მივიწყებული ამბავი (ნაწილი 3)

drowning-floating-girl-teenager-water-Favim.com-55076

წყალი უფრო და უფრო ზევით იწევდა… უფრო სწორად მე ვხედავდი ასე… ვცდილობდი წინააღმდეგობა გამეწია, მაგრამ ტეილორი ქვევით მიმექაჩებოდა და უფრო მითრევდა ფსკერისკენ… ნელ ნელა გამოსახულება დაიბურა … ბოლოს მახსოვს ზევით სინათლე დავინახე, მინდოდა წავსულიყავი მისკენ, მეგრამ გაყინულივით ვიყავი სხეულს ვეღარ ვგრძნობდი…

.   .   .

გამეღვიძა… სიზმარი იყო ცუდი სიზმარი – გავიფიქრე გულში… წამოვდექი და მივხვდი ჩემს ოთახში არ ვიყავი… საწოლის გვერდზე ტუმბოზე დავინახე ჩემი საყვარელი ყვევილები იდო… კარებთან ორი ადამიანის სილუეტი გამოჩნდა “ყველაფერი კარგად იქნება, ხვალ სახლში წამოსვლას შეძლებს, ოთახში დიდხანს ნუ გაჩერდებით, დასვენება სჭირდება” ამ სიტყვების შემდეგ მივხვდი ცხადი იყო გუშინდელი ამბავი არაფერი დამსიზმრებია… ვაანალიზებდი რა მოხდა, როდესაც ოთახში დედა შემოვიდა…

– სემი როგორ ხარ?

– მე კარგად.. ტეილორი როგორაა? სადაა?

– ვინ ტეილორი, იქ მარტო შენ იყავი სხვა არავინ…

306618

ვიფიქრე, რომ დაიხრჩო… ყელში ბურთი გამეჩხირა მაგრამ შევძელი ცრემლები შემეკავებინა…  როგორც კი გამომწერეს გადავწყვიტე ტეილორის დედა მენახა… (არ ვიცნობდი მაგრამ მაინც)

სახლის კარი ლამაზმა ქალმა გამიღო… ტეილორი მისი ასლი იყო…სახლში შემიპატიჟა ღიმილით… დამსვა მყუდრო ოთახში და ჟურნალების მაგიდაზე ტკბილეულით სავსე ჯამი დამიდგა…მკითხა რამ შეგაწუხა, ვიცი ჩემი მეზობელი ხარო… მეც ვუთხარი ძალიან ვწუხვარ გუშინწინდელზეთქო… გაუკვირდა… რა მოხდაო და მეც დავიწყე წვეულებაზე ლაპარაკი, მაგრამ როდესაც ვთქვი ტეილორი იქ იყოთქო გამაჩუმა…

– ასე რატომ ხუმრობ შვილო? ჩემს ტეილორზე საიდან გაიგე? არ შეიძლება ასეთი ბოროტი ხუმრობა.. – ნელ ნელა ხმა უწვრილდებოდა,ცოტაც და თვალები აუცრემლიანდებოდა…

– რა გავიგე? არ ვხუმრობ…

ეს, რომ ვუთხარი სახე ხელებში ჩარგო..ერთ ხანს ასე იყო მერე ხელები ჩამოუშვა, მაგრამ არ შემოუხედია, ალბათ არ უნდოდა დამენახა, როგორ ტიროდა…

– ტეილორი 7 წლის წინ გარდაიცვალა ავარიაში… 3 დღის წინ როგორ ნახე…

გავშრი… არ ვიცოდი რა გამეკეთებინა… ბოდიში მოვუხადე, ვუთხარი ალბათ შემეშალათქო… იქიდან მაშინვე წამოვედი, რაღაცნაირი გრძნობა დამეუფლა… შიში და სევდა ერთად… ყველაფერი მისტიურ საშინელებათა ფილმს გავდა და თუ ჩემი ირეალური აზრი  მართალი იყო … მივხვდი, ზღვაზე ტეილორის “ბოდვა” არ იყო სისულელე…

დრო გავიდა, ეს ისტორია მიივიწყეს… მაგრამ მე არასოდეს დამავიწყდება არც მისტიური ამბავი და არც ჩემი მეგობარი იმ ქვეყნიდან…

Advertisements

მივიწყებული ამბავი (ნაწილი 2)

two-friends-hugging

გადიოდა დრო, უფრო ვუახლოვდებოდი და ყოველ წამს ვამჩნევდი მსგავსებას ჩემსა ტეილორს შორის… ზოგჯერ მეგონა, თითქოს მთელი ცხოვრება მასთან ერთად მქონდა გატარებული…მოკლე ხანში ისე დავმეგობრდით, რომ  მთელს დროს ერთად ვატარებდით, ყველგან ერთად დავდიოდით, ერთმანეთს ყველაფერს ვეუბნებოდით…

beachparty1

სანაპიროზე წვეულებებს ხშირად აწყობდნენ…  მე და ტეილორმა გადავწყვიტეთ წავსულიყავით … საღამო იყო… მზე ჩასვლას აპირებდა… ბევრი ვიცეკვეთ, ცოტაც დავლიეთ, ისე ვიყავი გართული ვერ შევამჩნიე ტეილორი როგორ წავიდა…

tumblr_m5m8i7GoGy1ry24igo1_500

მერე დავინახე წყალთან იდგა… რაღაცას უყუერებდა, არ ვიცი… დავუძახე… შემომხედა, გაეცინა, მაგრამ ისე არა როგორც იცინოდა ხოლმე… თვალები ცრემლიანი ჰქონდა… მივედი და ვკითხე რა გჭირსთქო…  ძალიან დაგიახლოდი , შენნაირი მეგობარი არასოდეს მყოლია,  არ მინდა ამის გაკეთება მაგრამ სხვანაირად დაგკარგავო… გავიფიქრე ალბათ სასმელს არაა შეჩვეული და რღაცას ბოდავსთქო… მერე ისევ სიცილი დაიწყო და ჩემი ფიქრი უფრო განვამტკიცე… ცრემლები მოიწმინდა და მითხრა დამიჭირეო… წყალში შეცურა… სხვა რა გზა იყო?! შევყევი… ღრმად რომ შევცურეთ ჩაყვინთა… ვიგრძენი ფეხზე რაღაც მომედო… ხუმრობა მეგონა, მაგრამ რომ აღარ მომეშვა მივხვდი რომ რაღაც წესრიგში ვერ იყო. . .

პ.ს. გაგრძელება მალე იქნება ❤

მივიწყებული ამბავი (ნაწილი 1)

დღეს რაღაც განსხვავებული მინდა დავწერო… ამ რაღაც განსხვავებულს ნოველა ჰქვია…ნოველის დაწერა არასოდეს მიცდია და ალბათ არც დავინტერესდებოდი ამით, რომ არა ქეთი ამიტომ დიდი მადლობა მას ❤ :*

zgvaa

მე ერთ პატარა ქალაქში ვცხოვრობ ზღვასთან ახლოს…  ვარ ჩვეულებრივი თინეიჯერი (15 წლის) … დავდივარ ჩვეულებრივ სკოლაში, ვატარებ დროს პლაჟზე, მიყვარს სხვა გოგონებივით გარეთ ხეტიალი, გართობა და კლუბებში სიარული…სამანტა მქვია მეგობრები სემის მეძახიან…

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც  ქალაქში ჩემი თანატოლი გოგონა  გადმოვიდა  ჩემს მეზობლად… ტეილორი ერქვა, მაღალი იყო , გამხდარი, დიდი ლურჯი წყლიანი თვალები ჰქონდა, პატარა აპრეხილი ცხვირი, ნაზი გამოხედვა, სწორი ქერა თმა… დანახვისთანავე მიიპყო ჩემი ყურადღება მისმა მანერებმა… პირველად, რომ დავინახე ბარგის გადმოტანისას ჩემზე თვითკმაყოფილი და ამპარტავანი გოგოს შთაბეჭდილება დატოვა და ალბათ არც ის გაგიკვირდებათ, რომ გითხრათ დიდად არ მეპიტნავა ჩემს კლასში, რომ დასვეს.

13624297-funny-teen-girl-near-the-sea

სკოლის პერიოდში ისე ვიქცეოდი თითქოს ვერც ვამჩნევდი, მაგრამ ეს თავის მოტყუება იყო… მან ყველასთან მოახერხა პირველი დღიდან კარგი ურთიერთობის აწყობა… ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ჩემი პირველი შთაბეჭდილება არ შეესაბამებოდა სიმართლეს, მიუხედავად ამისა სიამაყე არ მაძლევდა უფლებას პირველი ნაბიჯი გადამედგა…

ერთ დღესაც სინდისმა აღარ მოითმინა და გადავწყვიტე დავახლოვებოდი… ქვეცნობბიერში კი იმაზე ვფიქრობდი, რომ შეეძლო იგნორით ეპასუხა და ვერც გავამტყუნებდი მეც ხომ იგივეს ვაკეთებდი, მაგრამ გავოცდი როცა მის დიდ თვალებში ბევრი, ბევრი სიკეთე და სიყვარული დავინახე… მივხვდი ის სხვებს არ გავდა, უფრო ჩემნაირი იყო და მერე გავაანალლიზე, რატომაც არ მომეწონა პირველი შეხვედრისას კონკურენტად მივიჩნიე… დავმეგობრდით ^_^

P.S.   მალე შემოგთავაზებთ გაგრძელებას