თეთრი მოსასხამი (ნაწილი 4)

ტომი გაუნძრევლად იჯდა, უნდოდა ამდგარიყო და რაიმე ეღონა მაგრამ მისი სხეული მას უკვე მთელი 7 წუთი იყო აღარ ემორჩილებოდა. მისი თავი ერთადერთ ფიქრს მოეცვა “ხომ არ დავაგვიანე?”

სახლში სიჩუმე ჩამოწვა, უეცრად ტელეფონზე ზარი გაისმა.

-შენ რა დაყრუვდი? – წყობიდან გამოვიდა პიტერი.  მაგრამ ტომს პასუხის გაცემა არ შეეძლო.

პიტერმა კიდევ ერთი ზარი გაიგო და ოთახში შეშლილივით გამოვარდა,ტე ისე რომ ტომისთვის არც კი შეუხედავს ტელეფონს დაუყოვნებლად უპასუხა.

-გისმენთ?… დიახ აქაა… ახლავე… ტომ…-თქვა და მეგობარს გადმოხედა რომელიც ძლივს მოვიდა გონს.

-დიახ…

-ტომ მიცანი? მოისმა ყურმილიდან შრიალის ფონზე სარას მისუსტებული ხმა.

-სარა?-ძლივსღა ამოღერღა ტომმა.

tumblr_m9rwv363kD1r5syyvo1_500

-ხო მე ვარ… მე… გთხოვ დამეხმარე.

-სად ხარ?

-მე არ შემიძლია. მე… მე… ტომ გთხოვ…-წინადადება აღარ დაუსრულებია ტელეფონში კივილის ხმა გაისმა.

ტომს ცივმა ოფლმა დაასხა. ხელი კეფაზე ნერვიულად მოისვა.

-სარა.. სარა.. სარა  გესმის ჩემი.

პასუხის ნაცვლად დუმილი ისმოდა, დუმილი და სხვა არაფერი. ტომი დაბლა დაეცა, არა მან, ნუთუ მან დააგვიანა? ნუთუ ყველაფერი მორჩა? ყურმილში სიჩუმე მძიმე სუნთქვამ ჩაანაცვლა, შემდეგ კი ამას ზარის ხმა მოჰყვა-ყურმილი დაკიდეს.

პიტერი გაოცებული უყურებდა. ფეხზე წამოაყენა, წყალი უხმოდ მიუტანა. ტომმა წყალიანი ჭიქა ჩამოართვა და ისე დადგა მაგიდაზე რომ არ დაულევია.

-რა მოხდა? -ვეღარ მოითმინა პიტერმა.

დიახ, ეს ის კითხვა იყო რომელზეც თვითონვე სურდა ტომს პასუხი გაეცა. რა მოხდა?

 

Advertisements

თეთრი მოსასხამი (ნაწილი 3)

დღე ჩვეულებრივ დაიწყო, არაფრით გამორჩეული ლონდონური დღე გათენდა მორტიმერ სტრიტზე. პიტერი ცოტა დაბნეულივით იქცეოდა თითქოსდა ნანობდა გუშინდელ თავის გამოხტომას.

 

სამზარეულოში უხმოდ ფუსფუსებდნენ, ამდენხნიანმა მარტო ცხოვრებამ გემრიელობების დამზადებაში ორივე მათგანი დაახელოვნა. რომ ამბობენ ხოლმე, მამაკაცები უკეთესი კულინარები არიანო, აი მათ შეხედავდი და დარწმუნდებოდი ამ ფრაზის სიმართლეში. მხოლოდ ერთი თვალის შევლებაც საკმარისი იყო იმისთვის, რომ გეთქვა მათ ამ საქმეში კონკურენციას სუსტი სქესი ვერ გაუწევდა.

სულ მალე მაგიდა ორ კაცზე გაშალეს. დასხდნენ მაგრამ ისევ ნისლივით იწვა დუმილი მთელს სახლში. დუმილი ფიქრს ნიშნავდა, ფიქრი კი – ახალ თავის სატკივარს.

სასწავლებელში შესვლისას ტომი და პიტერი უსიტყვოს დაშორდენ ერთმანეთს, მათი პირველი საგანი ერთმანეთს არ ემთხვეოდა. დრო ნელა გადიოდა როგორც იქნა ბოლო საგნის დრო მოვიდა, აი იმ საგნის სარას ტომს და პიტერს ერთად, რომ უნდა ჰქონოდათ…

-სარა არაა? -წარმოთქვა დაუგეგმავად, ისე რომ ამ სიტყვებს თვითონაც არ ელოდა. ზედმეტად ბევრი იფიქრა მის პრობლემაზე, კიდევ უნდოდა მისგან მოესმინა რამე, ამ რამეს უფრო სიმართლე ერქვა.

მასში ცხოვრობდა დეტექტივი, მაგრამ ეს თავადაც არ იცოდა, დიახ მას დეტექტივის ალღომ უკარნახა რომ სიმართლე სარას სიტყვებს მიღმა იმალებოდა, რატომ დამალა? ნუთუ მართლა  ეშინოდა იმის რასაც შემდეგ მასზე იტყოდნენ? ან იქნებ სულ სხვა მიზეზი გახდა ამ ყველაფრის თავი და თავი? ამის თქმა ისევ მხოლოდ მას შეეძლო, მაგრამ ის იქ არ იყო.

ტომის უკან მიმავალმა პიტერმა ხმამაღლა გადაიხარხარა.

-მგონი შენ მაგ გოგომ ზედმეტად გაგიტაცა უთხრა ხმადაბლა.- როცა უკვე ზუსტად მის გვერდით აღმოჩნდა.-მე ხომ იცი ვერ გამომაპარებ.-თქვა და უშედეგოდ სცადა სიცილი შეეკავებინა.

მეგობრის რეპლიკას თავი აარიდა ტომმა და უკანმ აედევნა პიტერს, რომელიც უკვე რამდენიმე ნაბიჯით უსწრებდა.

-დღეს აქ არ ყოფილა? -ჩაეკითხა ის.

-მოგწონს?-თავისი გააგრძელა პიტერმა, ისე თითქოს მეგობრის კითხვა არც გაუგია.

-მიპასუხებ? ეს მნიშვნელოვანია.- კილო შეეცვალა ტომს.

-ანუ კი.-გადაიხარხარა პიტერმა. -არა არ ყოფილა.

ტომმა ისევ წაუყრუა მაგოობარს და მის გვერდით დაჯდა. სასწავლო პროცესი ზუზუნივით ჩაესმოდა ყურში.

საღამოხანს სახლში მისულმა ჩანთა ამოალაგა, იმ იმედით რომ წიგნებზე ადაიტანდა ყურადღებას. წიგნიდან რომელსაც ის ბოლოს კითხულობდა ფურცლის ნაგლეჯი ამოვარდა.

მის დამწერს როგორც ჩანს ძალიან ეჩქარებოდა, გაკრული ხელით მაგრამ არც ისე ულამაზო ასოებით ეწერა “გთხოვ დამეხმარე”.

თეთრი მოსასხამი (ნაწილი 2)

მთელმა კვირამ ჩვეული რიტმით ჩაიარა, არაფერი განსაკუთრებული, ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა, მოსაბეზრებელ ერთფეროვნებაში პატარა ერთი შეხედვით სასაცილო უცნაურობა ყველას მიავიწყდა, აღარავინ საუბრობდა  სარაზე და მოჩვენებაზე.

10531051_723482947707722_1122777788_n

ტომი და პიტერი დიდ დროს ატარებდნენ სასწავლებელში, საღამოსაც რჩებოდნენ, რომ ბიბლიოთეკაში მოეხერხებინათ ყოფნა, გაკვეთილების შემდეგ პირდაპირ სიმყუდროვეს მიაშურებდნენ და იქ ყოფნით ტკბებოდნენ. სასწავლებელი როცა ხალხისგან დაიცლებოდა, უფრო კარგ ადგილს ვერც კი იპოვიდით განათლების მისაღებად, სიმშვიდე საშუალებას იძლეოდა კონცენტრირება სწავლაზე მოეხდინათ.

ბინდდებოდა, როცა მათ ბიბლიოთეკას მიაშურეს, ტომი მეგობარს ჩამორჩა ერთ-ერთ კაბინეტში ჩანაწერები დარჩენოდა, ამიტომ უკან დაბრუნება მოუწია, ის ის იყო კარებს აღებდა როცა ბნელი ოთახიდან ვიღაც გამოვარდა, ტომმა  ძლიერი დარტყმა იგრძნო და დაბლა აღმოჩნდა.

თვალები რამდენჯერმე მაგრად დახუჭა და გაახილა, მის წინ სარა იჯდა, უზარმაზარ წიგნს დაწვდომოდა და უკვე დგებოდა.

-ბოდიში ვერ დაგინახე.-ჩუმად ჩაილაპარაკა გოგონამ.

-ჩემი ბრალია, ჩაფიქრებული მოვდიოდი.- ჩაიბურტყუნა ტომმა, მის ხმაში ოდნავი სიხარული იგრძნობოდა, დიდი ხანია იმ ამბებზე სარასთან სასაუბრო საბაბს ეძებდა და აი ისიც, ტუზი დაეცა.

-არაუშავს, არაფერია. – წაასვლელად მოემზადა სარა.

-შენთან ლაპარაკი მინდოდა.-სიტყვები დაეწიენ უკვე ზურგით მდგარს.

ნელა ზოზინით შემოტრიალდა, ისე თითქოს უკვე მიუხვდა რაზე საუბარიც სურდა ტომს, ვინ არ მიხვდებოდა ტომი და პიტერი ხომ სასწავლებელში შარის მოყვარულთა სიაში გამუდმებით ტოპ 10-ულში დომინირებდნენ. რათქმაუნდა ის უცნაურობა აინტერესებდა, სხვა რა უნდა ყოფილიყო.

-რაზე? – იკითხა იმ იმედით, რომ რასაც ელოდა იმ პასუხს არ მოისმენდა.

-იქნებ ბიბლიოთეკაში ან კაფეტერიაში წავსულიყავით, ცოტა გაგვეწელოს შეიძლება საუბარი და აქ დგომა…

-კარგი.-დათანხმდა გოგონა, აზრი არ ჰქონდა ერთხელ მაინც მოუწევდა ამ თემაზე საუბარი, თანაც ტომი ზუსტად იმ ადამიანად მიაჩნდა ვისაც ამ ამბავს სიხარულით გაუზიარებდა და იმედიც ექნებოდა, რომ ის რამე რეალურ ახსნას მოძებნიდა.

დერეფანს უხმოდ გაუყვნენ მალე უკვე მაგიდასთან ისხდნენ, ბიბლიოთეკაში პიტერმა შეამჩნია ისინი მაგრამ რადგან დაინახა ტომი მარტო არ იყო გადაწყვიტა თვალი შორიდან ედევნებინა და ახლოს არ მისულიყო.

საუბარი არც ისე დიდხანს გაგრძელდა, გოგონა ცდილობდა აეხსნა ტომისთვის, რომ გადაღლილი იყო, და შეიძლება მისი მოჩვენებაც ამან გამოიწვია არ უნდოდა ვინმეს ეფიქრა, რომ მისი მშობლების ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ ფსიქიკა შეერყა, ეს ასე არც იყო.

ტომს ბევრი ვერაფერი მისცა სარას საუბარმა, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ მის თავს რაღაც ხდებოდა, თვითონაც არ იცოდა, რატომ უბრალოდ სურვილი ჰქონდა მას დახმარებოდა, ძალიან უნდოდა დაეცვა სუსტი არსება რომელიც მის წინ იჯდა და თვალებით იგივეს ევედრებოდა. გულის სიღრმეში სარას უნდოდა დაეჯერებინა, რომ ეს ჰალუცინაცია იყო, მხოლოდ გადაღლილობისგან გამოწვეული ჰალუცინაცია, მაგრამ ამის თავადაც არ სჯეროდა და ტომს, ხომ საერთოდ ვერ დააჯერებდა.

სახლში ისე დაბრუნდნენ, ტომს პიტერისტვის სიტყვა არ უთქვამს სარასთან საუბრის შესახებ, პიტერიი კი ელოდებოდა მეგობარს როდის წამოიწყებდა თავად საუბარს, მაგრამ ბოლოს მოთმინება გადაეწურა.

-სარას რაზე ელაპარაკებოდი? – იკითხა მან.- თუ საიდუმლო არაა.-დააყოლა ბოლოს გამომწვევი ღიმილით.

-მოჩვენებაზე.

-შენ რა, ამის გჯერა?-თვალები გაკვირვებისგან დაჭყიტა პიტერმა.

-და შენ რა გგონია სარას ჭირდება მოგვატყუოს და თავი გიჟად გამოაცხადოს? – სათვალე შეისწორა ტომმა.

-როგორ ექომაგები. – ჩაიხითხიტა პიტერმა.- შენ რა ხომ არ მოგწონს?-თქვა და კრესლოში სიცილისგან მოიგრიხა. შემდეგ ტომის გასამწარებლად დაიმანჭა და კოცნის ხმები გამოსცა, სასაცილო სანახავი იყო, მაგრამ ტომს სულაც არ ეცინებოდა, მეგობარს გაუყრუა და დასაძინებლად წავიდა.

თეთრი მოსასხამი (ნაწილი 1)

ჩემო ძვირფასო მკითხველო დაპირებისამებრ ვწერ პიტერისა და ტომის გაგრძელებას, ვიცი ძალიან ბევრი დრო გავიდა მისი ბოლო ნაწილის დასრულებიდან, მაგრამ მინდა გითხრათ რომ არ დამვიწყებია, შეიძლება ითქვას პაუზა ავიღე. ეს ნაწილი ეძღვნება ჩემს მეგობარს, რომელიც სულ ცდილობს ხიფათისგან დამიცვას. იმედი მაქვს მოგეწონებათ.

პიტერმა და ტომმა ლონდონში ჩასვლისთანავე დაიწყეს საცხოვრებლის ძებნა, მალე მორტიმერ სტრიტსზე იქირავეს პატარა სახლი. ერთად ცხოვრების დაწყებიდან პირველივე დღეებში აღმოაჩინეს, რომ იმაზე ბევრად მეტი საერთო ჰქონდათ ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა. სასწავლებელში სიარულის დაწყებიდან, მათ დიდი აღტაცებით შეხვდნენ, მათი ამბავი ყველას მოედო, აინტერესებდათ რა და როგორ მოხდა სინამდვილეში, იგებდნენ თავის შესახებ უამრავ ახალ ისტორიას რომელიც ახლოსაც არ იყო სიმართლესთან. ხალხს არწმუნებდნენ, რომ ეს ერთადერთი იყო რაც მათ შეემთხვათ და სხვა მსგავსი ისტორიები მათ შესახებ უბრალოდ აბსურდი იყო, მათ ხომ სწორედ მაშინ გაიცნეს ერთმანეთი.

დაახლოებით ერთი თვის თავზე პომისა და პიტერის შესახებ ყველას ყველაფერი დაავიწყდა. ისინი უბრალოდ ახალი ხილი იყვნენ, რომელიც მერე ყველას მობეზრდა, თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. ტომს და პიტერს ეს ამბავი ახარებდათ, რადგან ზოგი აფსურდული კითხვის დასმისას სიცილის შეკავება აღარ მოუწევდათ.

-ახალი ამბავი გაიგე? -ჰკითხა ერთხელ ჩურჩულით  პიტერმა ტომს, ბიბლიოთეკაში.

-რა ახალი ამბავი? გამოცდებზე? -ჩაეკითხა პიტერი ისე რომ წიგნისთვის თვალი არ მოუშორებია.

-სარა ამტკიცებს, რომ გუშინ აქ ვიღაც თეთრებში ჩაცმული კაცი ნახა, სახე კაპიუშონში ჰქონიდა ჩამალულიო ამბობს.-სხაპასხუპით უპასუხა პიტერმა და ჩუმათ ჩაიცინა.

-აქ? როდის?-სწრაფად წამოყო ტავი ტომმა თან ცხვირზე სათვალე შეისწორა.

-რა შენ გჯერა?-გაოცებული მზერა სტყორცნა პიტერმა.

-და შენ არა? რაში სჭირდება მოტყუება?-გაოცდა ტომი.

-აბათ გამოცდების ციებ-ცხელება სჭირს, რას გაიგებ? -ჩაიფრუტუნა პიტერმა.-მიკვირს რომ არ გაგიგია, მთელი სკოლა ამაზე ლაპარაკობს.

-რაღაც მსგავსს მოვკარი ყური, გოგონები ჭორაობდნენ, მაგრამ მაგათსას ხომ ვერაფერს დაიჯერებს კაცი, ყურაღება არ გავამახვილე.-დაიჩურჩულა ტომმა და წიგნს ჩააშტერდა.

მეტი აღარ ულაპარაკიათ, ბიბლიოთეკარის მტკიცე მზერა არ აძლევდათ უფლებას. მოხუცი გამხდარი  ქალი, მზერით კლავდა იქ მსხდომთ, მზერას მის სიმკაცრეს შეყრილი წარბები და წვრილი მართკუხედის ფორმის შუშიანი სათვალე უფრო ამძაფრებდა.

სახლში მისულებს უამრავი საქმე ჰქონდათ. სახლში ორი ბიჭი ხომ ნამდვილი ქაოსია, თანაც არავინ ჰყავდათ ისეთი ვინც ცოტას მაინც მიხედავდა სახლის დასუფთავებას და სხვა საქმეებს, ამიტომ საფიქრად არ ეცლალათ მექანიკურად აკეთებდნენ საქმეს.

 

გაცნობა და პირველი თავგადასავალი (ნაწილი 6)

ტომს და პიტერს წარმოუდგენელი ეგონათ გამტაცებლების ადგილსამყოფელის დადგენა, მაგრამ ჯეინმა დაუფიქრებლად დაასახელა ადგილი… წასვლა დილით გადაწყდა  ტომმა როგოც კი გოგონას ასეთი სწრაფი პასუხი მოისმინა ეჭვი აღეძრა და პიტერს გააფრთხილა ფრთხილად იყავიო სხვა არაფერი უთქვავმს მთელი საღამო გულჩათხრობილი იჯდა… დასაძინებლად ადრე მოეწყვნენ მანქანაში, რადგან დილით დიდი გზა ელოდათ… ტომი ცდილობდა დაძინებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა., ფიქრები მოსვენებას არ აძლევდნენ…

დილით ადრე გაიღვიძეს და გზას გაუდგნენ  1 საათში უკვე ადგილზე იყვნან და უზარმაზარ შენობას ათვარიელებდნენ… პიტერი გოგონას არ სცილდებოდა და ტომმა პიტერშიც შეიტანა ეჭვი… იგი  ცდილობდა გაერკვია რა იქნებოდა მომდევნო სვლა, რომ თვითონ დაესწრო მოქმედება და თავში უამრავი იდეა უტრიალებდა, როდესაც უკან გაიხედა და დაინახა პიტერი, მის წინ მდგარი ჯეინი და ვიღაც ნიღბიანი რომელიც პიტერს დიდი ჯოხით ეპარებოდა, მაშინვე მიხვდა პიტერი არაფერ შუაში იყო და ინსტიქტურად გაემართა მეგობრისკენ მის გადასარჩენად… გაიმართა ხელჩართული ბრძოლა…. პიტერი როცა მიხვდა რაც მოხდა ნიღბიანი დაბლა ეგდო სისხლის ტბასთან, მაგრამ ეს მისი სისხლი არ იყო ტომს თავი ჰქონდა გატეხილი , ხოლო ჯეინი გაქცევას ცდილობდა მაგრამ ამაოდ პიტერმა იგი დაიჭირა…

მთელი დღე ტომს მეგობარი არ მოშორებია გვერდიდან, როცა იგი გონს მოვიდა ირგვლივ თეთრხალათიანი ექიმები დადიოდნენ, პიტერი კი გვერდით ეჯდა.. სიტყვებით არ შეიძლება გადმოიცეს ის სიხარული პიტერს რომ აესახა სახეზე როცა ტომმა თვალი გაახილა… მალე საავადმყოფოდან გაწერეს კმაყოფილმა ტომმა შსეხედა პიტერს და უთხრა ხომ გახსოვს, რომ გითხარი ფრთხილად იყავითქო… პიტერი დაინტერესდა როგორ მიხვდა საშიშროებას…  ტომმა კი მთელი დროის განმავლობაში რაც ეჭვის საფუძველს წარმოადგენდა მეგობარს გაუზიარა: თუ გოგონას სიკვდილი უნდოდათ ისე არ დატოვებდნენ მანქანაში, რომ არ გადაემოწმებინათ ცოცხალი იყო თუ არა, ამასთან ჯეინმა (თუ ეს მისი ნამდვილი სახელი იყო) დაასახელა ადგილი დაუფიქრებლად და მისივე მონაყოლით იგი იქ მიიყვანეს გონებადაკარგული და ასევე წამოიყვანეს, შესაბამისად თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ მას არ უნდა ცოდნოდა სად იყვნენ მისი გამტაცებლები…

გაცნობა და პირველი თავგადასავალი (ნაწილი 5)

ამ ლაპარაკში შუა დღეც მოვიდა… ცოტა რთული მოსასმენი იყო გოგონას ისტორია, მტკივნეულიც, და ეს ყველაფერი დუმილში გადაიზარდა, დუმილი – ფიქრში, როგორც ხდება ხოლმე… ამინდიც დამძიმდა და გაწვიმდა..

ტომი და პიტერი ცდილობდნენ გაერკვიათ რა მოხდა ჯეინის თავს, ორივეს უნდოდა ეთქვა რამიე, მაგრამ სიჩუმე უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ბოლოს ტომმა მოიკრიფა ძალა,  დაარღვია დუმილი და საკუთარი მოსაზრება გაუზიარა მეგობრებს, ამას შემდეგ  ჰიპოთეზა მოჰყვა…

აზრები ერთმანეთს ჰგავდა და სურათი შემდეგნაირი იყო : ჯეინი დაჭერილი ჰყავდათ, რადგან წამალი შეემოწმებინათ, ეს კი არ იყო კანონიერი… იბადებოდა კითხვა ვის მოუვიდა აზრად ადამიანებზე ცდების ჩატარება? ან რა იყო ცდების მიზანი? მედიკამენტზე ასეთი გასაიდუმლოებული და უკანონო კვლევა ვის გაუგია… პასუხი ნათელი იყო მედიკამენტთან არ ჰქონდათ საქმე, აქ სიბინძურის სუნი ტრიალებდა…

საბოლოოდ მათი  ჰიპოთეზებიდან შედგა გეგმა, თუ როგორ უნდა ეპოვათ ჯეინის გამტაცებლები… გოგონა გაჯიუტდა არ უნდოდა საქმის გაქექვა. პიტერს და ტომს კი ინტერესის ნაპერწკლები უელავდათ თვალებში… შეწინააღმდეგება  უშედეგო გამოდგა, გოგონა დაითანხმეს…

გაცნობა და პირველი თავგადასავალი (ნაწილი 4)

შეშინებული თვალები გასაქცევ გზას ეძებდნენ…. გოგონა პიტერს და ტომს ზიზღით უყურებდა და როცა ისინი ნაბიჯს გადადგავდნენ მისკენ უკან-უკან იხევდა და სწორედ ამ დროს ტომმა შენიშნა მის ხელზე ნანემსურები და პიტერს გადაუჩურჩულა… ეტყობოდა გოგონას რაღაც ძალიან ცუდი გადახდა, ისეთი შეშინებული იყო,  მისი გადამრჩენების მიმართაც უნდობლობას იჩენდა, რომ არა ისინი ნაჭერზე არსებული ნივთიერება მალე ალბათ გაისტუმრებდა იმ ქვეყნად… ბოლოს როგორც იქნა დაამშვიდეს და დაარწმუნეს, რომ მისთვის ზიანის მიყენება არ სურდათ, ცოტა წყალი დაალევინეს და გაუმასპინძლდნენ, მაგრამ მათი ცნობისმოყვარეობა იმდენად იყო გამძაფრებული, ჭამაც არ აცადეს და შეიტყვეს მის თავს გადახდენილი უბედურება… სულ დამავიწყდა მეთქვა გოგონას სახელი – ჯეინი…

იგი ყვებოდა როგორ მიდიოდა ქუჩაში როდესაც ვიღაცამ სახეზე ხელი ააფარა და გონება დაკარგა, როდესაც გამოფხიზლდა უკვე შენობაში იყო, იქ რამოდენიმე კვირა დაჰყო ხელ-ფეხ შეკრულმა, თავდაპირველად ყვიროდა და თავის დაღწევას ცდილობდა მერე მიხვდა, რომ იქიდან გასვლა მხოლოდ კარგი გეგმით შეიძლებოდა… ყოვედღე ერთი და იგივე მეორდებოდა ვიღაც მიდიოდა და მცირეოდდენ საჭმელს აჭმევდა ,იმდენს, რომ ეცოცხლა რის შემდეგაც ნემსს უკეთებდნენ რომლითაც სუსტდებოდა, და სავარაუდოდ ანალიზებისთვის სისხლს უღებდნენ… ჯეინს მახვილი თვალი ჰქონდა შენიშნა პატარა ტატუ – მგლის თავი, თეთრ ხალათიანი კაცის ხელზე რომელლიც ნემსის გასაკეთებლად მიდიოდა და იმასაც დააკვირდა, რომ დოზა  ერთიდაიგივე არ იყო ხან იზრდებოდა ხანაც მცირდებოდა… ხშირად ესმოდა კამათი სხვა ოთახიდან ჩხუბობდნენ იმაზე, რომ დოზის გაზრდა შემცირებას არავითარი შედეგი არ ჰქონდა ეს და კონცენტრაცია არაფრად ვარგოდა ან რაიმე მსგავსი … გაიგონა ბავშვის ყვირილიც რომელიც შველას ითხოვდა.. ერთხელაც გადაწყვიტა, რომ უნდა გაეღწია ჯოჯოხეთიდან და როდესაც შეძლო ოთახიდან გასულიყო ძლიერი დარტყმა იგრძნო… აქ შეწყდა მისი მონათხრობი…

გაცნობა და პირველი თავგადასავალი (ნაწილი 3)

საშინელ არეულობაში ძნელი იყო ღამე რამე გაგერჩია, მაგრამ მათ მაშინვე შენიშნეს პატარა გოგონა… საშინელი სანახავი იყო გამხდარი, ჭუჭყიანი, გაფითრებული უსიცოცხლოდ ეგდო დაბლა, პირზე რაღაც ნაჭერი ჰქონდა აკრული… ტომმა სათვალე შეისწორა იმ იიმედით, რომ სიბნელეში რამეს დაინახავდა, მაგრამ სანახაობით დიდად კმაყოფილი ვერ დარჩა და საჩქაროდ უკან დაიხია გოგონას გასინჯვა პიტერს მოუწია და  გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა როცა ის ცოცხალი აღმოჩნდა, მაგრამ თუ არაფერს იღონებდნენ მალე ხელიდან გამოეცლებოდათ, პულსი ძალიან სუსტი იყო… სასწრაფოდ მოაშორეს პირზე აფარებული ნაჭერი, და უშედეგოდ ცდილობდნენ მის გამოფხიზლებას… ნაჭრის მოშორებისთანავე პულსი  თითქმის შეუმჩნევლად, მაგრამ მაინც ძლიერდებოდა…  თითქმის საათ ნახევრის შემდეგ ყველაფერი ნორმაში ჩადგა, მაგრამ გოგონა გონზე მაინც ვერ მოვიდა, პიტერი და ტომი მიხვდნენ, რომ გზის გაგრძელება სისულელე იქნებოდა და იქვე ჩამოსხდნენ და ელოდებოდნენ, როდის გამოფხიზლდებოდა გოგონა… დუმილის ხმა  სიტუაციას უფრო ამძაფრებდა..

ირიჟრაჟა… გოგონა გამოფხიზლდა, არ ვიცი მზის სხივმა მოიყვანა გონს თუ ტომის ფეხის ხმამ, ბოლთას რომ სცემდა… მეგობრები უკვე რამდენიმე საათი ელოდნენ ამ მომენტს და მათი რეაქციაც შესაბამისი იყო …მიცვივდნენ მასთან და კითხვები მიაყარეს,  ძალიან მისუსტებული იყო, პასუხის გაცემის თავიც არ ჰქონდა და რომც ჰქონოდა ალბათ არ უპასუხებდა რადგან  ისიც არ იცოდა სად იყო და იქ რა უნდოდა…

sheshinebuli

გაცნობა და პირველი თავგადასავალი (ნაწილი 2)

მგზავრი მოსაბეზრებელი აღმოჩნდა მთელი გზა თავის სულელურ ისტორიებს ყვებოდა და იცინოდა, პიტერიც უღიმოდა, გულს არ წყვეტდა მოხცუცს… ბოლოს დადგა ის წამიც როცა იგი უნდა ჩამოსულიყო, დაიწყო ისევ ლოდინი, რომელსაც ისევ მოხუცის ყბედობა ერჩია… მაგრამ საბედნიეროდ უკვე შებინდებული იყო და მზეში  ყოფნა არ უწევდა…

imagesdydut

პიტერმა უეცრად დაინახა ფეხით მიმავალი მგზავრი, რომელმაც იქვე ჩამოჯდა, იგი მიხვდა, რომ შემხვედრსაც ის გრძელი გზა უნდა გაევლო  რომლის გავლაც ასე უნდოდა, ამიტომ გადაწყვიტა გამოლაპარაკებოდა… სირთულეების გადალახვაში აუცილებლად დასჭირდებოდა სანდომიანი მეგობარი, რომელიც გვერდში დაუდგებოდა…

პიტერი მართალი აღმოჩნდა, გასაუბრების მერე მიხვდა ტომი მისი კარგი მეგობარი გახდებოდა…იმდენად ახლობელი იყო პირველივე გასაუბრებისთანავე მისთვის, რომ წამით ისიც კი იფიქრა, რომ იგი ქურდი იყო და ეს ყველაფერი – სიყალბე, მაგრამ რაც მეტს ელაპარაკებოდა მით მეტ ნდობას იჩენდა… გასაოცარია, მაგრამ ისინი ერთ უნივერსიტეტში აპირებდნენ სწავლას, ეს დამთხვევა იყო თუ სასწაული არავინ იცის… მათ ერთმანეთის სახით მეგობარი შეიძინეს…

გადაწყვიტესგზა ერთად გაეგრძელებინათ და ერთად ეცხოვრათ… უკვე უნივერსიტეტის გეგმებს აწყობდნენ, როცა ატომობილი გამოჩნდა, ახალთახალი, უზარმაზარი სატვირთოო…

შეჩერდა და ორ ახალგაზრდას წაყვანა შესთავაზა, ისინიც დათანხმდნენ… მძროლი არც თუ ისე მაღალი იყო, წვერს ატარებდა, რომელიც პიტერს ყალბი ეგონა და საეჭვო გახდა მისთვის ისიც, რომ იგი ღამე მზის სათვლეს ატარებდა.. როდესაც დასხდნენ საუბარი გაუბს მძღოლს, მაგრამ მისი სიტყვაძუნწობით დიდად ვერ მოიხიბლენ… მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გადაუგდო ვადებულების მოხდის მიზნით, საიდანაც გაირკვა, რომ იგი შორი გზიდან მოდიოდა. ლონდონში უნდა წაეღო ხორცი (რის გამოც საშინელი სუნი იდგა ავტომობბილში) … ცოტა გზა რომ გაიარეს მან თქვა რომ დიდი  გზა ჰქონდა გამოვლილი და რამდენიმე ღამე არ ეძინა, ამიტომ სატვირთოს უკანა ნაწილში უნდოდა დასაძინებლად გადასვლა… ამ დროის განმავლობში კი ორ მომავალ სტუდენტს უნდა ეტარებინა მანქანა… ცოტა ეუცნაურა პიტერს ეს გადაწყეტილება, მათ ხომ მართვის მოწმობაც არ ჰქონდათ, მაგრამ უცნობმა მძღოლმა დაარწმუნა ისინი, რომ ამ დროს არავინ გააჩერებდა…

3 საათის შემდეგ ტომმა პიტერს დაუსვა კითხვა რომელიც გულს უღრღნიდა… “რატომ წავიდა მძღოლი დასაძინებლად იქ სადაც ხორცი უნდა ჰქონოდა, როცა აქაც საკმარისადაა ადგილი? ” პიტერმა მაშინვე უთხრა იმ ეჭვების შესახებ რომელიც მისი დანახვისთანავე გაუჩნდა… ბევრი ლაპარაკის შემდეგ გადაწყვიტეს გადაემოწმებინათ რა ხდებოდა…

მანქანა იქვე გააჩერეს გადმოვიდნენ თუ არა გააღეს ძარა და დიდად არც გაკვირვებიათ მძღოლი იქ რომ არ იყო… საკვირველება სულ სხვა რამემ იყო…

პ.ს. გაგრძელება მალე იქნება ❤

გაცნობა და პირველი თავგადასავალი (ნაწილი 1)

ცნობისმოყვარე მკითხველო, ვიცოდი დაგაინტერესებდათ როგორ გაიცნეს პიტერმა და ტომმა ერთმანეთი…

პიტერმა სკოლის დამთავრებისთანავე გადაწყვიტა ლონდონში გადასულიყო და იქ გაეგრძელებინა სწავლა, მშობლებს ძლიერ უჭირდათ ერთადერთ შვილთან განშორება, მაგრამ მას იმდენი გეგმა და მიზანი ჰქონდა, რომ უარის თქმა სისულელე იქნებოდა და ცოტა ეგოისტობაც მშობლების მხრიდან… თან რომელ მშობელს არ უნდა შვილისთვის კარგი მომავალი და კარიერა?! ბოლოს დათანხმდნენ…

პიტერმა გადაწყვიტა მშობლების დანაზოგისთვის ხელი არ ეხლო და ვინმეს დამგზავრებოდა…

sunny-road

მეოცე საუკუნის მიწურულს ავტომობილი ფუფუნების საგნად ითვლებოდა და მისი გზით მიმავალის პოვნას ეს ართულებდა, ლოდინი  დამქანცვლი აღმოჩნდა მაგრამ სხვა გზა არ იყო, თანაც ღირდა მისი ოცნების ასრულებისთვის მცირე მსხვერპლი… წინ რთული გზა ჰქონდა ვინ იცის რამდენჯერ მოუწევდა ასე დგომა და რამდენი გადახდებოდა გზაში….

ამ ფიქრებში იყო გართული როდესაც ვიღაც მოხუცმა გააჩერა მანქანა ცოტა დაილაპარაკეს პიტერმა გაარკვია სად მიდიოდა შემხვედრი ბოლოს გადაწყვიტა ცოტა მაინც მიახლოვებოდა ოცნებას და ავტომობილში ჩაჯდა…

პ.ს. გაგრძელება ძალიან მალე იქნება :3 ^_^