გადაჭარბებული.

გუშინ მივხვდი, თუ ასე გავაგრძელებ – გადავიწვები, დიახ, ნათურასავით გადავიწვები, ავფეთქდები. არა, გუშინ არა ამას უკვე 7 წელი იქნება რაც მივხვდი, მაგრამ მე ჩემი თავი ძლიერი მეგონა, გუშინ კი გაავაცნობიერე, რომ მორჩა მე აღარ შემიძლია ამდენის გაძლება, არ ვარ ძლიერი!

მე უსუსური ვარ!

უსუსური ვარ დროების წინაშე.

უსუსური ვარ მათ წინაშე, ვინც ჩემთვის ძვირფასია, და დიახ სწორედ იმიტომ ვარ უსუსური, რომ ისინი ჩემთვის ძვირფასნი არიან.

გადაჭარბება ქართველებისთვის სიახლეს არ წარმოადგენს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ქართველებს ხომ ყველაფერი გადაჭარბებული უყვართ, სიმღერაც, სმაც და ჭამაც, ხოდა მეც ასე ქართველურად მომივიდა.

გადავაჭარბე, ოღონდ არა ჩემს შესაძლებლობებს, მე მუშაობის დრო გადავაჭარბე. ამდენი დავალებები, სასწავლი, საკითხავი, საწერი მოკლედ ბევრი მომივიდა, საშინლად მჭირდება დასვენება. კარგი იქნებოდა ადრე მეფიქრა დასვენებაზე, მაგრამ ახლა ამის დრო არ მაქვს. თავის  დროზე უნდა მეზარმაცა, მაგრამ ვინ იფიქრებდა თუ ამასაც შეიძლებოდა ჰქონოდა თავისი პლიუსები.

მიზანი აღარ მაქვს.

აღარც მოტივაცია.

როგორც ანა ფრანკი წერს ” განწყობა ნულზე დაბალია”.

ჰმ… მაგრამ შემოდგომა-ზამთრისთვის არც ისე ცუდად ჟღერს, შესაფერისიც კია.

 

Advertisements

მე – მუსიკის მოყვარული

დიდი ხანია ჩემზე არაფერი დამიპოსტავს დღეს რაღაცნაირად მომინდა ჩემი მუსიკალური გემოვნება გამეცნო თქვენთვის, არ ვიცი რამდენად დაგაინტერესებთ მაგრამ მე მთელი სულით და გულით დავწერ, რადგან ეს ჩემი სამყაროა. ალბათ თქვენთვის სულელურად გაიჟღერებს ეს სიტყვები, რადგან სიმღერით არ ვარ გატაცებული, უფრო რომ დავკონკრეტდე სამწუხაროდ ხმა არ მიწყობს ხელს, მაგრამ ალბათ ასეცაა საჭირო, სხვა შემთხვევაში ინდური ფილმივის სასიმღერო ნომერივით, რომ ჩავირთვებოდი რაღა გამაჩერებდა?!

შემოგთავაზებთ მომღერლებსა და ბენდებს რომლებსაც ვაფასებ და მიყვარს. სიმართლე გითხრათ ძალიან გამიჭირდა მათი დალაგება გარკვეული ნუმერაციით, ამიტომ ხშირად ნახავთ ორ ან სამ მომღერალს/ბენდს ერთად.

#10 ბევრი ვიფიქრე ვის შეიძლებოდა დაეკავებინა მეათე ადგილი ბოლოს გადავწყვიტე, რომ ის დაიმსახურა: Marilyn Manson-მა, Katie Melua-მ. ვერ ვიტყვი რომ მენსონის მსმენელი ვარ, მაგრამ არის ის იშვიათი მომენტები, როცა უბრალოდ მინდება მოუსმინო მის სიმღერას მიუხედავად იმისა, რომ ეს იშვიათია მაინც მან დაიმსახურა 10-ე პოზიცია, რაც შეეხება ქეთი მელუას მინდა ვთქვა, რომ ვთვლი ის საუკეთესოა ქართველ მომღერლებს შორის და ერთადერთია ვისაც პირადად ვუსმენ, ამასთან ვამაყობ, რომ ქართველია.

#9 ალბათ ამ პოზიციას Vanessa Mae დაიკვებს, რომელიც ზღაპრულად უკრავს ვიოლინოზე, არასოდეს მბეზრდება მისი მოსმენა, მიუხედავად იმისა, რომ ვიოლინო ჩემი საყვარელი მუსიკალური ინსტრუმენტი არასოდეს ყოფილა. მასთან ერთად მეცხრე ადგილზე დავაყენებდი Bob Marley-ს.

#8 მერვე ადგილს იმსახურებს bei Maejor-ი და  Deepside იგივე (Git Fresh), ვერ ვიტყვი რომ მათ შემოქმედებას სრულიად ვიცნობ, მაგრამ თიტოეულის შემოქმედებიდან მიყვარს ერთი სიმღერა რომელიც უკვე რა ხანია არ მბეზრდება.

 

#7 მეშვიდე პოზიცის განაწილბა კი ცოტა ბევრს მოუწევს : Celine Dion, Lykke Li, Lana Del Ray, whitney Houston, shakira.  სელინ დიონსა და შაკირაზე ბავშვობიდან ვგიჟდებოდი,  რაც შეეხება Whitney Houston-ს Lykke Li-სა და  Lana Del Ray-ს მათი მუსიკა ძალიან პოზიტიურად მოქმედებს ჩემზე.

#6 Elvis Presley, Aerosmith, The Beatles, Queen – მუსიკოსები რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ დაფასებას.

#5 მეხუთე ადგილს მივანიჭებდი  Placebo-ს, მათ აღმოჩენას ჩემს ბიძაშვილს უნდა ვუმადლოვდე, ვერ ვიტყვი, რომ მათ გამუდმებით ვუსმენ, მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ სოლისტის უცნაური ხმა, სიმღერებს თავისებურ ხიბლს სძენს. ამ ჯგუფთან ერთად დავაყენებდი Guns N’ Roses, რომელიც ძალიან მიყვარს.

#4 მეოთხე ადგილი კი ეკუთვნის Jessie J-ს, ადამიანი რომლსაც უხდება ყველაფერი რასაც აკეთებს, მის სიმღერებს შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში ამავსონ პოზიტივით და საცეკვაოდ განმაწყონ. მასთან ერთად Bruno Mars-იც გაიზიარებს მეოთხე ადგილს, თავისი მხიარული სიმღერებისათვის.

#3 და მესამე ადგილის ჯერიც დადგა, იგი დაიკავა  Beyonce-მ და Ciara-მ ვგიჟდები მათ სტილზე, ორი არაჩვეულებრივი მომღერალი, უბრალოდ მოუსმინეთ და დატკბით.

#2 მეორე ადგილს იკავებს ჯგუფი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ვიპოვე და უკვე მათით აღფრთოვანებული ვარ, მინდა სიამაყით  წარმოგიდგენოთ ჩემი ახალი აღმოჩენა –  Hanson, უკვე წლებია რაც ჯგუფია არსებობს, მათი ყველაზე ცნობილი სინგლია Mmmbop რომელიც 1997 წელში ჩაიწერა. .  მაშინ ისინი პატარები იყვნენ სიმღერამ კი მალევე მოუტანათ დიდი წარმატება. ჯგუფი ძირითადად მღერის პოპ-როკს, მის სემადგენლობაში კი არიან ძმები ტეილორ, ისააკ და ზაკ ჰენსონები.

dfadfdf

#1 ალბათ დაფიქრებაც არაა საჭირო, იმის გამოსაცნობათ თუ ვის ერგო პირველი ადგილი, რა თქმა უნდა ყველა დროის ყველაზე დიდ ვარსკვლავს – Michael Jackson-ს, მისი სიმღერები რომ არა არ ვიცი რით უნდა მეცოცხლა, ალბათ გავნადგურდებდი, მილიარდჯერ გავიმეორებ , რომ ჩემთვის ყველაფერში ნომერი პირველია, მე არ ვაფასებ მას მხოლოდ როგორც მუსიკოსს, მე მიყვარს მისი პიროვნება, ადამიანი რომელმაც შეცვალა სამყარო და ჩემი ცხოვრება, ის პირველ ადგილზე ბევრად მეტს იმსახურებს.

michael-michael-jackson-25237761-827-1047.jpg

მის მუსიკასთან სიტყვები ზედმეტია, უბრალოდ დატკბით.

პ.ს მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს ჩემთვის მუსიკა, რომელიც ბერდება, ძალიან მიყვარს ძველი ჰიტები და ხსირადაც ვუსმენ.

To Do List.

ალბათ არც დაგაინტერესებთ ჩემი “To Do List”-ი, მაგრამ რაღაც ამ ბოლო დროს იდეების ნაკლებობას ვუჩივი, ამასთან დიდი ხანია მინდა ვინმეს გავუზიარო ჩემი სამომავლო გეგმები, თუ არ წაიკითხავთ არც ესაა პრობლემა მე ჩემს ჭიას გავიხარებ. 😀

  • აუცილებლად უნდა ჩავაბარო თავისუფალ უნივერსიტეტში.
  • მინდა საცხოვრებლად ლონდონში წავიდე, არ ვიცი რამ გამოიწვია ჩემი ამსეთი სიყვარული ამ ქალაქისადმი შესაძლოა იქ მცხოვრებმა ხალხმა, მე ხომ მოწესრიგებული ადამიანები ძალიან მიყვარს, ან იქნებ შერლოკ ჰოლმსის სიყვარულმა, არ ვიცი რატომ, უბრალოდ ძალიან მინდა ლონდონში ცხოვრება.

  • მინდა წავიდე ამერიკაში. ისე არც იქ ცხოვრებაზე ვიტყოდი უარს.
  • აუცილებლად შევაგროვებ ბევრ, ძალიან ბევრ წიგნს. მინდა მქონდეს წიგნებით სავსე ოთახი სადაც შევძლებ განვიტვირთო. ჩემს წარმოსახვაში ეს ოთახ დიდი ხანია არსებობს, 2 კედელი  მთლიანად წიგნებითაა დაფარული, მესამე კედელი კი მუსიკალური დისკებით, კუთხეში უზარმაზარი დინამიკებია,  ოთახის ცენტრში დაბალი, ოვალური შუშის მაგიდა მის გარშემო ვეებერთელა პუფები, მეოთხე კედელი კი შუშისაა. რომელიმე ჩემი საყვარელი მუსიკის ფონზე ვკითხულობ რაიმე  საინტერესოს გვერდით კი ჩემი ძაღლი ზის… მგონი ძალიან გავიჭერი ოცნებებში…
  • აუცილებლად დავწერ წიგნებს და ვიმედოვნებ ისინი მკითხველს მიღმა არ დარჩებიან.(ალბათ გატუტუცებული ამბიციური გოგონა გგონივართ, მაგრამ მე გულახდილად ვამბობ იმას რასაც ვფიქრობ)

  • მინდა სკოლის დამთავრებისთანავე მქონდეს სამსახური, მხიარული კოლექტივით. სკოლის დასრულების შემდეგ სურვილი მაქვს რაღაც ახალი დაიწყოს ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება ძალიან სულელურად ჟღერს, მაგრამ მგონია, რომ სამსახური მისცემს ცხოვრებას სხვაგვარ ელფერს. არ მინდა ჩემი ცხოვრება სკოლის შემდეგაც მხოლოდ სწავლით შემოიფარგლოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკმაყოფილო ვარ, არა პირიქით უბრალოდ ეს ცხოვრების ერთი ეტაპია და მინდა სხვებისგან განსხვავდებოდეს.
  • ყველანაირად შევეცდები გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი იმისთვის, რომ ვიყო ყოველმხრივ განათლებული. ყველაფერში პროფესორობას არ ვაპირებ უბრალოდ მინდა, რომ ყველაფერზე მქონდეს ზოგადი წარმოდგენა. ვიცი ეს ძალიან რთული იქნება, რადგან ბევრია შესაცნობი, მაგრამ არაერთხელ მითქვამს, რომ მიუწვდომელს ხშირად ვეპოტინები.

წერილი საკუთარ თავს მომავალში

არავინ იცის მომავალში რა იქნება, ამიტომ გადავწყვიტე საკუთარ თავს მომავალში მივწერო წერილი სადაც მოვუყვები ვინ იყო როცა ამ წერილს წერდა მაშინ, როგორი გონია საკუთარი თავი რომელიც შემდეგ ამ წერილს წაიკითხავს და რისი იმედი აქვს მომავლისთვის…

letter-beautiful-photo-wallpaper-1920x1080
ძვირფასო ჩემო თავო, შეიძლება ბევრი იცინო, როდესაც ამას ოდესმე წაიკითხავ… ამ წერილს, რომ წერდი მაშინ 16 წლის იყავი… ბევრი ოცნებები გქონდა, ძალიან გინდოდა ამერიკაში და ინგლისში წასვლა…  გიყვარდა კითხვა და ფიქრობდი, რომ ყოველი ახალი წიგნის კითხვის დაწყებისას ახალი ცხოვრება იწყება, რადგან თითოეულ პერსონაჟს ითავისებდი, და ცდილობდი ყოველ წინადადებაში რაიმე რჩევა ამოგეკითხა სამომავლოდ…

არ გიყვარდა ადვილად მისაღწევი რამეები, ამოცანა რაც უფრო რთული ამოსახსნელი იყო უფრო გხიბლავდა,  ცხოვრებაშიც ყოველთვის რთულად მისაღწევსისკენ ისწრაფოდი და ზოგჯერ მიუწვდომელსაც ეპოტინებოდი…

შენი ჰობი იყო: წერა, კიტხვა, ხატვა, ცეკვა, კულინარია, მათემატკა, ფიზიკა, ფილმების ყურება, მუსიკაზე ხომ აღარაფერს ვამბობ ეს შენი ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო და დიდ იმედს ვიტოვებ, რომ წარსულის ნინო დიდად არ შეიცვლება…

მტკიცე ხასიათი გქონდა, ყოველი შემთხვევისთვის წარსულის ნინოს ასე ჰგონია, საშინლად ჯიუტი და პრინციპული იყავი და ეს თვისებები მოგწონდა შენში, იმედია დრო ვერც ამას დააკლებს რამეს და მომავლის ნინოც ისეთივე ჯიუტ და პრინციპული იქნება როგორიც იყო…

მგონი საუბარი ძალიან გამიგრძელდა არა? თავი მოვაბეზრე მომავალ მეს, რათქმა უნდა მე ხომ ამას ყოველთვის ვახერხებდი, ადამიანებისთვის თავის მობეზრება და ნერვების მოშლა ხომ ნებისმიერ მომენტსი შემიძლილა, ყველაზე კარგი კი ბოლოსთვის შემოვიტოვე ჩემო თავო, შენ Nino Jackson-ი ხარ Moonwalker-ი ანუ თვით Michael jackson-ის ფანი, ყოველთვის ყველაზე მეტად გიყვარდა (და იმედს ვიტოვებ დრო ამას ვერ შეცვლის) და პირველი ადამიანი იყო შენთვის (არის და მთელი გულით მინდა, რომ სულ ასე იყოს, იმედს ვიტოვებ რომ ეს ასეც იქნება)…

 

 

 

ცოტა რამ ჩემს შესახებ <3

იშვიათად, მაგრამ მაიც დავამატებ ხოლმე პოსტებს ჩემს შესახებ შევეცდები დიდად არ მოგაბეზროთ თავი… ❤

549928_422890757787104_7923651sfaf39_n

1. ვარ Michael Jackson-ის ფანი (ვიცი ადრეც ვთქვი მაგრამ არ შემიძლია არ გავიმეორო ყოველწამს….  ეს სიტყვები მჭირდება… მავსებს ❤ )

531576_392202180875084_15965047_n

2.  მგონი ცოტა უცნაურია, მაგრამ მიყვარს მულტფილმები… ^_^

06caroline_600

3. მიყვარს ცხოველები (მყავს ძაღლი ❤ )

4. წვიმაში ყოველთვის “Stranger In Moscow” მახსენდება…

5. მიყვარს წვიმიანი ამინდი მზე და თოვლი. ქარი არ მიყვარს, მაგრამ  ყველაფერი კარგია ზომიერად, თავის დროზე… ❤ თუმცა რაც გიყვარს არასოდესაა ზედმეტი… ^_^

6. მიყვარს ჰარი პოტერი (მულტფილმების შემდეგ არ გაგიკვირდებათ)

7. მიყვარს ფილმების ყურება (არ მაქვს გამორჩეული ჟანრი ერთადერთი სერიალებს ვერ ვუყურებ )

8. მიყვარს ტომ ჰენქსი, ჯიმ ქერი, ჯონი დეპი, მეგ რაიანი, დენიელ რედკლიფი…

9. მიყვარს დეტექტივიური ჟანრის ნაწარმოებები

10. ძალიან მიყვარს ხატვა და ცეკვა (ვცეკვავ  Michael Jackson Style-ს)

მე…

მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ… ვცხოვრობ საქართველოში კერძოდ – თბილისში… მიყვარს ცეკვა, ხატვა, ოცნება, წერა, ცხოველები, მათემატიკა, ფიზიკა და რაც ყველაზე მთავარია მუსიკაა ! (აქვე გეტყვით რომ ვარ Michael Jackson-ის ფანი ^_^ ) მაწუხებს გიჟური აზრები.. ❤ …. არ ვიცი რა გამოვა ამ ბლოგიდან, ჯერ ვერაფერს დაგპირდებით მაგრამ იმედია მოგეწონებათ!! ❤ და კიდევ შემოგთავაზებთ ვიდეო პოსტებსაც!  😉

toestandface