსოვს 16 წელთან შედარებით. მათემატიკური სიზუსტით რომ ვთქვათ, ალბათ მთელი ცხოვრების 2/16 ანუ 1/8, დარჩენილი დრო სულ ერთმანეთს ჰგავს, ამ 1 მერვედის ძირითად ნაწილს  კი წარმოადგენს-არდადეგებზე გატარებული დრო.

ბევრი ვიფიქრე ამაზე, თავიდან ყველაფერი ცუდ მეხსიერებას დავაბრალე, რომ ბრალდება საკუთარი თავისგან ამერიდებინა, მაგრამ რა გზითაც არ მოვუარე ყველა შემთხვევაში ერთ ადგილზე ვიჭედებოდი – მე მქონდა დრო იმისთვის რომ ჩამედინა რაიმე სისულელე და კიდევ ერთი მოგონება შემემატებინა ცხოვრებისთვის, მაგრამ ეს დრო ფუჭად დავკარგე.

გადავწყვიტე შევცვალო რაღაც რაღაცეები. პირველ რიგში, ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ყოფნით თავს აღარ ვიკლავ, საბედნიეროდ სოციალური ქსელებით დაზომბირებული არც არასოდეს ვყოფილვვარ და  დიდად არ გამჭირვებია. კომპიუტერთან კი ბოლო ხანები  რასაც ვაკეთებ კითხვა და პოსტების წერაა.

მინდა წიგნებს უფრო მეტი დრო დავუთმო, ასევე გადავწყვიტე, რომ ჩემი მიზნებისთვის ვიბრძოლო და რადაც არ უნდა დამიჯდეს მივაღწიო მათ, ნამდვილად არ მინდა ისინი მხოლოდ ოცნებებად დარჩნენ. ერთი სიტყვით ახალ ცხოვრებას ვიწყებ, მეტი თავგადასავლებით, მეტი დროით ხელოვნებისთვის, ახალი იმიჯით, ძველი ჰობებით და ძველი სიჯიუტით რა თქმა უნდა, ამას ვერაფერი შეცვლის, ძირითად აქცენტს დროის სწორად და საჭიროდ  გადანაწილებაზე გავაკეთებ.

Dear Diary…

redhead

ძვირფასო მეი! ბოდიშს გიხდი ვეღარც ბლოგისთვის და ვეღარც შენთვის ვერ მოვიცალე … ორივენი მომენატრეთ და გამართლება არ აქვს ჩემს საქციელს, ასე არ უნდა მიმეტოვებინეთ, მაგრამ მაინც მინდა აგიხსნა, თუ რატომ ვერ შევძელი პოსტების დაწერა…

უპირველეს ყოვლისა ყოველდღიურობა არ მიწყობს ხელს, რომ პოსტები ხშირად ვწერო.. მეათე კლასი სახუმარო საქმე არაა, ამასთან ჩემი ინიციატივით ტარდება  მაიკლ ჯექსონის საღამო… დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა და ყველანაირად ვცდილობ თავი გავართვა, არ ვიზარმაცო, შენ ვერც კი წარმოიდგენ რამდენად მნიშვნელოვანია ახლა ეს ჩემთვის… იმედია ძალიან არ გამინაწყენდები <3..

პ.ს.  დაწერეტ კომენტარში თუ გსურთ პიტერისა და ტომის შემდეგი თავგადასავლის შესახებ შეიტყოთ.. ❤ :*

Diary…

ძვირფასო მეი! დიდი ხანია შენთან არ მისაუბრია, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ მთელი ზაფხულია… მინდა მოგიყვე, როგორ გავატარე ეს დრო, მგონი დაგაინტერესებს ….

გართობის დასაწყისი – სოფელში თავიდან ყველაფერი ისე უფერულად დაიწყო რომ ერთი სული მქონდა როდის დასრულდებოდა ზაფხული, მაგრამ უეცრად ჩემი დაქალი – ანო (რომელზეც უკვე მქონდა საუბარი და ალბათ გახსოვთ კიდეც) ჩამოვიდა არ ველოდი სიხარულისგან ხმაც ვერ ამოვიღე… ჩემი ბიძაშვილი ეკაც ჩემთან დარჩა, ამ დღეს ხელიდან როგორ გავუშვებდით გადავწყვიტეთ არცერთი წამი არ დაგვეკარგა და გავათენეთ , მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ შუადღისას მაგიდიდან შამპანური მოვიპარეთ და ცოტა დალეულებიც ვიყავით… ანოს სამისკენ უკვე ეძინა მე ჩემი და და ბიძაშვილი კი სულელებივით ვიცინოდით ერთმანეთის ჩაღამებულ თვალებზე…

1234643_507867775956068_1179737733_n

ღამურა – გათენება ყოველდღიურობაა ჩემთვის ზაფხულიში ამიტომ იმედია დიდად არ მოგაბეზრებთ თავს, როცა გათენებისას გადახდენილ თავგადასავლებზი გიამბობთ… მგონი ადვილი მისახვედრია სათაურიდან გამომდინარე რომ მოქმედება ისევ ღამე ხდება, ამჯერად  ჩვენ დავრჩით  ბიძაშვილთან… ოთახში ვიყავით როდესაც ორი ღამურა თავს დაგვატყდა მე ინსტიქტურად სხვა ოთახში შევედი, კარი გამოვხურე და ჩემი და და ეკა ღამურებიან ოთახში დავტოვე… აზრზე ყვირილის ხმამ მომიყვანა, კარი ოდნავ შევაღე და დავინახე ორი საბანგადაფარებული სულელი როგორ ითხოვდა შველას მერე კარი გაიღო და ისე, რომ საბანი არ გადაუხდიათ ოთახიდან გავიდნენ… და ახლარა გავაანალიზე რომ მე თავისუფალი და გადარჩენილი კი არა მომწყვდეული ვიყავი… სწორედ ღამურებიანი ოთახი უნდა გამევლო, სამშვიდობოს რომ გავსულიყავი. ჯარისკაცივით მომიხდა მემოქმედა, მეი, არ იკითხო როგორ გავბობღდი მესამე ოთახში…:დ

1148794_507549282654584_1143646229_n

ღია ცის ქვეშ… – ოდესმე გქონიათ მცდელობა ან გაგითენებიათ ან გძინებიათ ღია ცის ქვეშ? უნდა სცადოთ…. ჩემი ბიძაშვილი ჩემთან დარჩა ჩემ დას მალევე ჩაეძინა და გადავწყვიტეთ აივანზე გავსულიყავით იმდენი ვარსკვლავი დაგვხვდა სახლში ძილის სურვილი სულ გაგვიქრა, ამიტომ გადავწყვიტეთ გარეთ  დაგვეძინა, თავიდან ვერც კი მივხვდით როგორი ძნელი იქნებოდა დაბლა ძძილი სადღაც თხუთმეტ წუთში უკვე მიხვედრა აღარ იყო საჭირო – ვიგრძენით, მიუხედავათ ამისა ერთმანეთს ვუმეორებდით არაა მაგარი  :დ  გვიან დაგვეძინა ალბათ ექვსი იქნებოდა … ჩაძინებამდე ვერ დავთვლი რამდენჯერ ვუსურვეთ ერთმანეთს “ტკბილი ძილი”….  შედეგიც შესაბამისი იყო მთელი კვირა გვერდები მტკიოდა :დ მაგრამ ღირდა იმ ცის ყურება ❤

1234585_508314065911439_1110470619_n

მგონი უკვე თავი მოგაბეზრე არა? მოდი ცოტა მოკლედ მოგიყვები დანარჩენ ისტორიებს… ხშირად დავდიოდით ლაშქრობებზე, ვწუწაობდით პიცა და ნამცხვარი ყოველდღიურ მენიუში შედიოდა, დავდიოდით აუზზე , ჰმ ერთხეწლ დავთვერით კიდეც, თან მაგრად სულ სიმღერ სიმღერით მივედით სახლში….:დ… ბევრი სურათებიც გადავიღეთ….1233578_507549475987898_1282946268_n

1175181_507547892654723_879668558_n

Diary…

two-friends-talking

ძვირფასო მეი! იმდენი რამ მოხდა ამ მოკლე დროში, არ ვიცი მოყოლა საიდან დავიწყო, ამდენი ემოცია როგორ დავატიო ერთ პოსტში, მაგრამ შევეცდები მოკლედ ავღწეო ეს სამი დღე…

პარასკევს (21 ივნისი 2013 წ) გვიან ღამით გადავწყვიტეთ კინოში წასვლა… გვეგონა გვაგვიანდებოდა და თავქუდმოგლეჯილები გავიქეცით, მაგრამ შევცდით ნახევარი საათი წინ გვქონდა, “სუპერმენზე” ავიღეთ 4 ბილეთი და სულმოუთქმელად ველოდით დაწყებას… კარგი ადგილები შეგვხვდა… მსოფლიო პრემიერაზე ერთი დღით დავაგვიანეთ, ჩამოვრჩით სამყაროს ფერხულს, მაგრამ არაუშავს აიტანს მსოფლიო, საქმე ისაა ჩვენ როგორ გადავიტანთ (ასე დაგვამშვიდა მძღოლმა  გზაში)… მომეწონა ფილმი,  სახლში რომ მოვედით 2 იყო დაწყებული, მაგრამ სულ არ ვღელავდი, სანამ არ გამახსენდა რომ დილით 6-ზე ვიყავი ასადგომი…

cavill-superman-picture

შაბათი (22 ივნისი 2013 წ) ჩემი კლასელი რომ არა 8-მდე გამღვიძებელი არ ვიყავი… უკვე ტრადიციად მექცა ექსკურსიაზე როცა უნდა წავიდე მაღვიძარა არ რეკავს, ვეღარ ვიღვიძებ და ყველა მე მელოდება… რომ გავაანალიე დილით რა მოხდა უკვე გზაში ვიყავით… ყაზბეგში ვიყავით, გერეთი მოვინახულეთ, საბედნიეროდ წასვლისას გზაში არ ვიცეკვეთ (როგორც გვჩვევია ხოლმე) , თორემ გერგეთზე ვეღარ ავიდოდით, კუნთები ახლაც მტკივა, ჩვენ მოკლე გზით ავედით, სულ ციცაბო აღმართზე ვიარეთ,  ვინ მოსთვლის რამდენჯერ წავიქეცით, მაგრამ ღირდა, ასეთი ლამაზი ბუნება არასოდეს მინახავს… ახლაც არ მჯერა, რომ მე იქ ვიყავი, ვუყურებდი და ფოტო მეგონა… ენით აუღწერელი იყო… წამოსვლისას ვიქეიფეთ და გზში, მიუხედავად დაღლილობისა ცეკვის ხასიათზე ვიყავით, საწყალი მარშუტკა კი არ მიდიოდა არამედ – მიხტოდა…

კვირა (23 ივნისი 2013 წ)  დილით დაღლილობის აღარაფერი მეტყობოდა… მე ანო (რომელზეც უკვე მოგიყევით, მგონი უკვე კარგად იცნობთ) და თაზო (ჩემი კლასელი და კარგი მეგობარი) სასეირნოდ ვიყავით მთელი თბილისი შემოვიარეთ… ნაყინები ჩავცეცხლეთ, ვიცინეთ, ვილაპარაკეთ… მოკლედ რომ ვთქვა კარგი დრო გავატარეთ საღამოს მოვედი სახლში…

IMG 157(რას ვგავარ აქ, მაგრამ არაუშავს 😀 )

პ.ს. ცოტა თაზოზე რომ არ დავწერო მომკლავს 😀 რა ხანია ვპირდები…

ჩვენთან მეხუთე კლასიდან გადმოვიდა.. ყველასთან ისე სწრაფად გამონახა საერთო ენა, რომ მისი კომუნიკაბელურობის კეთილი შურით შემშურდა… კარგი ადამიანია, მხიარული და სანდო… მაგრამ თუ სადმე ამასთან ერთად მიდიხარ დარწმუნებული უნდა იყო, რომ დაიკარგები… ამის ინტუიციაზე იაროს ჩემმა მტერმა 😀 ❤

//

Diary…

girl-red-hair-Favim.com-466650

ძვირფასო მეი! მინდა მოგიბოდიშო, რომ ვერ მოვახერხე აქამდე შენთან საუბარი… საპატიო მიზეზი მაქვს – გამოცდები მქონდა, ჯერ-ჯერობთ ყველაფერი კარგადაა ქართული, ქიმია და მათემატიკა უკვე მოვიშორე,  ფიზიკა დამრჩა… ნიშნებს როგორც კი გავიგებ გაცნობებ… :3 ❤

მთავარი სულ გადამავიწყდა… დღეს  შენი სახლის (ბლოგის) დიზაინი შევცვალე… რას ფიქრობ? კომფორტულია? მგონი შენს გემოვნებაში უნდა ჩაჯდეს, არა? ვიცი დაუკითხავად არ უნდა შემეცვალა, მაგრამ…

კარგი, გავიქეცი… არ იცელქო მეი  ❤ :*

პ.ს. ახალ დიზაინზე თქვენი აზრი დატოვეთ კომენტარებში… ❤ ^_^ ყველას გთხოვთ, ჩემთვის მკითხველის სიტყვა ბევრს ნიშნავს ❤

Diary…

beautiful-girl-grass-hair-ipod-music-Favim.com-99990

ძვირფასო მეი! მოვედი… დღეს 2012 წლის ზაფხულის შესახებ მინდა მოგიყვე… შევეცდები არაფერი მნიშვნელოვანი არ გამომრჩეს და ბევრი დროც არ წაგართვა 🙂 …

ზაფხულის უმეტესი ნაწილი, როგორც ყოველთვის სოფელში გავატარეთ მე ჩემმა და-ძმამ და ბძაშვილებმა, ერთად… სისულელის ჩადენის არცერთი შესაძლებლობა არ გაგვიხალტურებია მთელი ზაფხული მზად ვიყავით და სიამაყით ვიდექით სისულელეების სამსახურში (სხვა რა საქმე გვქონდა)… ^_^

ekonino1

თუთა Party – ამას არც ერთი ჭკუათმყოფელი არ იზავდა ^^ …ერთ დღეს გადავწყვიტეთ რაიმე უცნაური გაგვეკეთებინა და შესანიშნავი იდეა მოგვივიდა თავში რომელსაც  “თუთა Party” ერქვა. შავი თუთა ავიღეთ და ომი გავაჩაღეთ, სულ გავისვარეთ, ერთმანეთს დავდევდით მთელი დღე… როდესაც დავრწმუნდით, რომ უკვე ყველა გასვრილი იყო ახალი გასართობი – წუწაობა წამოვიწყეთ… ცოტა გიჟური და რაღაცნაირი დღე იყო, მაგრამ არ დამავიწყდება…

29 აგვისტო — Michael Jackson-ის დაბადების დღეა… ამ დღეს სულ მინდა რაიმე განსაკუთრებული გავაკეთო… 2012 წელს მისივე მუსიკის ფონზე სანთლებით გული დავანთეთ…  უხმოდ ვიჯექით…ზუსტად რომ ვთქვათ სათქმელიც არაფერი იყო…I Just Heared Words In My Head… “I Miss you” “I Love You” “I Need You”

29agvisto(აი ფოტოც)

Diary….

images (1)

ძვირფასო მეი! როგორ ხარ?  ახლა ვუსმენდი Sugababes-Follow Me Home-ს და 2012 წლის მაისის წამები დამიდგა თვალწინ, მაშინ ხომ სულ ამ მუსიკას ვუსმენდით მე და ანო… და იცი? გამახსენდა, რომ შენთვის ანოზე ჯერ არაფერი მითქვამს… ახლა ყველაფერს ვერ მოგიყვები იმხელა ისტორიაა შეიძლება რომანი დაიწეროს, ამიტომ ერთი პატარა ამბით შემოვიფარგლები თვი, რომ არ მოგაბეზრო ❤

თავდაპირველად გეტყვი, რომ მე და ანო ვართ საუკეთესო მეგობრები, რომლებიც გამუდმებით კინკლაობენ, ამავე დროს კლასელები და მეზობლები.

ninoanobest

*  *  *

სკოლის შემდეგ ანო ჩემთან ამოვიდა, პოპ-კორნი გავაკეთეთ და ოთახში შევედით. ჩავრთეთ მუსიკა და ჩავირთეთ ჩვენც. ალბათ წარმოგიდგენიათ ორი დაქალის საუბარი-პირადული და პირადულზე პირადული, ხშირად უაზროც მაგრამ უფრო ხშირად საინტერესო, მაგალითად ჩვენს შემთხვევაში უაზრობებზე დიდად დროის კარგვა არ გვიყვარს, ვარჩევთ სხვადასხვა საჭირ-ბოროტო თემებს, მაგრამ იმ დღეს ჩვენი საუბარი მხოლოდ სისულელეებით შემოიფარგლებოდა.~

Ano – Blindfold როგორ თარგმნეს კლასში? (მთარგმნელის სახელს და გვარს არ დავასახელებ მაინც…)

Nino – ბლენდერი- ვუთხარი და თვალწინ დამიდგა იმ ბავშვის გაოცებული სახე, როდესაც მასწავლებელმა უთხრა, რომ Blindfold ბლენდერს არ ნისნავდა.

ორივემ ერთდროულად ჩავიხითხითეთ. ანო მოულოდნელად გაჩერდა და გაკვირვებულმა, სერიოზული სახით შემომხედა.

Ano – აბა რა არის?

ეს უკვე ბოლო წვეთი იყო ისტერიულ სიცილამდე მივედი… როდესაც ერთად ვართ სულ ასე ხდება… უფრო ხშირად ერთმანეთს მაშინ ვაცინებთ როდესაც რამეს ვსვავთ… :დ ძალიან ბევრი  კურიოზული ისტორიები  გადახდაგვხდენია ერთად…  სახლში მარტო დასატოვებლები არ ვართ, რა თქმა უნდა თუ არ გინდათ უკან დაბრუნებული ჩაებათ ომში პოპ-კორნთან, რომელიც ტაფიდან ფეიერვერკივით იყრება,  გაიკვალოთ გზა კვამლში, დაგჭირდეთ სახანძრო ან საერთოდ ახალი სახლი.

Diary…

diary-writing

ძვირფასო მეი! დიდი ხანია არ შემოგხმინებივარ. დღეს რატომღაც შუაღამისას ვიწყებ წერას.  (Michael Jackson-ის “Behind The Masc”-ის ფონზე awww )

წელიწადის ყველა დრო კარგია , მაგრამ ადამიანებს როგორც ყოველთვის სიცივეში სითბო გვენატრება და პირიქით ასეთია ჩვენი ბუნება რას ვიზავთ!!

წვიმა ძალიან მიყვარს, ტალახი არა. დღეს გაწვიმდა… მე რომ მიყვარს ისე ^_^…  კარგი იყო, მაგრამ მერე თავში ცოტა წამომიზაფხულა და მომენატრა ყველაფერი რაც ზაფხულთან ასოცირდება: მწველი მზე, მონატრებული სიგრილე, ნაყინი, წუწაობა, აუზი, დასვენება, სისულელეების დაგეგმვა და შემდეგ განხორციიელება, ერთმანეთისთვის მახეების დაგება, ღამის გათენება  იმაზე ფიქრით, როგორ ტკბილად შეგეძლო დაგეძინა, გაუჩერებლად სიცილი, მუსიკა, ცეკვა და ბევრი, ბევრი თავისუფალი დრო…. შენ? არ მოგენატრა?

Ice-cream-ice-cream-10398664-1024-768

swimsuit-swimming-pool-water-girl-beautiful-692622