მე – მუსიკის მოყვარული

დიდი ხანია ჩემზე არაფერი დამიპოსტავს დღეს რაღაცნაირად მომინდა ჩემი მუსიკალური გემოვნება გამეცნო თქვენთვის, არ ვიცი რამდენად დაგაინტერესებთ მაგრამ მე მთელი სულით და გულით დავწერ, რადგან ეს ჩემი სამყაროა. ალბათ თქვენთვის სულელურად გაიჟღერებს ეს სიტყვები, რადგან სიმღერით არ ვარ გატაცებული, უფრო რომ დავკონკრეტდე სამწუხაროდ ხმა არ მიწყობს ხელს, მაგრამ ალბათ ასეცაა საჭირო, სხვა შემთხვევაში ინდური ფილმივის სასიმღერო ნომერივით, რომ ჩავირთვებოდი რაღა გამაჩერებდა?!

შემოგთავაზებთ მომღერლებსა და ბენდებს რომლებსაც ვაფასებ და მიყვარს. სიმართლე გითხრათ ძალიან გამიჭირდა მათი დალაგება გარკვეული ნუმერაციით, ამიტომ ხშირად ნახავთ ორ ან სამ მომღერალს/ბენდს ერთად.

#10 ბევრი ვიფიქრე ვის შეიძლებოდა დაეკავებინა მეათე ადგილი ბოლოს გადავწყვიტე, რომ ის დაიმსახურა: Marilyn Manson-მა, Katie Melua-მ. ვერ ვიტყვი რომ მენსონის მსმენელი ვარ, მაგრამ არის ის იშვიათი მომენტები, როცა უბრალოდ მინდება მოუსმინო მის სიმღერას მიუხედავად იმისა, რომ ეს იშვიათია მაინც მან დაიმსახურა 10-ე პოზიცია, რაც შეეხება ქეთი მელუას მინდა ვთქვა, რომ ვთვლი ის საუკეთესოა ქართველ მომღერლებს შორის და ერთადერთია ვისაც პირადად ვუსმენ, ამასთან ვამაყობ, რომ ქართველია.

#9 ალბათ ამ პოზიციას Vanessa Mae დაიკვებს, რომელიც ზღაპრულად უკრავს ვიოლინოზე, არასოდეს მბეზრდება მისი მოსმენა, მიუხედავად იმისა, რომ ვიოლინო ჩემი საყვარელი მუსიკალური ინსტრუმენტი არასოდეს ყოფილა. მასთან ერთად მეცხრე ადგილზე დავაყენებდი Bob Marley-ს.

#8 მერვე ადგილს იმსახურებს bei Maejor-ი და  Deepside იგივე (Git Fresh), ვერ ვიტყვი რომ მათ შემოქმედებას სრულიად ვიცნობ, მაგრამ თიტოეულის შემოქმედებიდან მიყვარს ერთი სიმღერა რომელიც უკვე რა ხანია არ მბეზრდება.

 

#7 მეშვიდე პოზიცის განაწილბა კი ცოტა ბევრს მოუწევს : Celine Dion, Lykke Li, Lana Del Ray, whitney Houston, shakira.  სელინ დიონსა და შაკირაზე ბავშვობიდან ვგიჟდებოდი,  რაც შეეხება Whitney Houston-ს Lykke Li-სა და  Lana Del Ray-ს მათი მუსიკა ძალიან პოზიტიურად მოქმედებს ჩემზე.

#6 Elvis Presley, Aerosmith, The Beatles, Queen – მუსიკოსები რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ დაფასებას.

#5 მეხუთე ადგილს მივანიჭებდი  Placebo-ს, მათ აღმოჩენას ჩემს ბიძაშვილს უნდა ვუმადლოვდე, ვერ ვიტყვი, რომ მათ გამუდმებით ვუსმენ, მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ სოლისტის უცნაური ხმა, სიმღერებს თავისებურ ხიბლს სძენს. ამ ჯგუფთან ერთად დავაყენებდი Guns N’ Roses, რომელიც ძალიან მიყვარს.

#4 მეოთხე ადგილი კი ეკუთვნის Jessie J-ს, ადამიანი რომლსაც უხდება ყველაფერი რასაც აკეთებს, მის სიმღერებს შეუძლიათ ნებისმიერ მომენტში ამავსონ პოზიტივით და საცეკვაოდ განმაწყონ. მასთან ერთად Bruno Mars-იც გაიზიარებს მეოთხე ადგილს, თავისი მხიარული სიმღერებისათვის.

#3 და მესამე ადგილის ჯერიც დადგა, იგი დაიკავა  Beyonce-მ და Ciara-მ ვგიჟდები მათ სტილზე, ორი არაჩვეულებრივი მომღერალი, უბრალოდ მოუსმინეთ და დატკბით.

#2 მეორე ადგილს იკავებს ჯგუფი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ვიპოვე და უკვე მათით აღფრთოვანებული ვარ, მინდა სიამაყით  წარმოგიდგენოთ ჩემი ახალი აღმოჩენა –  Hanson, უკვე წლებია რაც ჯგუფია არსებობს, მათი ყველაზე ცნობილი სინგლია Mmmbop რომელიც 1997 წელში ჩაიწერა. .  მაშინ ისინი პატარები იყვნენ სიმღერამ კი მალევე მოუტანათ დიდი წარმატება. ჯგუფი ძირითადად მღერის პოპ-როკს, მის სემადგენლობაში კი არიან ძმები ტეილორ, ისააკ და ზაკ ჰენსონები.

dfadfdf

#1 ალბათ დაფიქრებაც არაა საჭირო, იმის გამოსაცნობათ თუ ვის ერგო პირველი ადგილი, რა თქმა უნდა ყველა დროის ყველაზე დიდ ვარსკვლავს – Michael Jackson-ს, მისი სიმღერები რომ არა არ ვიცი რით უნდა მეცოცხლა, ალბათ გავნადგურდებდი, მილიარდჯერ გავიმეორებ , რომ ჩემთვის ყველაფერში ნომერი პირველია, მე არ ვაფასებ მას მხოლოდ როგორც მუსიკოსს, მე მიყვარს მისი პიროვნება, ადამიანი რომელმაც შეცვალა სამყარო და ჩემი ცხოვრება, ის პირველ ადგილზე ბევრად მეტს იმსახურებს.

michael-michael-jackson-25237761-827-1047.jpg

მის მუსიკასთან სიტყვები ზედმეტია, უბრალოდ დატკბით.

პ.ს მინდა გითხრათ, რომ არ არსებობს ჩემთვის მუსიკა, რომელიც ბერდება, ძალიან მიყვარს ძველი ჰიტები და ხსირადაც ვუსმენ.

Advertisements

Michael Jackson ჭორები Vs. ფაქტები

დიდი ხანია ამ პოსტის დაწერაზე ვფიქრობ, მაგრამ, როგორც წინა პოსტი მაიკლის შესახებ ასევე ესეც ჩემთვის რთული დასაწყები აღმოჩნდა…  ალბათ გახსოვთ, მაშინ დაგპირდით, რომ მომავალში აუცილებლად ვისაუბრებდი პოპის მეფის გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმების შესახებ, და სწორედ ესაა დღევანდელი პოსტის თემაც…  შევეცდები ჭორების და რეალობის დაპირისპირებას, მოვიყვან დასასაბუთებლად ფოტო მასალასაც, და დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ჭორი, რომელისაც  (შესაძლებელია) გჯეროდათ აღმოვფხვრა საზოგადოებიდან… ეს ის მცირედია რისი გაკეთებაც მე შემიძლია მაიკლისთვის… მოდით დავიწყოთ…

ერთ-ერთი  გავრცელებული ჭორი მაიკლის შესახებ არის ის რომ იგი სატანისტი, ილუმინატი იყო…  რისი უარყოფაც ფოტოებისა და ვიდეოების საშუალებით შეიძლება… ის ილუმინატი არასოდეს ყოლფილა პირიქით ებრძოდა მათ და ბოლოს გადაღებულ ვიდეოებში თავს იკავებს მათზე საუბრისას ამბობს, რომ ისინი მას მოკლავენ… დავდებ მხოლოდ ვიდეოს რომელიც დაგარწმუნებთ ჩემს სიმართლეში… როგორც წესი ილუმინატები ხშირად Backword-ებით საუბრობენ (ანუ უკუღმა კითხულობენ) ცნოლიბილი მომღერალი ილუმინატები კი ხშირად თავის სიმღერის Backword-ით მოუწოდებენ მსმენელს სატანის მორჩილებისკენ … მოდით ვნახოთ მაიკლის Backword-ი…

1:28 აუცილებლად შენიშნავდით სიტყვებს “believe in god” რომელსაც ხშირად იმეორებს შემდეგაც…. ეს შეგვიძლია ერთგვარ ირონიად მივიჩნიოთ მაიკლის მხრიდან….

მეორე ფაქტი რომლითაც საერთოდ დაიწყო ეს ჭორი არის მაიკლის ხელი, რომელიც რატომღაც სატანის ნიშანს დაუკავშირეს … შეგიძლიათ ყურადღებით დააკვირდეთ სურათს და თავად შეაფასოთ  ეს სატანის ნიშანია თუ “I Love You”

ახლა კი გადავიდეთ მეორე მნიშვნელოვან საკითხზე… ჭორების თანახმად მაიკლმა უამრავი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა..  ჯერ კანის გათეთრებაზე ვისაუბროთ…  ცოტა არ იყოს გაგიჭირდებათ იმის დაჯერება, რომ მაიკლის მიერ კანის პლასტიკური ქირურგიით გათეთრება სიცრუეა რადგან ამ ჭორით ყველაფერი ისე კარგად იხსნება, ეჭვის შეპარვაც ძნელია…

თავდაპირველად  მინდა მოგითხროთ დაავადების შესახებ, რომელსაც ვიტილიგო ჰქვია… ეს დაავადება ადამიანის ორგანიზმს აცლის პიგმენტებს რის შემდეგაც მისი კანი ფერს კარგავს…

სწორედ ეს დაავადება სჭირდა მაიკლ ჯექსონს, რის შედეგადაც ნელ-ნელა მისი კანის გარკვეული ნაწილი ფერს კარგავდა, დარჩენილ ნაწილს სანამ  ფერს არ დაკარგავდა მაიკლი მაკიაჟით ფარავდა… новый коллажdfgdfg

ფოტოების გარდა შეგვიძლია დავიმოწმოთ მაიკლის სიტყვებიც “მე აფრო ამერიკელი ვარ და ვამაყობ ჩემი რასით, მაგრამ ეს დაავადებაა მე ამას ვერ ვშველი..” “თქვენ მსჯით იმის გამო, რაც მე არ ჩამიდენია და რას იტყვით იმ ადამიანებზე, რომლებიც საათობით იღებენ მზის აბაზანებს იმისთვის, რომ კანის ფერი შეიცვალონ?!”

რაც შეეხება ცხვირის პლასტიკურ ოპერაციას, ჭორების მიხედვით მაიკლს უამრავი ოპერაცია აქვს გაკეთებული… თქვენდა გასაოცრად კი მინდა გითხრათ რომ ცდებით! მაიკლს მხოლოდ ორი პლასტიკური ოპერაცია ჰქონდა გაკეტებული, პირველი ბავშვური კომპლექსის გამო (მამამისი გამუდმებით აკრიტიკებდა მის გარეგნობას), ხოლო მეორე უბედური შემთხვევის გამო, Pepsi-ს რეკლამის გადაღებისას ტექნიკური გაუმართაობის გამო მაიკლს ცეცხლი წაეკიდა, რის გამოც აუცილებელი გახდა მეორე პლასტიკური ოპერაციის გაკეთება…

ამასთან დაკავშირებით კიდე ერთი ჭორია გავრცელებული, რომ თურმა მაიკლს  კონცერტზე ცხვირი მოძვრა… სასაცილოა ხალხო, მეცინება რა ლოგიკა აქვთ იმათ ვისაც ეს ჯერათ არ მესმის, გაუნათლებლობის ეტალონები მიდი და ელაპარაკე რამდენიც გინდა, მაგრამ მაინც კარგი იქნება, თუ დაფიქრდებიან,  და თავადვე გააანალიზებენ რამდენად ილოგიკურია რასაც ამბობენ…

შემდეგი ჭორის თანახმად მაიკლი ნარკომანი იყო, ეს არ შეესაბამება სიმართლეს… მაიკლი არ იღებდა არავითარ ნარკოტიკებს, მაგრამ იგო დიდი რაოდენობით დამამშვიდებლებს სვავდა, რაც გამოწვეული იყო ძირითადად სხვადასხვა ჭორების გამო, რომლებიც მაიკლის პიროვნებას ლახავდნენ…

ერთ-ერთი ჭორის მიხედვით კი მაიკლი არაა თავისი შვილების – პრინცის და პერისის ბიოლოგიური მამა, რისი უარყოფა ერთი ფოტოტოს საშუალებითაც კი შეგვიძლია…პრინცს აქვს მემკვიდრეობით მამის დაავადება – ვიტილიგო…

 უკანასკნელმა ამბავმა სასამართლომდეც მიაღწია, ეს უფრო ბრალდებაა ვიდრე ჭორი… თუ ამ ბრალდებას დავუჯერებთ მაიკლი პედოფილი იყო… მაიკლი რომ გაასამართლეს ეს ყველამ იცის, და რომ არ სცნეს დამნაშავედ ამას უკვე ყურადღებას აღარ აქცევენ  და არც სასამართლოს შემდეგი ფაქტებით ინტერესდებიან… სწორედ ამ ბრალდებამ დააწყებინა მაიკლს დამამშვიდებლების მიღება…

ახლა კი მინდა სასამართლოს შემდგომ ფაქტებზე გავამახვილო ყურადღება პოპის მეფის სიკვდილმა ბავშვზე, რომელმაც მაიკლს ეს ბრალდება წაუყენა ძალიან იმოქმედა და  სინდისმა აიძულა სიმართლე ეთქვა  “მე არასოდეს მინდოდა მომეტყუა, არასოდეს მინდოდა რომ რამე დამეშავებინა ჯექსონისთვის, მამაჩემი მაიძულებდა რომ ყოველთვის მეთქვა ტყუილი, დღეს მე აღარ შემიძლია მაიკლს დაველაპარაკო და ვუთხრა რომ ვწუხვარ ჩემი საქციელის გამო” ასევე არსებობს ჩანაწერი სადაც ბავშვის მამა საუბრობს თავის გეგმაზე და დარწმუნებულია, რომ საქმეს მოიგებს., ასევე გახარებულია იმით რომ ამის შემდეგ მაიკლის კარიერა დაინგრევა…

იმედი მაქვს ამ პოსტმა აზრი შეგაცვლევინათ მაიკლის პიროვნებაზე…

უი და ჰეითერებს საჩუქარი ჩემგან :3

KeepCalmStudio.com-[Crown]-Keep-Calm-And-Hater-

Happy Birthday To You Dear Michael <3

1958 წლის 29 აგვისტოს დაიბადა ადამიანი რომელმაც შეცვალა მუსიკის ინდუსტრია და ამასთან მის ფანებს სიცოცხლის აზრი აჩუქა… უკვე მეხუთე წელია მაიკლის დაბადების დღეს მის გარეშე ვხვდებით მისი ფანები, მაგრამ ვიცით , რომ ის მაინც ჩვენს გვერდითაა – გულის სიღრმეში…<3

მაიკლ, შენ ხარ ადამიანი რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, მე არ გაღმერთებ, რადგან მაქვს რელიგია, მაგრამ მე გაგამეფე ჩემს ცხოვრებაში… ვამაყობ, რომ შენი ფანი მქვია… გილოცავ დაბადების დღეს…

23721_497606613595649_1657260396_n

Michael Jackson

527764_288829041212916_1001107746_n

ბევმა მკითხა, რატომ არ ვწერდი მაიკლ ჯექსონზე… მინდოდა, მთელი გულით მინდოდა დამეწერა , მაგრამ არ ვიცოდი ადამიანი რომელიც მსოფლიომ ვერ დაიტია როგორ დამეტია ერთ პოსტში? … ძალიან მინდა ხალხმა გაიგოს ვინ იყო მაიკლი როგორც ვარსკვლავი და როგორც ჩვეულებრივი ადამინი… ასევე მინდა ბოლო მოვუღო უსაფუძვლო ჭორებს, ამიტომ გადავწყვიტე დამემატებინდა კატეგორია “Micahel Jackson” რომელიც მთლიანად მიეძღვნება “პოპის მეფეს” დასაწყისისთვის მის ბიოგრაფიას შემოგთავაზებთ…

528936_265556870206993_1729840132_n

ამერიკელი, მომღერალი, მოცეკვავე და სიმღერების ავტორი დაიბადა 1958 წლის 29 აგვისტოს, ინდიანას შტატში, კერძოდ ქალაქ გარში. იგი ცხრა შვილიდან 7 იყო. მაიკლი 6 წლის ასაკიდან უკვე კარგად ცეკვავდა და მღეროდა.. კეტრინს (მაიკლის დედას) არ უყვარდა შვილების ქება, მაგრამ მაიკლი გამონაკლისი იყო…

8 წლის ასაკში მან დაწერა პირველი სიმღერა “I’m a Big Boy”  11 წლის ასაკში კი უკვე ხდება “Jackson 5”-ის იგივე “The Jacksons”-ის სოლისტი . ჯგუფი თანამშრომლობდა ხმის ჩამწერ სტუდიასთან “Motown”

1971 წელს მაიკლმა 13 წლის ასაკში ჩაწერა საუკეთესო ალბომმები: “Got To Be There” “Rockin’ Robin” “Ben”…

A0Vt6C-CcAAgK76

1978 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფილმში “The Wiz” და გაიცნო ქუინს ჯოუნსი რომელიც შემდეგ მისი პროდიუსერი გახდა.

ალბომი “Off The Wall” მსოფლიომ მაიკლი გაიცნო როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა. “Don’t Stop Till You Don’t Get Enough” და  “Rock with You” ჩარტებში მაშინვე საუკეთესო ადგილებზე მოხვდა…

1982 წელს გაიმართა “Thriller” – ის პრეზენტაცია, რომელმაც შოუ ბიზნესი ტავდაყირა დააყენა და სამუდამოდ შეცვალა. აქამდე არავის შეექმნა კლიპი, რომელსაც ექნებოდა შინაარსობრივი დატვირთვა “Thriller” – იყო პირველი. ალბომში 7 ჰიტი შედიოდა : “The Girl Is Mine” “Beat It” “Wanna be startin’ Somethin’ “P.Y.T” (Pretty Young thing) “Human Nature” “Thriller” და უკვდავი “Bellie Jean”

A37_j8JCYAACE3g

1983 წელს , ხმის ჩამწერი სტუდიის 25 წლის იუბილეზე მაიკლმა მსოფლიოს აჩვენა 14 წუთიანი ვიდეო რგოლი. მისი შემოქმედება მიმზიდველი იყო ახლად გახსნილი “MTV” სთვის “Thriller” იყო პირველი აფრო-ამერიკელის მიერ შესრულებული სიმღერა რომელიც “MTV” – ზე გამოჩნდა. მაიკლმა : “Thriller”-ისთვის ერთ ღამეში აიღო 8 “Gremmy” და 7 “AMA”(American Music Awards”) 1985 წელს ზემოთ ხსენებული ალბომი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, გაყიული ეგზემპლარი . 2001 წლის ივლისამდე ამერიკაში ალბომის 26 ხოლო, მთელს მსოფლლიოში 51 მილიონი ეგზემპლიარი გაიყიდა.

A6MjiebCYAENZY-

1984 წელს მაიკლმა ძმებთან ერთად ალბომი “Victory” გამოუშვა და ტურნე მოაწყო.

1987 წელს გამოშვებულმა ალბომმა 7 ჰიტი აჩუქა მსოფლიოს რომლებიც ლიდერობდნენ ჰიტპარადში: “I Just Can’t Stop Loving You” “Bad” “The Way You Make Me Feel” “Man In The Mirror” და  “Dirty Diana”

BAD25-5

მაიკლი თავისი დროის უმეტეს ნაწილს ნებვერლენდის რანჩოში ატარედა.

1991 წელს გამოდის ახალი ალბომი “Dangerous” 1995 წელს კი “History:Past Present and Future” რომელიც იყოფა 2 ნაწილად … მომღერალმა სადებიუტო სინგლი “Scream” დასთან ჯენეტთან ერთად ჩაწერა… ამ უკანასკნელის კლიპი 7 000 000 დოლარზე მეტი დაჯდა.

BD40prOCEAAn3wy

1994 წელს მაიკლი ელვის პრესლის შვილზე ლიზა მარია პრესლიზე დაქორწინდა მაგრამ ეს ქორწინება 2 წელიწადში დასრულდა.მეორე ქორწინება დები როუსთან 1996 წელს უფრო წარმატებული გამოდგა . მათ შეეძინათ ბიჭი Prince და გოგონა Paris. 1999 წელს ისინი დაშორდნენ. მაიკლს მესამე შვილი Blanket სუროგატი დედისგან ჰყავს რომლის ვინაობაც გასაიდუმლოებულია.

A9R4MoNCAAEWUWv

2001 წელს გამოვიდა ალბომი “Invicible” რომელიც გაიყიდა 6 მილიონ ეგზემპლიარად. 2004 წელს 16 ნოემბერს ჩაწერა მაიკლმა ალბომი “Michael Jackson : Ultimate Collection’ Box Set” რომელშიც შედიოდა 5 დისკი  სადაც 57 სიმღერა და 13 ძველი კონცერტის ჩანაწერი და 1992 წლის DVD ვერსია იყო გაერთიანებული.

2008 წელს გამოვიდა ალბომი “Thriller 25″

2009 წელს This Is It”

2009 წლის 25 ივნისს პოპის მეფე თავისივე საცხოვრებელში გარდაიცვალა… 😥

2010 გამოდის ალბომი”Michael” ხოლო 2012 წლის 18 სექტემბერს   “Bad 25”.

პოპის მეფის ცხოვრება სავსე იყო ჭორებით და სულელური ბრალდებებით რომლებზეც შემდგომში აუცილებლად ვისაუბრებთ.

პ.ს. მე არ ვიქნებოდი მე, რომ არა მაიკლი… მან შეცვალა ჩემი ცხოვრება… ❤

proxyCA0Z829V