About Lara’s Notebook

ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა ანი ბუნტურმა მთხოვა დამეწერა რაიმე “Love Story”, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ჟანრში არანაირი გამოცდილება არ მქონდა დიდხანს ვიმტვრიე თავი, რომ მომეფიქრებინა რაღაც ისეთი რაც არსად მენახა. სიუჟეტის მოფიქრების შემდეგ კი მოვინდომე ამის გადმოსაცემადაც განსხვავებული ფორმა მომეფიქრებინა და ბოლოს გადავწყვიტე, რომ ნაწარმოებისთვის ჩანაწერების ფორმა მიმეცა, საიდანაც გაჩნდა სათაური “Lara’s Notebook” .

tumblr_mmk18vmpsl1sqxkpco1_500 (1)ds

მინდა აღვნიშნო, რომ ნაწარმოების (თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ) წერისას არც კი მიფიქრია, რომ ის ამდენ მკითხველს მიიზიდავდა ჩემდა გასაოცრად “Lara’s Notebook”-მა  16 წლის გოგოს ნაჯღაბნის კვალობაზე  დიდი წარმატება მომიტანა. გაგიკვირდებათ და გამოჩდნენ პლაგიატებიც, რომლებმაც დაიწყეს რაღაც მსგავსის გაკეთება, ცოტა გავბრაზდი და ცოტა გახარებულიც დავრჩი ანუ ვიღაცისთვის სამაგალითო რაღაც შევქმენი.

მინდა ყველას მადლობა მოგახსენოთ ასეთი დაინტერესებისთვის.

დავიწყე “Lara’s Notebook” -ის ინგლისურად თარგმნა და www.wattpad.com -ზე დადება, მინდა გითხრათ, რომ მას დაემატება ისეთი თავები, რომლებიც ბლოგზე ნახსენები არაა თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ იხილოთ, ჯერ-ჯერობით იგი არაა სრულად ნათარგმნი თავები ეტაპურად დაიდება, უკვე დამატებულია ისეთი ერთი თავეიც რომელიც ქართულ ვერსიაში არაა. თუ დაინტერესდებით იხილეთ: “Lara’s Notebook”

Advertisements

Lara’s Notebook (დასასრული)

–5 წლის შემდეგ–

საღამო ხანს ჰარი ქუჩაში დააბოტებდა, მის ირგვლივ ცხოვრება ჩქეფდა, ქუჩაში ათასობით მანქანა მიდი-მოდიოდა, ხალხიც მრავლად იყო. თითქოს არაფერი შეცვლილა ერთის გარდა – მის თვალებს სიმწვანე აკლდათ. იგი ფრიქრებში გართული ვერც კი ამჩნევდა გარშემომყოფთ, ასე ჩაფიქრებული არანორმალურად ჰგავდა ადამიანს. მალევე მიუახლოვდა დანიშნულების ადგილს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხალხი დახვდა მაინც შეეცადა  განმარტოვებულიყო და ლარას წიგნაკი გადაშალა, იმ დღიდან რაც ლარა დაპირდა, რომ წიგნაკს წააკითხებდა უკვე 5 წელზე მეტი იყო გასული, ამიტომ მას უკვე სრული უფლება ჰქონდა წაეკითხა ეს საიდუმლოებებით მოცული დოკუმენტი, რომელიც ლარას ყოველდღიურობას და ფიქრებს ასახავდა. 5 წელი არც ისე მცირე დროა, მაგრამ მიუხედავად ამდენი ლოდინისა ჰარი საკუთარი თავით კმაყოფილი იყო, ვინაიდან კიდევ ერთხელ დაამოწმა საქციელით ლარას პატივისცემა და ნაადრევად არ ნახა ჩანაწერები.

Continue reading

Lara’s Notebook (დღე 14)

ცაზე ვარსკვლავები გამოჩნდნენ, მიყვარს  როცა ღამით ცა უღრუბლოა, ოცნებას მიადვილებს.

დილით არც ისე ადრე ავდექი, მიუხედავად იმისა, რომ პასუხების გასაგებად დედა წასვლას ჩქარობდა, მე ყველაფერს ზოზინით ვაკეთებდი, აზრადაც არ მომსვლია მის ნერვებზე თამაში უბრალოდ ასე გამოვიდა. ვფიქრობდი იმაზე, რომ იქნებ ჯობდა პასუხი ცოტა გვიან გამეგო, სხვას ჩემს ადგილზე ცნობისმოყვარეობა მოკლავდა.

მანქანიდან გადმოსვლისას ისე წავიფორხილე, რომ არ ვიცი რა ძალამ შემაკავა, რომ პირდაპირ ასფალტზე არ გავშხლართულიყავი. დედა კიდევ უფრო განერვიულდა.

ლოდინი საკმაოდ დიდხანს დაგვჭირდა, სანამ ჩვენი რიგი მოვიდოდა, საკმარისი დრო იყო საფიქრად, თან მითუმეტეს, რომ სიჩუმეს არცერთი არ ვარღვევდით. ფიქრი კარგი იყო, მაგრამ ამ უაზროდ გაწელილმა დუმილმა იმდენად დაამძიბა სიტუაცია, რომ იძულებული ვიყავი მხოლოდ  პასუხებზე მეფიქრა.

Continue reading

Lara’s Notebook (დღე 13)

–დღე მეცამეტე–

მეცამეტე? რიცხვი ცამეტი არასოდეს ნიშნავდა ჩემთვის უბედურებას, თუ რაიმე დაუკავშირდებოდა ამ რიცხვს ყოველთვის შემთხვევითობას მივაწერდი, არ ვიცი ახლა მინდა დღევანდელი დღის უიღბლობა ამ რიცხვს გადავაბრალო და თავი გავინთავისუფლო თუ მართლა დავიჯერე ცოტათი ამ ცრურწმენის, მაგრამ ერთი 100 %-იანია დღევანდელმა დღემ ცუდად ჩაიარა.

დილით ძილი მზის სხივებმა დამიფრთხეს, მე კი შევეცადე ისევ დამეძინა, მაგრამ მოვახერხე ეს თუ არა, მაშინვე გამომაფხიზლა რაღაც ნაზმა შეხებამ. თვალები გავახილე და დავინახე, ჩემს გვერდით ლამაზად შეფუთული ვარდი იდო. იმ ადამიანის ვინაობის დადგენა ადვილი იყო, ვინც ის დამიტოვა და როდესაც ბარათს შევხედე უკვე ეჭვიც აღარ შემპარვია. გაკრული ხელით იყო ნაწერი, მაგრამ მიუხედავად ამისა ისეთ გრძელ და ლამაზ ასოებს, როგორსაც ჰარი წერდა, მხოლოდ მუზეუმში შეხვდებოდით, იქ სადაც გასული საუკუნეების დიდგვაროვანთა ხელნაწერები იყო დაცული.

Continue reading

Lara’s Notebook (დღე 12)

–დღე მეთორმეტე–

დღევანდელი დღე სასიამოვნოდ დაიწყო, დედამ გამანებივრა, საუზმე საძინებელში მომართვა, ჩაი ბევრი ლიმონით და სხვა გემრიელობები. წამით ისიც კი მეწყინა, რომ ადრე გული არ მიმდიოდა. ახლა კი სახლში ავადმყოფის სტატუსით ვსარგებლობდი და ძალიანაც მომწონდა ყველა ჩემი კაპრიზი გაფიქრებისთანავე, რომ სრულდებოდა.

dear_diary_by_plastickheart-d3dnkig

ჰარიმაც სახლში მომაკითხა, დაბინდებამდე სულ ცოტა იყო დარჩენილი. შემოსვლისას ჯერ მომიკითხა, რომ ვუთხარი უკეთ ვართქო მწვანე თვალები უფრო, გაუმწვანდა, ხელზე ორივე ხელი მომკიდა და მითხრა-სადღაც მინდა წაგიყვანო. ფრაზა ჯერ დამთავრებულიც არ ჰქონდა, რომ უკვე ჩემს ოთახში აღარ ვიყავი.

Continue reading

Lara’s Notebook (დღე 11)

–დღე მეთერთმეტე–

Writing-in-Her-Diary-600x375

ახლა სასტუმრო ოთახში ვარ, პირველად ვწერ ჩემს წიგნაკს აქ, მშობლები შინ არ არიან, დემიენიც მათთანაა და როგორც დედა მეუბნება ხოლმე გავიჯეჯილე. ცენტრს ავუწიე. ცოტა არ იყოს მიჭირს  იმის წარმოდგენა, რომ მაშინ მთელი ერთი დღე გავძელი უწიგაკოთ, ვერ დამიჯერებია, როგორ შევძელი, ჩემი წარსულის სისხლი და ხორცი გახდა, ყოველდღიურად მიძლიერდება სურვილი ვწერო და ვწერო.

Continue reading

Lara’s Notebook (დღე 10)

–დღე მეათე–

მთელი დღე დაკავებული ვიყავი, ცოტა გვიანია, მაგრამ ჩემი წიგნაკისთვის უფრო ადრე ვერ მოვიცალე. გუშინ ფოტოს ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ჯობდა წიგნაკის წერა არ მიმეტოვებინა, და აი ვწერ კიდეც.

dear_diary___by_imaginary_10-d4h825l

დღევანდელი სიურპრიზი არც ისე მოულოდნელი იყო ჩემთვის, რადგან გუშინდელმა დღემ მიმახვედრა ყველაფერი წინ იყო.

დილით უჟმურ ხასიათზე აღარ ვყოფილვარ, ბოლო დღეებისაგან განსხვავებით. დღე ჩვეულებრივ დავიწყე, ჩაი და გემრიეი ორცხობილები მივირთვი, მრომლის გამოცხობაშიც დედას დავეხმარე, ორმაგად მეგემრიელება ხოლმე საჭმელი როცა ვიცი, რომ მომზადებაში წვლილი მაქვს შეტანილი.

Continue reading

Lara’s Notebook (დღე 8-9)

–დღე მერვე–

stock-footage-young-woman-writing-diary-while-sitting-on-the-bed-dolly-shot

–დღე მეცხრე–

ახლა ამას არ უნდა ვწერდე ვიცი, ჩემს თავს დავპირდი, მაგრამ რაღაც გარემოების გამო მხოლოდ ერთი დღე შევძელი, რომ არ გამეტეხა  ჩემი სიტყვა. დღეს შუადღისას დაძინება გადავწყვიტე, სიფხიზლე უფრო და უფრო მეტს მაფიქრებინებდა იმაზე რისი გახსენებაც ნაკლებად მინდოდა, თავიდან გამიჭირდა მაგრამ, ბოლოს როგორც იქნა შევძელი. ეს ყველაფერი ხანმოკლე აღმოჩნდა, ძილში მომესმა, თქოს ვიღაცამ აივნის კარი დახურა თვალები ნახევრად გავახილე, ცოტა სემცივდა და უკმაყოფილოდ შევიშმუშნე, ისევ დაძინება დავაპირე დაშევბრუნდი, მაგრამ დავინახე ჩემს წინ ჩემი წიგნაკი იდო, რომელიც ზუსტად მახსოვს როგორ საგულდაგულოდ დავმალე. მაშინვე წამოვჯექი, და გაცხარებულმა დავიწყე ყვილრილი.

-დემიენ, მოდი აქ, დემიენ, ეი შენ დაყრუვდი?!- “ყველაფერი თუ წაიკითხა რა ვქნა, მშობლებსაც თუ უთხრა… ეჰ.. ლარა, შენგან არაფერი გამოვა უფრო საიმედო ადგილი, რომ მოგეძებნა რა იქნებოდა?” მეჩხუბებოდა ჩემი შინაგანი ხმა.

-მოვდივარ-გაისმა ყრუდ ჩემი ძმის პასუხი, რომელსაც მოჰყვა ფეხის ხმაც.

Continue reading

Lara’s Notebook (დღე 5-6-7)

–დღე მეხუთე–

უკვე მოსაღამოვდა, ცოტა მოწყენილი ვარ… დილით ადრე გავიღვიძე, მაგრამ ადგომა არ მინდოდა, კარგახანს ვიყავი ჩაფიქრებული, ვფიქრობდი წარსულზე და მომავალზე განსაკუთრებით მაფიქრებდა სიტყვა “ბოლოჯერ”, რომ ადვექი – დაბლა ჩავედი, იქაურობას თვალი მოვავლე, ყველაფერი ძველებურად იყო: დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა და სახლში გემრიელი სურნელი ტრიალებდა, მამა უკვე წასულიყო სამსახურში, დემიენი ვეებერელა დივანზე იჯდა და ფილმს უყურებდა. 3a3f4392d38a

-ლარა ძვირფასო, მოდი ყავა ან ჩაი გაიკეთე და ნამცხვარიც 5 წუთში იქნება.

-ხო? რომელ ნამცხვარს აკეთებ?

-შენ, რომ გიყვარს.-დავიხარე და გაზქურაში შევიხედე.

-ჰმ… რა გემრიელად გამოიყურება.

დიდხანს ლოდინი არც დამჭირვებია, მალე ნამცხვარი მზად იყო, ლიმონიანი ჩაი გავიკეთე, გემრიელად მივირთვი. დედა ცოტა ხანში გავიდა წასვლამდე დამიბარა თუ მალე ვერ დავბრუნდი პიცა გააკეთე, მაცივარში ყველაფერია რაც დაგჭირდებაო… სანამ დემიენს მოშივდა ჩემს ოთახში ვიყავი, რაღაც დრამას ვუყურე და თვალებ ჩაწილებული ჩამოვედი დაბლა, მერე პიცის კეთებას შევუდექი ისე მოსაღამოვდა ვერც გავიგე ახლა წიგნაკს რომ მივუბრუნდი ისევ ჩავფიქრდი, ჰარი მთელი დღე არ გამოჩენილა, ვიცი ბევრი დრო არ გასულა, მაგრამ უკვე საშინლად მენატრება…

დემიენი მეძახის, დღეს ოჯახური კინოსესია გვაქვს, უნდა გავიქცე.

Continue reading

Lara’s Notebook (დღე 4)

–დღე მეოთხე–

უკვე ძალიან გვიანია. ძლივს მოვიცალე ჩემი ჩანაწერებისთვის. ძალიან მინდა წერა , მგონი რაც უფრო დრო გდის, უფრო მიყვარდება ჩემი წიგნაკი.

დღევანდელი დღე არ ვიცი რატომ, მაგრამ რაღაც საოცრად მხიარულად დავიწყე, დილიდან ღიღინ-ღიღინით დავდიოდი ოთახიდან, ოთახში. ჩემს ოჯახის წევრებს ეუცნაურათ ეს ამბავი, ღიღინით სიარული არ მჩვევია, თუ არ ვღიღინებდი დავდიოდი და ფიქრებში ვიყავი გართული, გარშემომყოფთ  ყურადრებასაც  არ ვაქცევდი.

ასე მხიარულად მოვიდა შუა დღე. ჩემს ოთახში ავედი, წიგნაკი ავიღე, მინდოდა დეტალურად გამეხსენებინა წინა დღეების შესახებ, უცებ ოთახში ნიავი შემოვიდა, ჩემს თბილ ოცნებებში ვიყავი გართული, არ მოემწონა გრილი სიო და აივნის კარის დასახურად წამოვდექი, უკნიდან ვიღაც მომიახლოვდა და პირზე ხელები ამაფარა…

tumblr_mfpyj6mOcm1rp2sl5o1_500

 

Continue reading